📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისელების ჩართულობით, რეგიონებში 100 უფროსკლასელი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ლეპტოპებს მიიღებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, თიბისელების ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს ლეპტოპები დაურიგდება. პროგრამისთვის დამამთავრებელი კლასების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და არ აქვთ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, რის გამოც მათი სასწავლო პროცესი შეფერხდა. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვნად შეძლონ დისტანციურად სწავლა, პროექტის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე მათი ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადიც დაიფარება.

„არსებულ რეალობაში ციფრული განათლება ერთდრულად გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა ჩვენი მომავალი თაობისთვის. გვსურს, იმ უფროსკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც კომპიუტერულ ტექნიკასთან და ინტერნეტთან არ აქვთ წვდომა, გავუმარტივოთ ცხოვრება და საშუალება მივცეთ, სასწავლო პროცესში შეუფერხებლად და სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები. თიბისის ბევრი აქტივობა აქვს ამ მიმართულებით დაგეგმილი, რაც ადამიანებს შექმნილი ვითარების გადალახვაში დაეხმარება." - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მისი მიზანია ვირუსის შედეგებით დაზარალებული ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივება.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: სოციალური დახმარების ინიციატივები, სადაც აქცენტი დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე გაკეთდება; ასევე, თანხა ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლადაც გამოიყოფა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი