დანართი #2 - კიდევ ვის შეუძლია ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება?
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა იმ 67 მეწარმე სუბიექტის ჩამონათვალი, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

დღეს ვრცელდება დანართი #2, რაც აზუსტებს იმ კომპანიებს ვისაც შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება.
დანართი №2
სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება |
შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის) |
სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის) |
სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის) |
საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის) |
თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა) |
სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის) |
სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები |
სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია |
პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება |
ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა |
სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები |
საფოსტო და საკურიერო მომსახურება |
საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა) |
ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები |
IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად) |
საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად) |
სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად) |
ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები |
სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად) |
სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად) |
საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად) |
არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად) |
იურიდიული მომსახურება (დისტანციურად) |
შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია |
დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები |
სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება |
24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები) |
არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად) |
ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა) |
ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად) |
ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად) |
დანართი №3
ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში
1. სამაცივრე მეურნეობები;
2. საბაჟო საწყობები;
3. ცხოველთა სასაკლაოები;
4. სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
5. სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები;
6. სასათბურე მეურნეობები;
7. საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.