You can be on Entrepreneur’s cover!

შეზღუდვებიდან გამოსვლის პოლიტიკა - ავსტრია! ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ევროპული ქვეყნები, პანდემიის პიკური პერიოდის გადავლის შემდეგ, ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნას იწყებენ. აკრძალვების შემსუბუქების პოლიტიკის განსხვავებული პრაქტიკის შესახებ, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" საინტერესო ცნობებს წარმოგვიდგენს:

ავსტრიამ 16 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რომელიც მოქალაქეებს უმიზეზოდ სახლის დატოვების უფლებას უზღუდავდა. ახლა კი ის ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქება დაიწყო.

ავსტრიაში, 14 აპრილიდან მცირე ზომის მაღაზიები (400 კვ. მეტრზე პატარა), სრულად გაიხსნა. ასევე ეკონომიკურ აქტივობას ანახლებს წვრილმანებისა და ყვავილების მაღაზიებიც. თუმცა, რიგი შეზღუდვები ჯერ კიდევ რჩება. აუცილებელია პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეში (ტრანსპორტის ჩათვლით). ასევე, 20 კვადრატულ მეტრ ფართობზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება. ქვეყანაში 1 მაისიდან ყველა ზომის მაღაზიის გახსნა იგეგმება. მაისის შუა რიცხვებიდან კი სასტუმროები და რესტორნებიც განაახლებენ საქმიანობას. ამის მიუხედავად, საჯარო ღონისძიებების გამართვა ივნისის ბოლომდე არ იგეგმება. ასევე, არსებობს მოლოდინი, რომ სკოლები და უნივერსიტეტები სასწავლო წელს დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია