ZOOM: ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორიანების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია

Zoom-ის დამფუძნებელი, დევიზით - „იმუშავე ბევრი და დარჩი თავმდაბალი"
ZOOM: ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორიანების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია
ფოტო: Entrepreneur

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტატიაში გაეცნობით ერიკ უანს − Zoom-ის დამფუძნებელსა და დირექტორს, რომელმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ჩვენი ჟურნალის მკითხველი განებივრებულია ისტორიებით, რომლებიც ანტრეპრენერთა თავბრუდამხვევ წარმატებას ასახავს. გამონაკლისი არც ეს სტატიაა, რადგან ჩვენი გმირი ერიკ უანია − ადამიანი, რომელმაც ოცნება მიზნად დაისახა და მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, წარმატებას მიაღწია.

მრავალი ანტრეპრენერის კარიერული ცხოვრება იწყება აშშ-ში. ამ მხრივ გამონაკლისს არც „ზუმის“ დამფუძნებელი წარმოადგენს. თითქმის 10-ჯერ უთხრეს უარი ამერიკის ვიზაზე, თუმცა არ დანებდა და საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწია. „აღთქმულ ქვეყანაში“ ჩასვლისას, ინგლისურს თითქმის არც ფლობდა, რამდენიმე წლის განმავლობაში დაუღალავად წერდა კოდებს და სჯეროდა, რომ დასახულ მიზნამდე მივიდოდა. ახალი პლატფორმის შექმნის იდეა ჯერ კიდევ ჩინეთში დაებადა, როცა ერიკი 10 საათი მგზავრობდა მატარებლით, რათა შეყვარებული ენახა. ახალგაზრდა ბიჭმა სწორედ მაშინ გაიფიქრა, თუ რა შესანიშნავი იქნებოდა მოწყობილობა, რომელიც უმარტივესად დააკავშირებდა საყვარელ ადამიანს და თანაც იქნებოდა მხიარული (Zoom ცნობილია ვირტუალური background-ებით, რომლებიც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს იმგვარად გამოჩენისა, თითქოს ისინი ერთვებიან სანაპიროდან ან თუნდაც ოქროს კარიბჭიდან).

თუმცა, როგორც ყველა ანტრეპრენერს, არც ერიკის იდეა გახდა ადვილად მისაღები. სილიკონ ველის კომპანიის ერთადერთი ჩინელი ამერიკელის პროგრამა Cisco-მ დაიწუნა, რის შედეგადაც ერიკმა სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „Cisco-მ შეცდომა დაუშვა. ჩემი წამოსვლიდან 3 წელიწადში მათ გააცნობიერეს, რომ სიმართლეს ვამბობდი“. მიუხედავად უამრავი უარყოფისა, იგი მუშაობას განაგრძობდა. იცოდა, რომ რთული გზა ჰქონდა გასავლელი, თუმცა უკეთ ხვდებოდა, რომ უმოქმედობას ინანებდა.

იმ დროისათვის ბაზარზე არსებობდა აპლიკაცია Cisco WebEx, რომელიც არ იყო სრულყოფილი, თუმცა ცდილობდა გადარჩენას, რადგან კონკურენტუნარიანობა დაბალი იყო. ერიკ უანი დიდი ხნის განმავლობაში უსმენდა WebEx-ის მომხმარებლებს და ხვდებოდა, რომ არცერთი მათგანი არ იყო ბედნიერი. მან დაიწყო პრობლემების გამოკვლევა, შეაჯამა ყველა ინფორმაცია და შექმნა პროგრამა, რომელიც ყველა სხვა სარგებელთან ერთად წყვეტთა კლიენტთა პრობლემებს. 2011 წელს მან 3 მილიონი დოლარი შეაგროვა, 2 წელიწადში კი Zoom-ის აპლიკაცია შექმნა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ Zoom პირველად მოიცავდა ვიდეოჩართვებს, განსხვავებით Skype-ისგან, რომელმაც ჯერ აუდიოშესაძლებლობებით დატვირთა აპლიკაცია, ხოლო შემდეგ ვიდეოთი. დასაწყისშივე აპლიკაცია დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მალე Zoom-ის მომხმარებელთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, 2014 წელს კი აპლიკაციამ 10 მილიონი ადამიანი გააერთიანა.

