📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს პირველი ვირტუალური კარიერული ფორუმი სტუდენტებისა და დამსაქმებლების შეკრების ონლაინპლატფორმა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) სიდიდით მესამეა კალიფორნიის შტატში, სხვადასხვა მიმართულების 200-მდე აკადემიური პროგრამით, გამორჩეული პროფესურითა და თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურით. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) დარგებში, პროფესიონალთა კრიტიკული დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტა. სტუდენტები, რომლებიც სდსუ-ს პროგრამებზე საქართველოში სწავლობენ, იღებენ იმავე ხარისხის განათლებას, რომელსაც მათი თანატოლები სან დიეგოში, აშშ-ში. შესაბამისად, მათი მომზადების და კვალიფიკაციის გამო, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებზე მოთხოვნა მაღალია. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული სტუდენტთა დასაქმების უზრუნველსაყოფად.

უნდა აღინიშნოს, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც COVID-19-ის მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე, 2 მარტს სწავლებისა და ოპერირების სრულად ელექტრონულ მოდელზე გადავიდა. შემდეგი ნაბიჯი კი ვირტუალური კარიერული ფორუმის ორგანიზება გახლდათ.

27 და 28 აპრილს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში, დაინტერესებულ დამსაქმებლებს და სტუდენტებს ვირტუალურ კარიერულ ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა შესთავაზა. უნივერსიტეტი აღნიშნულ ფორუმს უკვე მეექვსედ ატარებს საქართველოში, თუმცა მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, პირველად − ონლაინრეჟიმში. ონლაინფორუმში მონაწილეობა მიიღო 18-მა ორგანიზაციამ და ჩატარდა 101 ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენ სრულად ვიაზრებთ შექმნილი ვითარების სირთულეს და იმ პრობლემებს, რომლებთან გამკვლავებაც ორგანიზაციებს COVID-19 პანდემიის პირობებში უწევთ. ამიტომ ჩვენს კარიერულ ფორუმს ამ წელს ორმაგი მიზნები აქვს: შევთავაზოთ კომპანიებს, გაიცნონ ჩვენი სტუდენტები ვირტუალური პლატფორმის გამოყენებით და მივცეთ მათ წვდომა ჩვენს კარიერულ ვებგვერდზე, სადაც შეძლებენ საკუთარი ვაკანსიების, სტაჟირებებისა და ორგანიზაციის ბანერების განთავსებას სრულიად უფასოდ. მსოფლიო პანდემიამ გავლენა მოახდინა ადამიანებსა და ბიზნესზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური დისტანცირება და დარტყმა, რომელიც შედეგად ეკონომიკურ აქტივობას მიადგა, მოქმედებს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებზე მსოფლიოში და საქართველოშიც. ამ სირთულეებიდან გამომდინარე, ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა, რომ არ არის აუცილებელი, უარი ვთქვათ ახალი ადამიანების გაცნობაზე და მათ დასაქმებაზე, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ მოგვიტანონ ახალი რესურსები და იდეები რეალობაში, სადაც ამჟამად ფუნქციონირება გვიწევს. ეს განსაკუთრებით მართებულია კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით დასაქმებულებისთვის, რომელთა სამუშაოს წარმატებით შესრულებას დისტანცია არ აბრკოლებს", − აღნიშნავს უნივერსიტეტის დეკანი ჰალილ გუვენი.

Entrepreneur ვირტუალური კარიერული ფორუმის ერთ-ერთ მონაწილესაც ესაუბრა. ბესო უტიაშვილი სდსუ საქართველოს ელექტრული ინჟინერიის მეოთხე (დამამთავრებელი) კურსის სტუდენტია, რომელიც წინა დასაქმების ფორუმშიც მონაწილეობდა და შედეგად, სტაჟირება გაიარა რობოტიკისა და ელექტრონიკის აკადემია UG-Limes-ში, საიდანაც მალე დასაქმების შეთავაზებას ელოდება. როგორც ბესო გვიყვება, ონლაინფორუმში მონაწილეობა მარტივი პროცედურა იყო: „გავიარეთ ელექტრონული რეგისტრაცია, სადაც შემოთავაზებულიდან შევარჩიეთ ჩვენთვის საინტერესო კომპანიები და დავრეგისტრირდით გასაუბრებაზე სასურველ დროს. რეგისტრაციის დახურვის შემდეგ, მივიღე ონლაინგასაუბრებაზე დასასწრებად საჭირო ბმული, რომლის გამოყენებითაც ტექნიკური პრობლემების გარეშე გავესაუბრე ჩემთვის საინტერესო კომპანიებს. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად, ვირტუალურ გარემოში მეტი ინფორმაციის მიწოდება და მიღება მოვახერხე კომპანიებისგან, რადგან გასაუბრებები ინდივიდუალური იყო და ყველა სტუდენტს წინასწარ განსაზღვრული დრო ეთმობოდა".

წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი − საქართველოს სტუდენტების მეორე ნაკადი, დაასრულებს სწავლას და საქართველოს შრომის ბაზარს შეემატებიან კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიისა და ქიმია-ბიოქიმიის დარგის ახალი პროფესიონალები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით შემოვიდა და 2014 წლიდან სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), აშშ-ში აკრედიტებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებს ახორციელებს საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში. ამავდროულად, სდსუ - საქართველო ჩართულია პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორების გადამზადების და STEM-პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მომზადების პროცესში. შედეგად, 2020 წლიდან, თსუ, ილიაუნი და სტუ მიიღებენ სტუდენტებს პროგრამებზე, რომლებიც აკრედიტებული იქნება ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკრედიტაციის საერთაშორისო საბჭოს (ABET) მიერ. დეტალები იხ.: https://sdsu.edu.ge/ka

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი