You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ ვმართოთ შიში? სიმშვიდე აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნოს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ფსიქოლოგები აქტიურად მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რა იწვევს შიშს ყველაზე მეტად. აღმოჩნდა, რომ უამრავ შიშს შორის სიკვდილის შიში წამყვანია. ადამიანში შიში, ყოველთვის ერთ დონეზე და ერთი სახით წარმოდგენილი არ ყოფილა. აი, იმ კატეგორიის შიში კი, რომელსაც ახლა ადამიანი განიცდის, კიდევ ახალია. ისეთივე განვითარებულია, როგორც ის ვირუსი, რომლისაც ასე ეშინია მსოფლიოს და მთელი ძალისხმევით ცდილობს მასთან გამკლავებას.

აქვს თუ არა ადამიანს უნარი, დაძლიოს შიში დამოუკიდებლად, და რა ეხმარება მას ამაში?

ის რომ გვეშინია, ეს სრულიად ნორმალურია.

არსებობს „ოქროს ძაფი", რომელზეც დევს სიფრთხილის შეგრძნება და რომლის დაცვაც შესაძლებელია. ადამიანს აქვს უნარი, რომ შიში სიფრთხილით შეცვალოს. ეს მას ეხმარება, იყოს ფხიზლად და უფრო დაცულად. შიშის შემთხვევაში, ადამიანი დაუცველია შინაგანი იმუნური სისტემისგანაც კი, რადგან შიში დიდი დარტყმაა და ამ დარტყმას ეს სისტემა ხშირად ვერ უძლებს. ადამიანი შიგნიდან ავადდება. შეშინებული ცხოველი გაცილებით იოლი სამართავია. შეშინებული არსება პატარავდება და მისი მორევა ბევრად მარტივია.

მოცემულობა ასეთია: გვეშინია უხილავი ბაქტერიის.

რას ვაკეთებთ?

ვარიანტი პირველი: ვეძებთ კიდევ უფრო მეტ დამადასტურებელ თეორიას, რომ გავამართლოთ ჩვენი შიში. ამ ახალ ინფორმაციებს უხვად ვუშვებთ გონებაში და პანიკაც მოდის.

ვარიანტი მეორე: ვაიძულებთ თავს, მოვძებნოთ დამადასტურებელი თეორიები, რის გამო შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, მაგრამ ამავდროულად, ფრთხილად.

სიმშვიდე სულაც არ უშლის ხელს ადამიანს, ფრთხილად მოიქცეს.

ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ პანიკა არის უსაფრთხოების გარანტი.

საყურადღებოა საკითხი, რომ სტრესი და პანიკა გადამდებია. ჩვენ არ ვართ მარტო. სხვა ადამიანების წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობები გვაქვს, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ სხვებზეც. დადგენილია, რომ ადამიანი სხვაზე ზრუნვის დროს გაცემულ ენერგიას ათმაგად იბრუნებს და უმჯობესი იქნება, თუ ამ ენერგიას სიმშვიდე და იმედი ერქმევა.

ეცადეთ სხვას მისცეთ იმედი, რომ თავად იყოთ იმედიანად. სიმშვიდე ხსნის თვალსაწიერს, აფართოებს ხედვის არეალს და ადამიანს მეტ უნარს სძენს, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, იყოს პროდუქტიული.

დღეს ფსიქოლოგები აქტიურად მუშაობენ, რომ ადამიანებმა შევძლოთ საკუთარ თავში იმ ძალის პოვნა, რაც ერთი შეხედვით დაკარგულია.

სიამოვნებით მინდა გითხრათ, რომ სინამდვილეში ადამიანი ძალას არასდროს კარგავს. ის საკუთარი მუდმივას მატარებელია, თუმცა გარემოს ნეგატიური ზემოქმედების დროს, ზოგჯერ მისი მართვის უნარი გარკვეულწილად უსუსტდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ ადამიანმა უნდა შეიცნოს საკუთარი „მე" და ამაში, უპირველესად, შესაძლებლობები იგულისხმება.

არსებობს არაერთი სასიამოვნო საქმიანობა, რისი გაკეთებაც ადამიანს კარანტინის პირობებში შეუძლია. მათ შორისაა წაუკითხავი წიგნების წაკითხვა, ძველი მოგონებების გადახალისება, სახლის საფუძვლიანად დალაგება, ძერწვა ან ქსოვა, იმუნური სისტემისთვის მეტი ყურადღების დათმობა, დღიურების წერა, აივნების გამწვანება, თუნდაც ახალი სიმღერების აღმოჩენა, სტილის შეცვლა, სახლის დეკორაციის შეცვლა ან რემონტის დაწყება, მანქანის ან ველოსიპედის შეკეთება, გარდერობის გადახარისხება, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, საყვარელი პროექტის დასრულება, ოჯახის წევრებთან დარეკვა და მათთან დარღვეული კომუნიკაციის აღდგენა, კულინარიით დაკავება, რაიმე ახლის შესწავლა ან ხანდახან, უბრალოდ არაფრის კეთებაც კი. ამ ყველაფრით შესაძლებელია იმ შინაგანი ბალანსის აღდგენა, რომელიც წლების განმავლობაში მუდმივი გადარბენისა და არაჯანსაღი რეჟიმის დროს დაერღვა ადამიანს.

დაბოლოს: ცნობილი პროფესორი ვერა ბირკენბილი ამბობდა, რომ თუ ადამიანმა 3-საათიან საცობში თავი ბედნიერად იგრძნო, მან ყველაზე დიდი რამ შეძლო − ესწავლა შანსის გამოყენება, მაშინაც კი, როცა ამას სხვები ვერ ახერხებენ.

იმედი და მოტივაცია მიეცით სხვებს, თუ გსურთ, რომ ისინი თქვენც გქონდეთ.

სოფი ხარატი

ფსიქოლოგი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"