📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რწყილი და ჭიანჭველა ანუ როგორ აღმოვაჩინოთ ანტრეპრენერი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

იყო ერთი კაცი, რომელსაც სურდა არ დაეტოვებინა გადაუკეთებელი არცერთი ზღაპარი.

და იყო ერთი ზღაპარი, რომლის გადაკეთებაც არავის სურდა.

ეს იყო ზღაპარი მეგობრობაზე!

ერთხელ ანტრეპრენერი და მისი ძმობილი მდინარეს მიადგნენ. ანტრეპრენერმა უთხრა თავის ძმობილს: მე გადავცურავ და შენ რას იზამო? მეც გადმოვცურავო, − მიუგო ძმობილმა, მაგრამ ვერ გაუმკლავდა მდინარეს. ანტრეპრენერმა გადაწყვიტა შეექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მის ძმობილს გასაჭირიდან დაიხსნიდა და მიადგა ნედლეულის მწარმოებელს, მაგრამ რადგან საწყისი კაპიტალი არ ჰქონდა, ვერ მოახერხა მისი შეძენა. ამიტომ იგი ინვესტორს ეწვია, რომელიც გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ დათანხმდა, მხარი დაეჭირა მისი იდეისთვის. ანტრეპრენერმა მის ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით შეძლო შეექმნა მინიმალური ღირებულების პროდუქტი (MVP), რომლის მეშვეობითაც მან მოიპოვა პირველადი ინვესტიცია. ამრიგად, შექმნა სასარგებლო პროდუქტი და ანტრეპრენერის ძმობილი მისი პირველი მომხმარებელი გახდა.

ასე გახდა რწყილი ანტრეპრენერი, ძველი ქართული ხალხური ზღაპარი კი ახალი შთაგონების წყარო: არ დავტოვოთ აღმოუჩენელი არცერთი ანტრეპრენერი!

დამიანი ათებული აომური ენეგიით, რომლიც აირებს, ომ შცვალოს მილიოების ცხოვრბა ეთი ცხოვრებთ.

რწყილმა თოკით ერთი ჭიანჭველას ცხოვრება იხსნა, თოკმა კი ბევრის.

ამ ზღაპარში მთავარი მეგობრობაა. ამიტომ ვუვლით გვერდს იმაზე ფიქრს, თუ რატომ არ ეხმარება რწყილს უსასყიდლოდ არავინ (ეს ხომ ძალიან არაზღაპრულია) ან რატომ უცვლის კრუხი ფეტვში წიწილას (რომელი დედა იქცევა ასე). ეს უბრალოდ დაბრკოლებაა, რომელიც რწყილმა უნდა გადალახოს. და რაც უფრო მეტია იგი, მით მეტია თავგანწირვის ფასი. ზუსტად ისე, როგორც ანტრეპრენერულ ცხოვრებაში.

შეავსე ზღაპრულად, აღმოაჩინე ანტრეპრენერი ყველგან (სადაც აქამდე არ გიძებნია) და მითხარი, რომელია შენი საყვარელი ზღაპარი?

ზღაპრები ხომ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან