You can be on Entrepreneur’s cover!

ბილ გეიტსი გვაფრთხილებს, რომ კორონავირუსის ტიპის აფეთქება სავარაუდოდ ყოველ 20 წელიწადში ერთხელ განმეორდება მილიარდერი ბილ გეიტსი წლების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადობას პანდემიური დავადებების საფრთხის შესახებ, აცხადებდა რა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კორონავირუსის პანდემიის ტიპის გლობალურ კრიზისს, 30 მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლო წელიწადზე ნაკლებ დროში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

The Hill

Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია იყო "ყველაზე დიდი მოვლენა მათ შორის, რის გადატანაც ადამიანებს მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში უწევთ" და გაგვაფრთხილა, რომ ვირუსის აფეთქება, სავარაუდოდ ყოველ 20 წელიწადში ერთხელ მოხდებოდა.

მან განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა და პოლიტიკოსებმა „ტრილიონობით დოლარით მეტი გადაიხადეს იმაზე, რაც უნდა გადაგვეხადა, სათანადოდ რომ ვყოფილიყავით მომზადებულები".

„ეს არის ყველაზე დიდი მოვლენა მათ შორის, რის გადატანაც ადამიანებს მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში უწევთ", - განაცხადა გეითსა FT-თან.

მან აქვე აღნიშნა, რომ ამგვარი აფეთქების საპასუხოდ მომავალ მთავრობებს უკვე ექნებათ, „სარეზერვო დიაგნოსტიკური საშუალებები, ანტივირუსული ბიბლიოთეკები და ადრეული გაფრთხილების სისტემები".

„ამ ყველაფრის კარგად გაკეთების ღირებულება, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რის გადატანაც ახლა გვიწევს, - თქვა მან, - და ადამიანები ამას ახლა აცნობიერებენ. ნამდვილად არსებობს იმის ალბათობა, რომ სავარაუდოდ ყოველ 20 წელიწადში ერთ ერთი ასეთი ვირუსი გამოჩნდეს დიდი მოგზაურობების გამო მთელ მსოფლიოში, და ამიტომ მოქალაქეები მოელიან, რომ მთავრობა ამ საკითხს პრიორიტეტულად აქცევს".

მან ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ამ პანდემიით მიღებული გაკვეთილები, უბიძგებს ადამიანებს, შემდეგისთვის უკეთ მოემზადონ, მაგრამ აქვე დაიჩივლა, რომ ამჯერად ღირებულება მეტისმეტად მაღალი იყო.

„ტრილიონობით დოლარის დანაკარგები ამისთვის არ უნდა ყოფილიყო საჭირო, - აღნიშნა მან, - ამაში მეცნიერებაა ჩართული, ქვეყნებმა წინ უნდა გადადგან ნაბიჯი".

67 წლის მილიარდერი პანდემიური დაავადებების საფრთხის შესახებ წლების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას, აცხადებდა რა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კორონავირუსის პანდემიის ტიპის გლობალურ კრიზისს, 30 მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლო წელიწადზე ნაკლებ დროში.

გეიტსმა 2015 წელს, TED კონფერენციაზე გამოსვლისას გააფრთხილა საზოგადოება, რომ სამყარო არ იყო მზად გარდაუვალი პანდემიისთვის.

„პანიკა არ არის საჭირო . . . უბრალოდ, წინ უნდა წავიდეთ", - თქვა მან 2015 წელს.

ბილ და მელინდა გეიტსის ფონდმა თებერვალში დადო პირობა, რომ $100 მილიონს გამოყოფდა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, ეს თანხა ვაქცინის კვლევის, ოპერატიული რეაგირების, პროფილაქტიკური ზომების გატარებისა და მკურნალობისთვის არის გამოყოფილი მთელ მსოფლიოში.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"