''ფინანსური მრჩეველი'' - პროექტი, რომელიც თქვენი რესურსების ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

საგანმანათლებლო პროექტ „ფინანსური მრჩეველის" მიზანია, ადამიანებს შესძინოს ის ფინანსური ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ პირადი ფინანსების მართვისას სწორად და ეფექტურად გამოიყენონ არსებული ფინანსური ინსტრუმენტები. კომპანიის საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი, ეთერ ჩაჩიბაია ENTREPRENEUR-ს ესაუბრა, თუ როგორ გაჩნდა იდეა, რა პროექტები განახორციელეს და რას გეგმავენ მომავალში.

მოგვიყევით „ფინანსური მრჩეველის" შესახებ − როგორ გაჩნდა იდეა? რატომ და როდის გადაწყვიტეთ პროექტის დაწყება?

დღესდღეობით, მოსახლეობის ფინანსური განათლების თემა ძალიან აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ფინანსური ინსტიტუტები ყოველდღიურად ახალ და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობენ თავიანთ მომხმარებელს, ხოლო რიგით ადამიანს სჭირდება გარკვეული ცოდნა და გამოცდილება შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურებების კომპეტენტურად გააზრებისთვის, დამოუკიდებელი და საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.

ხშირად ახალგაზრდები ვერ განკარგავენ თავიანთ ფინანსებს რაციონალურად, შედეგად ვერ გეგმავენ საკუთარ ცხოვრებისეულ ციკლს და ფინანსურ მომავალს. მათ ფაქტობრივად, არ აქვთ დანაზოგი, არ გააჩნიათ ფინანსური მიზნები და ცხოვრობენ მხოლოდ დღევანდელი დღით. ამასთან ერთად, არსებობენ სხვადასხვა ფინანსური თაღლითობის სქემით დაზარალებული ადამიანებიც.

აღსანიშნავია, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოა შექმნილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდია წარუმატებელი სტარტაპების რიცხვი. ვერ ვითარდებიან მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდნენ.

პრობლემებია სოფელშიც − ფერმერებს არ ჰყოფნით სამეწარმეო გამოცდილება და უნარები თავიანთი მეურნეობის გასავითარებლად.

მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასტურად, რომ საზოგადოებაში არსებული ცოდნა საკმარისი არ არის. ამიტომ დღეს ჩვენ ვხედავთ საკუთარ მისიას იმაში, რომ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვთ. „ფინანსური მრჩეველის" იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა.

რას სთავაზობს თქვენი კომპანია დაინტერესებულ პირებს? ვისთვისაა პროექტი განკუთვნილი?

„ფინანსური მრჩეველის" პროექტის ფარგლებში, კომპანია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საკუთარი რესურსების გაზიარებას. ყველა დამწყებ მეწარმეს შეუძლია უფასო ინდივიდუალური კონსულტაციების მიღება ფინანსების, ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ინიციატივის განხორციელებას, რომელიც გათვლილია პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, დამწყები მეწარმეებისა და მცირე მეწარმეობით დაკავებული პირებისთვის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის (დევნილები, მარტოხელა დედები და ა.შ.), ადამიანებისთვის, რომლებიც ფინანსური განათლების არქონის გამო, სირთულეებს განიცდიან საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით. „ფინანსური მრჩეველის" პროექტის მიზანი სწორედ ისაა, რომ ასეთ პირებს ის ცოდნა და ინფორმაცია გავუზიაროთ, რომელიც მათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

აქამდე რომელი პროექტები განახორციელეთ?

პროექტის ფარგლებში, 2019 წელს განვახორციელეთ რამდენიმე საინტერესო აქტივობა და ღონისძიება.

„ფინანსური მრჩეველი" ჩაერთო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ფულის გლობალურ კვირეულში და გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში (საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლა) შემეცნებითი ღონისძიებები ჩაატარა.

„ფინანსურმა მრჩეველმა" მხარი დაუჭირა Employment and Entrepreneurship Shuttles პროექტს და რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაგეგმა. მარნეულის მეწარმეობისა და დასაქმების პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, ხოლო შაუმიანის, სენაკის, ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მეწარმეობის პროგრამის მონაწილეებს შევთავაზეთ ტრენინგი თემაზე: „ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება".

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომსახურე ადამიანების მხარდაჭერა. „ფინანსური მრჩეველი" გამოეხმაურა 2019 წლის 20-21 ივნისის შედეგად განვითარებულ მოვლენებს და უფასო მასტერკლასები შესთავაზა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ფინანსებისა და ბიზნესის საკითხებთან ერთად, მონაწილეებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება ინტერნეტრეკლამასა და მომსახურების ხარისხის მართვაზე.

