უფასო ონლაინ კურსი მეწარმეებისთვის

ონლაინ კურსი 2020 წლის 31 მარტს დაიწყება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინ კურსებს იწყებს, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, შექმნან თავიანთი ბიზნესის მხარდამჭერი ონლაინ პლატფორმები, გაეცნონ მათი მართვის ძირითად ფუნქციებსა და აუდიტორიასთან მუშაობის პრინციპებს. ასევე  გამოიყენონ Google სერვისები და თავიანთი პროდუქტი თუ მომსახურება განათავსონ ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმებზე.

GITA

ონლაინ კურსი 2020 წლის 31 მარტს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 14:00 საათზე.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე https://bit.ly/2WBGFdD ან გაწევრიანდეთ ფეისბუქ ჯგუფში https://www.facebook.com/groups/interneti/

პროექტი ხორციელდება  პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“  ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.