Facebook, Google, Microsoft, Reddit და Twitter კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ერთად ებრძვიან

Facebook, Google, Microsoft, Reddit და Twitter კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ერთად ებრძვიან
ფოტო: BusinessInsider
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Facebook, Google, YouTube, Microsoft, LinkedIn, Reddit, და Twitter აცხადებენ, რომ ერთად მუშაობენ და  ჯანმრთელობის დაცვის სამთავრობო სააგენტოებთანაც თანამშრომლობენ, რომ ყველას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ახალი კორონავირუსის და COVID-19-ის შესახებ.

კომპანიებს იმედი აქვთ, რომ თაღლითური და საზიანო ინფორმაციის გავრცელებას თავის ყველა პლატფორმაზე შეებრძოლებიან, - ნათქვამია Facebook -ის ვებგვერდზე ორშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. 

კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში ყალბი ინფორმაციებისა და ვარაუდების განზრახ გავრცელება გამოიწვია, ეს ამ ინდუსტრიის ნამდვილი გამოცდაა, შეძლებენ თუ არა ისინი ამ საზიანო ინფორმაციასთან ბრძოლას. 

მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესმა სოციალურმა მედია კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი ერთად ებრძვიან კორონავირუსის პანდემიასა და COVID-19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, ნათქვამია Facebook-ის ვებ გვერდზე ორშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ განაცხადში.  

ამ განაცხადს ხელი მოაწერეს Facebook-მა, Google-მა და მათმა შვილეულმა კომპანიებმა YouTube-მა, Microsoft-მა, და კიდევ მათმა შვილეულებმა,  LinkedIn-მა, Reddit-მა, და Twitter-მა.

„ჩვენ მილიონობით ადამიანს ვეხმარებით, რომ კავშირზე იყვნენ,  და ამასთან ერთად, თაღლითობას და დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძვით ვირუსზე. ჩვენს პლატფორმებზე ოფიციალური ორგანიზაციების ინფორმაცია გვაქვს  და მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციით ვაახლებთ ჯანდაცვის სამთავრობო დაწესებულებებთან შეთანხმებით მთელ მსოფლიოში, - ნათქვამია განაცხადში, ჩვენ სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ, რადგან ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ ჩვენი საზოგადოებები ჯანმრთელები და უსაფრთხონი იყვნენ“.

სოციალური მედია კომპანიები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, ისინი როგორღაც უნდა გაუმკლავდნენ მათ პლატფორმებზე გავრცელებულ სრულიად არასწორ ინფორმაციას კორონავირუსისგან განკურნების საშუალებებზე, ტესტირების არასწორ მეთოდებზე და სხვა არაზუსტ, ბუნდოვან ან მცდარ მტკიცებულებებზე.

Facebook-მა და Twitter-მა უკვე გადადგეს ნაბიჯები კორონავირუსთან დაკავშირებული საზიანო ინფორმაციის ასაკრძალად - ორივე პლატფორმა აცხადებს, რომ ისინი სამთავრობო სააგენტოების ინფორმაციებს წამოწევენ წინა პლანზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის ძიებისას.  

Google -მა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების 24 საათიანი ჯგუფი იქმნებოდა, და ის ძიების შედეგებიდან და YouTube-დან დეზინფორმაციის მოცილებაზეც იმუშავებდა. ამასთან, ჯანდაცვის სააგენტოებიდან მიღებულ ზუსტ ინფორმაციას გაუკეთებდა რეკლამირებას. კვირას,  Google-ის შვილეულმა კომპანიამ, Verily-მ ნახევრად დასრულებული ვებგვერდი გამოსცა, ამერიკელებისთვის   ტესტირების ადგილების მისათითებლად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ წინასწარ გამოაცხადა.

მაგრამ განზრახ გავრცელებული ყალბი ახალი ამბები,  რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ „ინფოდემიური“ უწოდა, იმდენად დიდი მოცულობის იყო, რომ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აქვს თუ არა ამ ინდუსტრიას უნარი ეფექტურად შეუშალოს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას.

Newsguard-მა, რომელიც ვებგვერდებს მხოლოდ საიმედოობის მიხედვით ანიჭებს რეიტინგს, მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ „ჯანდაცვის მისტიფიკაციის გვერდებმა“ ბოლო 90 დღის განმავლობაში 142-ჯერ მეტი აქტიურობა გამოიჩინეს სოციალურ ქსელებში, ვიდრე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთად აღებულმა.

მაგრამ Facebook-ს, Google-ს, Twitter-ს და სხვა კომპანიებს, კანონმდებლები და სხვა კრიტიკოსები ჯერ კიდევ COVID-19-ის ეპიდემიამდეც ცეცხლქვეშ ატარებდნენ, ირწმუნებოდნენ, რომ ისინი სხვა შემთხვევებშიც არ ცდილობდნენ საკმარისად, საზიანო და მცდარი ინფორმაციის ამოძირკვას, როგორიცაა, ძალადობრივი ექსტრემიზმი, კიბერსტალკინგი და პოლიტიკური რეკლამა.

ორშაბათს,  Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook-სთვის ბევრად მარტივია „გაცილებით მკაცრი პოზიციის დაკავება“ ისეთ საკითხებში, როგორიცაა, გლობალური საგანგებო ვითარება ჯანდაცვის სფეროში.  ხოლო სუნდარ პიჩაიმ, Google-ისა და მისი მშობელი კომპანიის, Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორმა თანამშრომლებს შეატყობინა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტი იყო კომპანიისთვის, -იუწყება Bloomberg. ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენად შეძლებს კომპანიების აგრესიული მცდელობები კორონავირუსთან დაკავშირებული საზიანო ინფორმაციის გავრცელების შეჩერებას.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.