შეზღუდვებიდან გამოსვლის პოლიტიკა - ლიეტუვა!

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა 26 თებერვალს, საყოველთაო კარანტინი კი 16 მარტს გამოცხადდა. სეიმმა 30 აპრილამდე ყველა სახის ღონისძიება აკრძალა, შეზღუდვების მოხსნა კი ქვეყანამ 15 აპრილიდან ეტაპობრივად დაიწყო. არასასურსათო მაღაზიებს უფლება მიეცათ, განაახლონ ეკონომიკური აქტივობა. თუმცა, ეს ვრცელდება მხოლოდ ისეთ მაღაზიებზე, რომელთაც ღია სივრციდან პირდაპირი შესასვლელი აქვთ. სერვისის მიმწოდებლები კი, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთან ხანგრძლივი პირდაპირი კონტაქტი არ უწევთ, აქტივობის განახლებას შეძლებენ (სამრეცხაოები, ხელოსნები). ასევე, 10 კვ. მეტრ ფართობზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება. შეზღუდვათა შემსუბუქების პირველი ფაზის შემდეგ, 2 კვირაში იგეგმება მეორე ეტაპი. საქმიანობას განაახლებენ კულტურული დაწესებულებები (ბიბლიოთეკები და მუზეუმები), სერვისის მიმწოდებლები, რომელთაც ხანგრძლივი პირდაპირი კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან (სილამაზის სალონები). განახლდება აქტივობები ღია სივრცეებში. ასევე, გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და ბაზრები, თუმცა ხალხის რაოდენობის მკაცრი კონტროლით.

Entrepreneur Georgia