Zoom-მა თავისი შეთავაზებებით, ტექნიკურად მრავალფეროვანი და მარტივი ოპერაციების წყალობით, მომხმარებელთა ნდობა და ერთგულება მალე მოიპოვა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, სხვა აპლიკაციების არსებობასთან ერთად, რატომ აირჩია სამყარომ Zoom-ით სარგებლობა ეპიდემიის დროს.

როცა Zoom-ის წარმატებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აღვნიშნოთ მფლობელის ჩართულობა აპლიკაციის არსებობის პირველ წლებში. ერიკი პირადად ეკონტაქტებოდა ყველა მომხმარებელს, რომელიც უარს ამბობდა Zoom-ით სარგებლობაზე და მიზეზებს იკვლევდა. იგი ასევე არაჩვეულებრივი ხელმძღვანელია − თანამშრომელთა შეფასებების მიხედვით, 99%-იან რეიტინგს ფლობს. ერიკ უანი 2018 წელს Glassdoor-ის მიერ წლის დიდი კომპანიის CEO-დ დასახელდა.

დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ერიკი ცდილობს დრო ოჯახს დაუთმოს, ჩართულია უფროსი შვილის სპორტულ კარიერაში და არა მარტო შეჯიბრების დროს გულშემატკივრობს, არამედ დიდი სიამოვნებით ესწრება შვილის ვარჯიშს. მას არ უყვარს მოგზაურობა, მიაჩნია, რომ თვითმფრინავი გარემოს აბინძურებს, შეხვედრებისთვის იყენებს Zoom-ს, იზიარებს ოფისს სხვა თანამშრომელთან ერთად, მართავს Tesla-ს − იმ კომპანიის მანქანას, რომელიც მისი კლიენტია.

კომპანიის კორპორაციულ კლიენტთა რაოდენობა 30 000-ს აჭარბებს, მათ შორის შედის: Samsung, Uber, Walmart, Capital One და ა.შ. როგორც კომპანიამ ოფიციალურ წერილში განაცხადა, Zoom მომხმარებლის უსაფრთხოებას, პირად ინფორმაციასა და დაცვას დიდი ყურადღებით ეკიდება. Covid-19-ის პანდემიის პირობებში კი სრული დატვირთვით მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ საავადმყოფოები, უნივერსიტეტები, სკოლები და სხვა დაწესებულებები ოპერატიულად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

ერიკ იუანი იმ ადამიანთა რიცხვშია, ვისაც მიაჩნია, რომ ფულს ბედნიერება არ მოაქვს. მისთვის შთამბეჭდავია, ადამიანებს მიახვედროს, თუ რამდენად კარგია შინიდან მუშაობა. როგორც ის აღნიშნავს, ე.წ. „მილენიალებს“ შეუძლიათ გააანალიზონ, რომ შესაძლებელია სამსახური გქონდეს ოფისის გარეშე. Zoom-ის დამფუძნებლის მიხედვით, ადრე თუ გვიან ყველა მიხვდება, რა სტილის მუშაობაა სწორი, ეპიდემია კი უბრალოდ ამ ცვლილების გამომწვევია.

ერთ-ერთ ინტერვიუში დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელ 5 რჩევას ისურვებდა, რომ ვინმეს მისთვის გაეზიარებინა სტარტაპის დაარსებამდე, ერიკ უანმა უპასუხა:

მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპის გზა რთული და გრძელია, ის ასევე სახალისო და სასიამოვნოა. ნუ შეგეშინდებათ დაწყების!

ნუ დაიქირავებთ ადამიანებს ფურცელზე კვალიფიკაციების სიით. ნაცვლად ამისა, აიყვანეთ მოტივირებული და თვითსწავლის უნარის მქონენი.

N1 მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზაციის კულტურას − იგი ყველაფრის საწყისია.

თუ თქვენი თანამშრომლები უბედურნი არიან, კომპანიაში ვერაფერი ვერ იქნება კარგად.

იპოვეთ ინვესტორები, რომლებსაც სურთ ინვესტირება არა მხოლოდ თქვენს ბიზნესში, არამედ თქვენში.

Latest on Entrepreneur