ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს კომპანიამ ''ინო-ლაბი'' საჭირო პროდუქცია აჩუქა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს კომპანიამ ''ინო-ლაბი'' საჭირო პროდუქცია აჩუქა
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს კომპანიამ "ინო-ლაბი", რომელიც საქართველოში სერტიფიცირებულ პროდუქტებს ევროპული ტექნოლოგიით და "ელექსირი"-ს ბრენდირებით აწარმოებს, მნიშვნელოვანი პროდუქცია გადასცა საჩუქრად.

ბიოენერგეტიკული სასმელი "ელექსირი", რომელსაც სიცოცხლის წყალსაც უწოდებენ, მიზანშეწონილია როგორც ჯანმრთელი ადამიანებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. აღნიშნულ წყალს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი covid19-ის ვირუსიანი პაციენტები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ "ელექსირს" ერთ-ერთი უცხოური ქვეყნის ჯარისკაცებიც სვამენ და დიდი მოთხოვნაა მასზე.

ცენტრს ასევე საჩუქრად გადაეცა: დისპენსერები, ხელისა და ზედაპირების სერტიფიცირებული დეზინფექტანტები.

ინფექციური საავადმყოფოსთვის მნიშვნელოვანი საჩუქარია სადეზინფექციო აპარატი BioXSprey, რომლითაც ბოქსირებული განყოფილება, კლინიკის შენობები, რეანიმაციული განყოფილებები და პალატები დამუშავდება. როგორც "ინოლაბის" წარმომადგენლები აცხადებენ, აპარატისა და "ელექსირის" საშუალებით დახურულ სივრცეში გაფრქვეული "ელექსირის" ჭავლი covid 19-ის გამომწვევ კორონავირუსს ანადგურებს.

შპს „ინო ლაბი“ ანუ ინოვაციების ლაბორატორია აქტიურად ფუნქციონირებს 2018 წლის გაზაფხულის ბოლოდან − მას შემდეგ, რაც ევროპის ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის დახმარებით შესაძლებელი გახდა ასოცირებულ ქვეყნებში მომხდარიყო ინოვაციების ექსპორტი.

კომპანიის დაარსების მთავარი მოტივი იყო ინოვაციური პროდუქტის შექმნა და განვითარება, ისეთი მასშტაბური სიახლის შემოტანა, რომელიც საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებაში შეიტანდა წვლილს და ისეთ მიმართულებებს დაეხმარებოდა უკეთ ფუნქციონირებაში, როგორებიცაა ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარება, ასევე ვეტერინარია, აგრონომია, ჰიგიენა, სანიტარია და დეზინფექცია. კომპანიაში დანერგილია მართვის, ანუ მენეჯმენტის ISO 9001-სტანდარტი.

Latest on Entrepreneur