📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნესი VS კორონავირუსი - გიორგი ზვიადაძე ბიზნესი საუბრობს კრიზისმენეჯმენტზე

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ბავშვობიდან მაოცებდა გამოთქვა: „დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში კარგად იყო" − ეს ეხება მსხვილ ბიზნესსაც და სტარტაპსაც. ჩვენ, სტარტაპი, რომელსაც აქვს ამბიცია, ქვეყანაში პირველი UNICORN-ი შექმნას, ცხადია დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით − ყოფნა თუ არყოფნა?

საბოლოოდ, გადარჩენის გზა არის მაღალტექნოლოგიურ და კვლევაზე დაფუძნებულ პროდუქტში − ჩვენ გვაქვს „ელექსირი", რომელიც კორონავირუსს კლავს! (ლაბორატორიულად დამტკიცებულია გერმანიაში კოხის კვლევითი ინსტიტუტის პარტნიორ ჰიგიენის ცენტრალურ ლაბში) შესაბამისად, ჩავებით ბრძოლაში უხილავ მტერთან და სადაც ვნახეთ − გავანადგურეთ).

ძალიან არაკეთილსინდისიერად მოგვექცა მომწოდებელთა დიდი რაოდენობა − ფასები 10-ჯერ გაზარდეს, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე მოვიძიეთ იაფი და უფრო მაღალხარისხიანი პროდუქტი, შევძელით ფასების შენარჩუნება და რიგ შემთხვევაში განახევრებაც. ახლა არ არის საშოვარის დრო, ახლა უნდა ვიყოთ ხელმისაწვდომი.

რაშიც ფული არასდროს უნდა დაინანოს მენეჯერმა, ესაა თანამშრომლების მოტივაცია. მე მიხარია, რომ თავდადებული შრომის შედეგად, იმდენად მაღალი ბონუსი მიიღო გუნდმა, რომ ავტომობილის შეძენაც კი შეძლეს.

ჩვენი სტარტაპი არაა იმ მდგომარეობაში, რომ დისტანციურად იმუშაოს, ჩვენ გავზარდეთ წარმოება 20-ჯერ და დღეში 25 ტონა პროდუქტს ვაწარმოებთ, გვაქვს მზარდი მოთხოვნა ექსპორტზე თავად გერმანიაში და სხვა ქვეყნებში. შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ. გუნდი 24 საათი შრომობს, უსაფრთხოების ზომების უმკაცრესი დაცვით!

მუდამ ვარიდებ თავს, ვინმეს რამე ვურჩიო. რაც მგონია, რომ გასაკეთებელია, ვაკეთებ! მეტი კვალიფიციური კადრი დავასაქმეთ, წარმოება გავზარდეთ, ფასები დავწიეთ, საკურიერო სერვისი გავხსენით, ექსპორტზე გავალთ და ვალუტის გამყარებას შევუწყობთ ხელს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული