You can be on Entrepreneur’s cover!

კორონავირუსზე რეაგირების 7 გზა კომპანიებისთვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - McKinsey კვლევას აქვეყნებს!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Daily Mail

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა COVID-19 პანდემიად. მას შემდეგ ვირუსი ელვისებური სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში და დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

კორონოვირუსის აფეთქება ადამიანური ტრაგედიების ნამდვილი ისტორიაა. მაგრამ იგი ამასთან, დიდ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, ამ დანაკარგების ნამდვილი მასშტაბები კი, მხოლოდ ახლა იწყებს გამოვლენას.

ვირუსი სხვადასხვა სიჩქარით ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნებში, ამასთან, როგორც ჩანს, თითეულმა მათგანმა დაავადების განვითარების ერთი და იგივე ფაზები უნდა გაიაროს. მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები იძულებულნი არიან სწრაფად და გაბედულად იმოქმედონ დაუცველი მოქალაქეების დასაცავად და იმაზეც იზრუნონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს მათი ქვეყნების ეკონომიკას.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, McKinsey-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევაში ზოგადად მიმოხილულია დაავადების აფეთქების ყველა პერსპექტივა და ისიც, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ნებისმიერი ფორმისა და ზომის კომპანიებმა, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზიანისგან დაიცვან თავი.

ქვემოთ 7 ნაბიჯია, რომელსაც ამ კვლევის ავტორები გვთავაზობენ:

1. დაიცავით თქვენი თანამშრომლები

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები ხშირად ანახლებენ თავიანთ რეკომენდაციებს. კომპანიებმა თვალი უნდა მიადევნონ იმას, რომ ამ რეკომენდაციებს ყველა იცავდეს და პერსონალს სრული ინფორმაცია ჰქონდეს მათ შესახებ. კარგი იდეაა აგრეთვე, კონტაქტების შეზღუდვა და გადაადგილებაზე უარის თქმა, თუ ეს აუცილებლობით არ არის გამოწვეული.

2. რეაგირების მრავალფუნქციური ჯგუფის შექმნა

კომპანიებმა უნდა შექმნან სპეციალური გუნდი, იმ მარტივი, მაგრამ კარგად მართვადი პროცესების გასააქტიურებლად, რომლებიც კოლეგებისა და მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამ გუნდს აღმასრულებელი დირექტორი ან ვინმე ანალოგიური დონის ხელმძღვანელი უნდა ჩაუდგეს სათავეში. გუნდის ყურადღება ხუთი სხვადასხვა მიმართულების სამუშაოებზე უნდა იყოს მიმართული.

  • პერსონალის მართვა და მისი კეთილდღეობა
  • ფინანსური სტრესის ტესტირება და მოქმედების გეგმის შედგენა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში
  • მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგი
  • მარკეტინგი და გაყიდვები
  • ნებისმიერი სხვა ამოცანები

თითეული ამოცანის შესასრულებლად კონკრეტული გეგმები უნდა იყოს დასახული 48 საათიანი და ყოველკვირეული მოძრავი გრაფიკით. უნდა შეიქმნას მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტები, თავისი მოვლენათა კალენდრებით და უმთავრესი ეტაპებით, რომლებიც ყოველთვის ექვსი კვირით გაუსწრებს მოვლენებს.

3. ტესტი სტრესზე, ლიკვიდურობის უზრუნველყოფა და მოქმედების გეგმის შედგენა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში

სცენარების განსაზღვრა შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ კომპანიებს ეძლევათ რეკომენდაცია, დაადგინონ თუ რა მოახდენს გავლენას მათ შემოსავლებსა და ხარჯებზე. ეს ფაქტორები შემდეგ შესაძლოა გარკვეული სცენარების დამუშავებისას იყოს გამოყენებული, რომ ფულადი ნაკადების, მოგება და ზარალის, და საბალანსო ანგარიშის მოდელირება გახდეს შესაძლებელი.

შემდეგ ეტაპზე, მოქმედების გეგმები უნდა დაისახოს, რომლებიც გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში შესრულდება, როგორებიცა პორტფოლიოს ოპტიმიზაცია აქტივების ამოღებით, ხარჯების შემცირებით და ა.შ.

4. მიწოდების ჯაჭვების სტაბილიზაცია

უნდა დადგინდეს გეოგრაფიული რაიონები, სადაც განსაკუთრებით აქტიურად გადავიდნენ საზოგადოებები, და მიმწოდებლების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს და პროდუქციის მარაგების დონეებისაც. მიწოდების ჯაჭვის დაუყოვნებელი სტაბილიზაციისთვის, კომპანიებმა მთელი ყურადღება უნდა მიაქციონ სარკინიგზო და საჰაერო სატვირთი სიმძლავრეების წინასწარ დაჯავშნას და გაყიდვების შემდეგ დარჩენილი მარაგების გამოყენებას.

გრძელვადიანი სტაბილიზაციისთვის კი, კომპანიებმა მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით უნდა დაგეგმონ მიწოდება და გაცილებით სტაბილური გახადონ თავიანთი მიწოდების ჯაჭვი.

5. „ახლოს" იყავით კლიენტებთან

კომპანიებმა შეთანხმებული ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ მოკლევადიან პერიოდში კლიენტებიც ჩართონ საქმიანობაში და მათ მშვიდადაც აგრძნობინონ თავი. ახლანდელი კლიენტების სტიმულირებაში მარაგების დაგეგმვა, ფასდაკლებები და სპეციალური წინადადებები დაგეხმარებათ. კომპანიის გრძელვადიანი სტაბილობის უზრუნველსაყოფად კი, ბაზრების სხვა სეგმენტების შეფასება და მათზე ორიენტირება იქნება საჭიროა, ასევე ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა.

6. „მაგიდის გარშემო" შეკრება და დაგეგმვა

კვლევაში ასევე რეკომენდებულია, რეაგირების ჯგუფის რეგულარულად შეკრება „მაგიდის გარშემო" სხვადასხვა სცენარების განსახილველად. მოვლენების განვითარების თითეული სცენარისთვის სხვადასხვა პროტოკოლები მოამზადეთ, ყოველი ნაბიჯი განსაზღვრეთ. გარდა ამისა, ის ადამიანებიც უნდა დაასახელოთ, რომლებიც გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ისინიც, რომლებიც სამუშაო ძალას უხელმძღვანელებენ.

7. მიზნის დემონსტრირება

ნებისმიერი ფორმისა და ზომის კომპანია უნდა ცდილობდეს ვირუსის შეკავების მცდელობებს შეუწყოს ხელი, სადაც კი შესაძლებელია. ამ მიზნის დემონსტრირება დადებით ზეგავლენას მოახდენს კოლეგებზე, კლიენტებსა და მთელ ბიზნეს საზოგადოებაზე.