You can be on Entrepreneur’s cover!

Wesolvit.ge – ერთიანი IT სივრცე ბიზნესების დასახმარებლად! ერთად უფრო მარტივია!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wesolvit.ge

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სხვადასხვა ინდუსტრიები სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ. კომპანიებს კრიზისის დასაძლევად აქტიურად უწევთ ხარჯების შემცირება. ინფორმაციულ ტექნოლოგიებს კი შეუძლია შეუმსუბუქოს კრიზისი და პოსტ-კრიზისული ეტაპი ყველა იმ ინდუსტრიას, რომელიც იყენებს IT სერვისებს. მაგალითად, სასტუმროებისა და ტურიზმის, სამედიცინო, საფინანსო და საგანმანათლებლო სექტორს.

ახალი პლატფორმის wesolvit.ge შესახებ, იდეის ინიციატორ კომპანია SOLVIT-ის მმართველ პარტნიორ რეზო ლომთათიძეს ვესაუბრეთ.

მოგვიყევით როდის როგორ გაგიჩნდათ პლატფორმის შექმნის იდეა?

ინფორმაციულ ტექნოლოგიებს თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ კომპანიების ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად, რაც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა. კრიზისის დაწყებისთანავე რამდენიმე ორგანიზაციას დახმარება შევთავაზეთ, ინტერესი მათი მხრიდან იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ნათელი გახდა პრობლემების უფრო მასშტაბური გადაწყვეტის საჭიროება. ჩვენ მთელი თვე დავხარჯეთ იმისთვის, რომ ვრცელი და ტექნიკურად გამართული სისტემა შეგვეთავაზებინა ბიზნესებისთვის. შევქმენით ერთიანი IT სივრცე wesolvit.ge, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ IT სერვისებით კრიზისული და პოსტკრიზისული გამოწვევების გასამკლავებლად.

კონკრეტულად რას სთავაზობთ ბიზნეს სექტორს?

იმისთვის, რომ ბიზნესების რეალური და ხელშესახები მხარდაჭერა შევძლოთ, wesolvit პლატფორმაზე მობილიზება გავუკეთეთ IT ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს და პროფესიონალებს. ჩვენი მიზანია თითოეულ ბიზნესს და ინდუსტრიას კონკრეტულად მასზე მორგებული ანტიკრიზისული ქმედება მოვუფიქროთ და დავუგეგმოთ. ეს არ არის მოკლევადიანი ქველმოქმედება. ეს არის ხმამაღალი განაცხადი და თანადგომა მთელი ქვეყნის ბიზნეს სექტორისთვის. პლატფორმაზე wesolvit.ge ბიზნეს სუბიექტები მარტივად შეძლებენ საკუთარი IT გამოწვევების დაფიქსირებას, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით მათ დახმარებას. პლატფორმა ღიაა ერთი მხრივ ყველა იმ ბიზნეს-სუბიექტისთვის, ვისაც დახმარება ჭირდება და მეორე მხრივ IT ინდუსტრიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, ვისაც დახმარების გაწევა შეუძლია.

თქვენი აზრით, როგორ მიიღწევა სასურველი შედეგები?

„IT ინდუსტრიისთვისაც და კრიზისში მყოფი კომპანიებისთვისაც ერთი მესიჯი გვაქვს - „ერთად უფრო მარტივია!" გავერთიანდეთ და ასე გაცილებით უფრო ეფექტურად გავუმკლავდებით ტექნოლოგიურ გამოწვევებს."

Wesolvit-ის ერთიან სივრცეს უკვე შეუერთდნენ IT კომპანიები: Telnet.ge და MSGroup.ge.

კომპანიებს, რომლებსაც გაქვთ ისეთი გამოწვევები როგორიცაა: დისტანციური მუშაობა, IT უსაფრთხოება, მონაცემთა შენახვა, ციფრული ტრანსფორმაცია, ინფრასტრუქტურა, ონლაინ სერვისები ან Cloud სისტემებში ტრანსფორმაცია:

  • ესტუმრეთ ვებგვერდს https://wesolvit.ge/ka
  • მოიწერეთ საკითხი, რომლის გადაწყვეტაც გსურთ
  • დაელოდეთ და აუცილებლად მიიღებთ დახმარებას

თუ თქვენ ხართ IT კომპანია, ან ფრილანსერი, გინდათ დაეხმაროთ სხვებს - შედით პლატფორმაზე, მარტივად დარეგისტრირდით და შეუერთდით Wesolvit-ის გუნდს.

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"