„ფინანსურმა მრჩეველმა" მხარდაჭერა გამოუცხადა ფონდ „ტასოს" პროექტს − „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის", და შეხვდა წალენჯიხის რაიონის სოფლებში − ჯგალსა და მუჟავაში მცხოვრებ ქალებს. შეხვედრის მიზანი იყო, მოახლოებული საგრანტო კონკურსისთვის მზადება. პროექტის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „როგორ მოვამზადოთ ბიზნესგეგმა".

„ფინანსური მრჩეველი" აწარმოებს ბლოგს და აზიარებს სასარგებლო რჩევებს ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით. პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ვებგვერდზე: mrcheveli.com.ge და Facebook-ზე: https://www.facebook. com/financialadvisermbc/

რა გავლენას ახდენს თქვენი პროექტები საზოგადოებაზე?

„ფინანსური მრჩეველი" „ემბისის" ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტია. მისი შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

2019 წელს პროექტის ფარგლებში უფასო ფინანსური კონსულტაცია მიიღო 100- მდე დაინტერესებულმა პირმა, ტრენინგი გაიარა და გადამზადდა 150-მდე ადამიანი, ხოლო „ფულის გლობალურმა კვირეულმა" მოიცვა 105 ბენეფიციარი.

ფინანსური ქცევის კულტურის ფორმირება, ფინანსური ცოდნის სფეროში ახალი ცოდნისა და უნარ- ჩვევების ჩამოყალიბების, ფინანსური ცოდნის მნიშვნელობისა და პრაქტიკული სარგებლის გაცნობიერება, წარმოადგენს პროექტის მისიას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტის რეალიზებით შეგვიძლია საზოგადოებაზე დადებითი ზეგავლის მოხდენა.

სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული ადამიანისთვის, ასევე ქვეყნის ფინანსური სექტორისა და ეკონომიკის განვითარებისათვის.

სამომავლოდ განვითარებას რა კუთხით გეგმავთ?

როგორც აღვნიშნე, „ფინანსური მრჩევლის" პროექტის შემდგომი განვითარება კომპანიის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. პროექტის განხორციელებისთვის გამოიყო მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსი, ამიტომ 2020 წელს ვიქნებით განსაკუთრებით აქტიურები.

დაგეგმილი გვაქვს საგანმანათლებლო ღონისძიებები: სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის ჩავატარებთ ონლაინკონკურსებს, მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით; საინტერესო პროგრამები გვაქვს დამწყები და მცირე მეწარმეებისთვის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო მასალები ეფუძნება ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, გამოყოფილია კომერციული ინტერესებისგან და მარკეტინგული საქმიანობისგან, რადგან კარგად გვესმის, რომ ფინანსური წიგნიერების შესწავლა არ უნდა ხდებოდეს ცალკეული ფინანსური პროდუქტების თუ ინსტრუმენტების რეკლამირებისა და პროპაგანდის გზით.

ჩვენ ღია ვართ კომუნიკაციისთვის − ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება მოგვწეროს ონლაინ და მიიღოს ფინანსური კონსულტაცია მისთვის საინტერესო თემაზე.

ასევე, სოციალური მედიის არხების საშუალებით, მუდმივად გავავრცელებთ ინფორმაციას დაგეგმილი ტრენინგების, მასტერკლასების თუ ვორქშოფების ჩატარების შესახებ.

ფინანსური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის და მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვისაც. თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სხვა ინიციატივებშიც. 2019 წლიდან „ემბისი" გახდა პრო ბონო საქართველოს და გლობალური შეთანხმების ქსელ Global Compact-ის წევრი, SMART Campaign-ისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი. MBC-ის თანამშრომლები ატარებენ ტრენინგებს მოწყვლადი ადგილობრივი მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირების ეკონომიკური ჩართულობის გაზრდის, მათი უნარჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. „ემბისის" მენეჯმენტი ორიენტირებულია, მაქსიმალური სტიმულირება გაუწიოს კორპორაციულ მოხალისეობას და აქტიურად ახორციელებს თანამშრომელთა დროისა და ინტელექტუალური რესურსების ინვესტირებას პრო ბონო სერვისების მიწოდებაში.

კომპანია არსებობის დღიდან მუდმივად ახორციელებს პრობლემების იდენტიფიცირებას, რომელიც მომხმარებლებსა და მეწარმეებს აქვთ, და ხელს უშლით თავიანთი ბიზნესისა თუ ფინანსების სწორად მართვაში. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ფინანსურ სფეროში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ დაინტერესებულ მეწარმეებსა და სხვა ჯგუფებს, მივაწოდოთ საკუთარი რესურსები − გამოცდილება, ცოდნა, ექსპერტიზა, ფინანსური თუ ადამიანური რესურსი, და დავეხმაროთ მათ მიზნების მიღწევაში.

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ლიდერობა 4.0 ანუ რა კომპეტენცია გამოარჩევს მომავლის ლიდერებს

"იყო მოტივირებული და ცნობისმოყვარე, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე იყო ჭკვიანი".- ჯეიმს ქლეარი