📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნესი VS კორონავირუსი ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნინო ენუქიძე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი

16 მარტიდან BTU სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ონლაინ ისწავლება ყველა პროგრამის უკლებლივ ყველა საგანი. არ შეცვლილა არც ცხრილი, არც აკადემიური კალენდარი, სწავლება მიმდინარეობს ვებინარის − სრულად გაციფრულებული სასწავლო მასალების და სტუდენტებთან ინდივიდუალური კონსულტაციების ფორმატში.

ამ ფორმატზე გადასვლამდე, არაერთი ტრენინგი ჩავუტარეთ როგორც აკადემიურ პერსონალს, ისე ადმინისტრაციულს. ვტესტავდით სტუდენტების დემოჯგუფებთან და ა.შ.

დისტანციურად მიმდინარეობს ექსტრაკურიკულური აქტივობებიც. სტუდენტურმა ცხოვრებამ ფაქტობრივად უცვლელი სახით გადაინაცვლა ონლაინპლატფორმებზე.

სწავლების გარდა, უნივერსიტეტის ყველა დეპარტამენტი სტუდენტებს სთავაზობს დისტანციურ სერვისებს. მათ შორის, კარიერული ცენტრის მიერ მუშავდება ონლაინდასაქმების ფორუმი – დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციებისთვის. აქტიურად მუშაობს მეწარმეობის ცენტრი – ტარდება ციფრული სტარტაპ-ბუთქემფი, მეწარმეთა კონკურსები და ა.შ.

GITA-სთან ერთად ავამოქმედეთ პირველი დისტანციური სტარტაპსესიები მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, სადაც ლექციებს ატარებენ წარმატებული სტარტაპები, ავატარის ლექციები − ხელოვნური ინტელექტის პლატფორმით. მომზადდა შესაბამისი რიდერები და რაც მთავარია, წვდომა გავუხსენით ნებისმიერ მსურველს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტმა გააგრძელოს არა მხოლოდ სწავლა, არამედ იმ პროექტებში მონაწილეობა, რომლითაც კარიერულად ვითარდება და რომელიც გამოგვარჩევს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან. განათლების სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი, საკანონმდებლო ბაზამ და შესაბამისმა მარეგულირებელმა ჩანაწერებმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა შეზღუდოს საგანმანათლებლო დაწესებულებები; მოახდინონ სწორი, ეფექტური რეაგირება მსგავს სიტუაციებში.

კვლევების თანახმად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ელექტრონული სწავლების გლობალური ბაზარი 100 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. მხოლოდ ეს პროგნოზიც კი საკმარისია, რომ დავფიქრდეთ, რამდენად პასუხობს ქართული საგანმანათლებლო სისტემა ამ ტენდენციას და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ინდუსტრიის მზარდ მოთხოვნას.

მჯერა, რომ მალე გადაივლის ახალი კორონავირუსის პანდემია და მსოფლიო ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. სწორედ ამ დროს უნდა გავაანალიზოთ, რა შესაძლებლობები მოგვცა კრიზისთან გამკლავებისთვის ტექნოლოგიებმა და როგორ შეუძლია განათლების სისტემას ინოვაციების გამოყენება არა მარტო კრიზისულ, არამედ მშვიდობიან პერიოდშიც.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი