You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ ზრუნავს ''ბილაინი'' თანამშრომლებზე პანდემიისა და დისტანციური მუშაობის პირობებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბილაინი

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, საქართველო, მთელ მსოფლიოსთან ერთად, სრულიად განსხვავებულ რეალობაში განაგრძობს ცხოვრებას. ბიზნესისთვის Covid-19-თან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დისტანციური სამუშაო რეჟიმია. ასეთ დროს თანამშრომელთა სტრესის თავიდან არიდება, შესრულებული სამუშაოს ხარიხსისა და კორპორაციული კულტურის შენარჩუნება მთავარი პრიორიტეტია.

„ბილაინის" პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი, ლელა სალაყაია Entrepreneur-ს უყვება, თუ როგორ პასუხობენ Covid-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებს კომპანიაში:

„ჩვენი პირველი ნაბიჯი აეროპორტებში მაღაზიების დახურვა იყო, რომელიც საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე გადავდგით. მოგვიანებით, 12 მარტს გაიტესტა მთელი კომპანიის დისტანციურად მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური მზადყოფნა და ქვეყნის მასშტაბით ყველა ოფისის თანამშრომელმა შინიდან განაგრძო მუშაობა. მალევე დავხურეთ ყველა მაღაზია და სატელეფონო ცენტრიც კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ".

დღეს კომპანიის თანამშრომლების 99% სრულად შინიდან მუშაობს. დარჩენილ 1%-ს კი ის თანამშრომლები შეადგენენ, რომლებიც მათი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მორიგეობით მუშაობენ. ასევე, რამდენიმე ტექნიკოსი, რომლებიც საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად ადგილზე უნდა იყვნენ.

თუ როგორ აისახა დისტანციური მუშაობა სამუშაოს შესრულების ხარისხზე და როგორ ხდება მისი მონიტორინგი, ლელა სალაყაია გვპასუხობს:

„რადგან ჩვენთვის ახალი არ არის დისტანციური მუშაობა, ამიტომ შესრულების ხარისხიც არ დავარდნილა. რაც შეეხება სატელეფონო ცენტრის ოპერატორებს, ისინი პირველად მუშაობენ დისტანციურად და შინიდან პასუხობენ შემომავალ ზარებს. თავიდან, ცოტა უცხო იყო მათთვის ეს პროცესი და ერთი კვირა ადაპტაციას დასჭირდა. ეს პერიოდი ტექნიკური მხარის ბოლომდე გამართვასა და შინ სამუშაო გარემოსთან შეგუებას მოიცავდა, თუმცა მათაც ძალიან კარგად დაძლიეს ეს გამოწვევა და ახლა უკვე ჩვეული შემართებით და ხარისხით ემსახურებიან ჩვენს აბონენტებს".

ვინაიდან „ბილაინი" საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის" წევრია, კომპანიისთის რეგიონული ოფისების დისტანციური ჩართვა ყოველთვიურ შეხვედრებზე (Town Hall) უცხო არ ყოფილა, სადაც გენერალური დირექტორი თუ ფუნქციის ხელმძღვანელები თანამშრომლებს მიმდინარე შედეგებს და სიახლეებს აქტიურად აცნობენ.

„ახლა სრულიად ონლაინ, Town Hall-ის ფორმატზე გადასვლა არ გაგვჭირვებია, Blue Jeans-ით მშვენივრად ვახერხებთ ამას. ასეთი ტიპის Town Hall-ები არა მხოლოდ ჩვენს ოპერაციულ კომპანიაში, არამედ ჯგუფის მასშტაბით 10 სხვადასხვა ქვეყნის თანამშრომლების მონაწილეობით ხდება და საკმაოდ ინტერაქტიული და საინტერესოა.

ცალკე აღვნიშნავ ე.წ. Live-ებს ჩვენს კორპორაციულ სოციალურ ქსელში Workplace-ზე, რომლის მეშვეობითაც გენერალური დირექტორი და ფუნქციების ხელმძღვანელები ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას იღებენ და აწვდიან თანამშრომლებს. ჩვენ, ასევე საკმაოდ აქტიურები ვართ Workplace-ზე, რაც გამოიხატება COVID-19-თან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებით ინფოგრაფიკებითა და შემეცნებითი ვიდეოების სახით, სხვადასხვა კონკურსით თუ ჩვენსავე თანამშრომლების მიერ მოფიქრებული მუსიკალური ჩელენჯებით, რაც რეალურად უფრო საინტერესოს, სახალისოსა და ამავდროულად, ოპტიმისტურ ვირტუალურ გარემოს ქმნის. ამ ყველაფერის ძირითადი არსი კი არის ის, რომ თანამშრომლები მუდმივ კავშირში ვართ ერთმანეთთან − როგორც ფუნქციების შიგნით, ასევე მთელი კომპანიის მასშტაბით", − ამბობს ლელა სალაყაია.

მუშაობის პარალელურად, კომპანია საკუთარი თანამშრომლების განვითარებაზეც აქტიურად ზრუნავს. „ბილაინის" გუნდის თითოეულ წევრს უფასო წვდომა აქვს Coursera-სა და Linkedin-ის ონლიანსწავლების პლატფორმებთან და შეუძლიათ შეუზღუდავად გაიარონ სასურველი კურსები. კომპანიის თანამშრომლები უკვე დიდი ხანია სარგებლობენ ამ შესაძლებლობით, თუმცა ბოლო დროს ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან.

„ვინაიდან ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ და შესაბამისად ჩვენს გაყიდვების ოფისებს ძალიან ხშირად სტუმრობენ ტურისტები, გადავწყვიტეთ მაღაზიების თანამშრომელთა თავისუფალი დროის შესავსებად შეგვეთავაზებინა ინგლისური ენის გასაუმჯობესებელი კურსები. ჩვენ მიერ შეთავაზებული კურსებიდან, ისინი თავად ირჩევენ საკუთარი ცოდნის შესაბამის კურსს და სწავლობენ ონლაინ, სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული პროგრამებით − როგორც Coursera-ს, ასევე Linkedin-ის ონლაინსწავლების პლატფორმაზე. ვფიქრობთ, ამით თავისუფალ დროს სასარგებლოდ და თან სასიამოვნოდ გაატარებენ. ასევე აღვნიშნავ, რომ მაღაზიების თანამშრომლებსაც სრულად უნარჩუნდებათ ხელფასი. ვფიქრობ, ეს აუცილებელი და სწორი გადაწყვეტილებაა კომპანიის მხრიდან", − ამბობს ლელა სალაყაია.

დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ ბიზნესს და კომპანიებს არაერთი საკითხი ახლებურად გადაააზრებინა. „ბილაინი" მიმდინარე გამოწვევებს თავს წარმატებით ართმევს, თუმცა ჩვეულ სამუშაო ფორმატში მალე დაბრუნების იმედს იტოვებს, სადაც რეალურ დროსა და სივრცეში საყვარელი საქმის კეთებას თანამშრომლები ძველებურად განაგრძობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მართლაც ძალიან წარმატებით გაართვა თავი დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, მყარი და დადებითი ორგანიზაციული კულტურის პირობებში, თანამშრომელთა ოფლაინ ურთიერთობას რეალურ დროსა და სივრცეში ბევრად მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია კომპანიისთვის. ვიმედოვნებ, ჩვენც და ყველა სხვა კომპანიებიც მალე დავუბრუნდებით საკუთარ ოფისებს", − ამბობს ლელა სალაყაია.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"