You can be on Entrepreneur’s cover!

ყველაფერი 1981 წლის 25 მარტს სოხუმში დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

ომი, სიღარიბე, სიბნელე, 1990-იანები... ამ პერიოდის საქართველო, ოკუპაცია და ბოლო დროის ყველა მნიშნელოვანი მოვლენა დემნა გვასალიამ შთაგონების წყაროდ აქცია. შემდეგ კასტინგი საქართველოში ჩაატარა, ქართველი მოდელები შეარჩია და ჩვენება საკუთარ სამშობლოს მიუძღვნა.

მას ყველა უსმენს, ყველა უყურებს. სხვა თუ არაფერი, Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორია. ექსცენტრულია. მოდა კი საშუალებაა, შეგრძნებები, მოგონებები ფორმებისა და ფერის ისეთ კონფიგურაციად აქციოს, რომ თავი დაგამახსოვროს, დაგაფიქროს. Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია დემნა გვასალიას განაცხადი იყო − "მე საქართველოდან ვარ". საქართველოდან, რომელსაც აფხაზეთი წაგლიჯეს. ქვეყნიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის ბატონობაში ათწლეულების განმავლობაში იმყოფებოდა და რომელმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაბრუნება სულ რამდენიმე წელია შეძლო.

"პირველად მომინდა ჩემი ამბის მოყოლა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს უფრო პირადი იქნებოდა. ყველა სილუეტი, პირველი look-იდან დაწყებული, ბოლო look-ით დამთავრებული, იყო პერსონაჟი, რომელიც ჩემთვის ვიღაც კონკრეტულს წარმოადგენდა", − ამბობს რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში დიზაინერი.

დემნა გვასალია სოხუმელია. აფხაზეთის დაკარგვის შედეგ, ოჯახთან ერთად, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. აქ ეკონომიკის სწავლას შეუდგა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადასახლდა და გააცნობიერა, რომ ეკონომისტის კარიერა მის შემოქმედებით ნიჭთან არანაირ კავშირში არ იყო. მალე ანტვერპენში, სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწორედ მაშინ დაიწყო სამოსის შექმნა და დღესდღეობით მის სახელს ისეთი დონის ბრენდებთან თანამშრომლობა უკავშირდება, როგორებიცაა Margiela, Louis Vuitton, Balenciaga.

Vetements დემნას და მისი მეგობრების მიერ შექმნილი ბრენდია. სულ რაღაც 3 სეზონი დასჭირდა, რომ ბრენდის შესახებ მთელ მსოფლიოს შეეტყო, მისი სამოსით კი საზოგადოებაში სელინ დიონი და კანიე ვესტი გამოჩენილიყვნენ. Vetements-ის წარმატების შემდეგ კი დემნამ შეთავაზება Balenciaga-ს მოდის სახლისგან მიიღო და ასე გახდა ახალგაზრდა, ქართველი დიზაინერი ბრენდის შემოქმედებითი დირექტორი.

აფხაზეთი, ომი, 1990-იანი წლები, შიში და სიბნელე... საქართველოში, დევნილობაში გამოცდილი სირთულეები დემნას შთაგონების წყაროა. "ამჯერად რას გვიმზადებს?" − ეს შეკითხვა, გვჯერა, მის ჩვენებაზე მისულ ნებისმიერ სტუმარს უტრიალებს თავში. ხან კროქსებს, ხან IKEA-ს რამდენიმედოლარიან ლურჯ ჩანთებს, ხანაც საბჭოურ სიმბოლიკას, საქართველოს დროშას, რელიგიურ სიმბოლოებს იყენებს. მისი ყოველი კოლექცია განაცხადია, რომელსაც მთელი მოდის სამყარო უსმენს, უყურებს და აფასებს.

ინსპირაცია

8 ბუნებრივი გზა გაბედნიერებისთვის

გამოიმუშავეთ ბედნიერების ჰორმონები!

როგორ დავიწყო ბიზნესი

Tripcars.com - 500 STARTUPS საქართველოში

საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას