You can be on Entrepreneur’s cover!

ელექტრონული კომერციის ხმა ეკონომიკის სამინისტროს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბოლო დღეებში არაერთი კითხვა გაისმა საგანგებო რემდგომარეობის პირობებში, ონლაინგაყიდვების რეგულირებასთან დაკავშირებით. Entrepreneur-ის მკითხველიც მუდმივად ინტერესდება სიახლეებით ამ მიმართულებით, განუწყვეტლივ ვიღებთ კითხვებს ამ საკითხით დაინტერესებული ქართველი მეწარმეებისგან. რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ სტატია სადაც გამოვთქვით მზადყოფნა, მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში. ამ მიმართულებას ვაგრძელებთ და მოხარული ვიქნებით თუ ჩვენი სამმხრივი მცდელობით პროცესი მაქსიმალურად დარეგულირდება.

ბიზნესის მხრიდან დიდია ონლაინგაყიდვების უსაფრთხოების დაცვით გაგრძელების სურვილი, რის ერთ-ერთ ნათელ მაგალითზეც ქვემოთ მოგიყვებით.

საფოსტო/საკურიერო კომპანია "ონვეის" დამფუძნებლისა და დირექტორის თამარ გოგოლაშვილის ინიციატივით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სოციალურ ქსელში, სადაც გაერთიანებულები არიან ინტერნეტ მაღაზიების დამფუძნებლები, მომხმარებლები და ელექტრონული კომერციით დაინტერესებული ადამიანები. მათი კოორდინაციით ვრცელდება განცხადება რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში მადლობას გიხდით Covid19-ის წინააღმდეგ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებებისთვის. ინტერნეტ მაღაზიები და საფოსტო კომპანიები ვაცნობიერებთ ჩვენს როლს ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ნაწილში და გარდა ამისა, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში.

ჩართულები ვართ აღნიშნული მდგომარეობის განხილვასა და გაუმჯობესებაში და გვაქვს აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან.

Ჩვენს მთავარ პრობლემას ამ ეტაპისთვის წარმოადგენს ის გაურკვევლობა, რომლის ფარგლებშიც გვიწევს ყოფნა. Მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა სარეგისტრაციო ბმული არსებული ონლაინ მაღაზიების შესამოწმებლად, ამ პროცესს მინიმუმ 5 სამუშაო დღე ესაჭიროება განსახილველად, ხოლო მოთხოვნის სიდიდიდან გამომდინარე, ეს ვადები კიდევ უფრო გახანგრძლივდება, რაც დააზარალებს მცირე და საშუალო ბიზნესებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში თვითდასაქმებულია. გარდა ამისა, შეამცირებს სახელმწიფოს შემოსავლებს, რომელიც ახლა განსაკუთრებით სჭირდება ქვეყანას ამ კომპანიების მიერ გენერირებული დღგ-ს სახით.

სრულად ვიაზრებთ, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა, გაურკვევლობაში ვართ იმ ფაქტით, რომ საფოსტო კომპანიებს საქმიანობა არ ეზღუდებათ არცერთ კატეგორიაზე, მაგრამ ონლაინ მაღაზიებისთვის შეზღუდულია გარკვეული კატეგორიის პროდუქციის ონლაინ გაყიდვა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იმავე პროცედურებს გაივლიდნენ და იმავე სტანდარტებს დაიცავდნენ, რასაც მაგალითად კანონით დადგენილი და დაშვებული კატეგორიები.

განვიხილოთ ერთი მაგალითი: დადგენილების თანახმად, ონლაინ მაღაზიებს აქვთ უფლება გაყიდონ სატელეკომუნიკაციო ტექნიკა, რომელიც იმავე პროცედურას გადის ონლაინ მაღაზიის საწყობში, რასაც მაგალითად საბავშვო სავარძელი გაივლიდა, თუმცა ამ უკანასკნელის გაყიდვა ამ ეტაპისთვის არ არის ნებართული მთავრობის 181-ე დადგენილების დანართი #2-ით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს დაბადებული ბავშვის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი და კანონმდებლობით დადგენილი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის - ბავშვის სკამის შეძენას მომხმარებელი ფიზიკურად ვერსად შეძლებს.

გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ უამრავი მცირე ბიზნესი არის შემოსავლის გარეშე დარჩენილი, საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიძლება დარჩეს უმუშევარი. ისინი ელოდებიან თქვენს დროულ გადაწყვეტილებებს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ახლა მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ უცხოური ვებ-გვერდებიდან, როგორიცაა: Amazon, Ebay, Alibaba და არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ პროდუქცია ქართული ინტერნეტ მაღაზიიდან. შესაბამისად კიდევ უფრო მეტი ფულადი სახსრები გაედინება ჩვენი ქვეყნიდან, მაშინ, როდესაც შეგვიძლია ჩვენი დანაზოგით ჩვენივე ეკონომიკა გავაძლიეროთ.

ასევე გასათვალისწინებელია იმ ქვეყნების პრაქტიკაც, რომლებიც ჩვენსავით წარმატებით ახერხებენ ვირუსთან გამკლავებას. მათ არ აუკრძალავთ ონლაინ ვაჭრობა, რადგან ეს ხელს უწყობს ადამიანს #დარჩესსახლში და მოახდინოს სოციალური დისტანცირება.

Ჩვენი მოთხოვნა ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, რომ მივაწვდინოთ ბიზნესის ხმა ეკონომიკის სამინისტროს. ვთხოვთ მათ დაგვითმონ დრო და შეგვხვდნენ იქომერს სფეროს წარმომადგენლებს, ისევე, როგორც შეხვდნენ სხვადასხვა სტრატეგიული სფეროს პასუხისმგებელ პირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ კომერცია დღეისთვის არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დარგი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად, უნდა მოხდეს დაუყონებლივი რეაგირება და ერთობლივი, სწორი გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების შემუშავება.

ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში ძალისხმევას არ ვიშურებდით ხმა მიგვეწვდინა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან, ჯგუფის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გადავწყვიტეთ შევქმნათ ელექტრონული კომერციის ასოციაცია, რათა სხვა დროს უფრო სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, დაგვითმოთ დრო და გაესაუბროთ ელექტრონული კომერციის სფეროს წარმომადგენლებს."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"