You can be on Entrepreneur’s cover!

ტექნოლოგიები ვირუსის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს 20 000 ლარი გადაეცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

Covid 19 - ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია. 20 000 ლარი პროექტის განხორციელებისათვის გრანტის სახით Edison Tech-ს გადაეცა. პროექტის მიზანია, შეიქმნას პორტატული სასუნთქი აპარატი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც კრიტიკულ სიტუაციაში, ასევე სახლის პირობებში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აპარატი გამოყენებადია ყველა ასაკის ადამიანისათვის. შესაბამისად, Edison Tech-ის დახმარებით საქართველოს ექნება დამატებითი შესაძლებლობა გაუმკლავდეს მსოფლიო გამოწვევას და საჭიროების შემთხვევაში სასუნთქი აპარატების კრიზისის აღმოფხრას ქვეყანაში.

გამარჯვებული გუნდის გარდა ონლაინ ჰაკათონის კიდევ ორ გუნდს საკუთარი იდეის განხორციელებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერას უცხადებს. ეს გუნდებია:

  • MIZ-MASK -მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღაბი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში არეგულირებს ჰაერის ნაკადს მათთვის, ვისაც სუნთქვის უკმარისობა აწუხებს. ნიღბის გარე განათების მეშვეობით კი ხდება დამატებით სხვა ნივთების სტერილიზაცია.
  • Kvalifika - კომპანია ,,VOBI"-ს და ,,JSC Identity and Trust Solutions" - ის ერთობლივი გუნდი ეხმარება კომპანიებს, მიმდინარე კრიზისული პერიოდის პირობებში, წარმატებულად განაგრძონ ოპერირება და დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნები. გარდა ამისა, პროექტი კომპანიებს აძლევს საშუალებას, თავიდან აიცილონ თაღლითობის შემთხვევები და სრულად გადავიდნენ ონლაინ ოპერაციებზე. შეთავაზება მოიცავს ISO სტანდარტით სერტიფიცირებული სისტემის მეშვეობით სახის ბიომეტრიის დამუშავებასა და ინდივიდების ამოცნობას, რეგულატორის მოთხოვნების შესაბამისად კლიენტების იდენტიფიკაციასა და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ვერიფიკაციას. დეტალური ინფორმაცია - kvalifika.com

ონლაინ ჰაკათონი, რომელიც GITA-მ და სარეკლამო კომპანია ,,რედბერმა" წარმოადგინა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წლის 24 მარტს გახსნა. ჰაკათონის მიზანი იყო, მსოფლიო გამოწვევების საპასუხოდ შექმნილიყო ისეთი პროდუქტები ან მომსახურება, რომლებიც ეფექტურად დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლაში. შემოსული 350-მდე აპლიკაციიდან, სამდღიან მარათონში სულ 28 გუნდი და 5 ფიზიკური პირი მონაწილეობდა, 72 საათის განმავლობაში მენტორების დახმარებით ისინი მუშაობდნენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: მედიცინა, საცალო ვაჭრობა, სურსათით მომარაგება, დისტანციური განათლება, დაავადების გავრცელება/მონიტორინგი და სხვა. მუშაობის პროცესში ონლაინ ჰაკათონის მონაწილეები ინდივიდუალურ კონსულტაციებს გადიოდნენ სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულ მენტორებთან.

ჰაკათონის მენტორები:

  • ანა კასრაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი
  • გაგა დარსალია - აღმასრულებელი დირექტორი, რედბერი
  • გიგა ქერქაძე - ბიზნეს პროცესების ხელმძღვანელი, GLOVO
  • გიორგი კობიაშვილი - ციფრული პროდუქტების დირექტორი, რედბერი
  • გიორგი ხუბუა - Entrepreneur
  • თაკო კერესელიძე - Product owner, აჭარაბეთი
  • იმედა აივაზაშვილი - CTO, რედბერი
  • ლევან ცინაძე - თანადამფუძნებელი და ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელი, Maxin AI
  • მამუკა აფაქიძე - GITA ფაბლაბის Hardware ექსპერტი
  • მირანდა მანჯგალაძე - სპარ საქართველოს მმართველი დირექტორი, რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე
  • ნანა დიხამინჯია - ილიას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით
  • ნიკოლოს დობორჯგინიძე - საქართველოს განათლების სამინისტროს ICT ექსპერტი
  • სოფო გასიტაშვილი - Redmed- ის დირექტორი
  • ქეთი გოგინაშვილი - უფროსი UI/UX დიზაინერი, რედბერი
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"