შესაძლოა, სწორედ ახლა დადგა თქვენს საოცნებო პროექტზე მუშაობის დაწყების დრო თუ რაღაცის შექმნის შანსი გაქვთ, შთაგონების წყაროდ ეს რთული დრო გამოიყენეთ

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Silver Peak Blog

კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელება ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, რადგან ფედერალურმა მთავრობამ მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, შტატებმა ყველა რესტორანი და ბარი დახურეს, და DOW-ინდექსი კვლავ ეცემა. ჩვენ ყველას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოგვიწოდეს, რომ ინფექციის მაჩვენებლის მრუდის მონიტორინგი ყოფილიყო შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს გაცილებით მეტი დროის გატარება მოგვიწევს სამსახურებს, მეგობრებსა და ოჯახებს მიღმა. ჩვენი ცხოვრების ყოველი ასპექტი სრულიად წარმოუდგენლად შეიცვალა.

თუ ჯანმრთელი ხართ, დამატებითი დროც გამოგიჩნდათ, და იმის დადგენას ცდილობთ, რა უნდა აკეთოთ, ვიდრე გაურკვეველი დროით შინ ხართ გამოკეტილი, შესაძლოა, ეს თქვენი შანსი იყოს, რომ ვებგვერდი გააკეთოთ, წიგნი დაწეროთ ან ის ბიზნესი დაიწყოთ, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობდით. ამან შესაძლოა ოცნების ახდენის გზაზე დაგაყენოთ.

Entrepreneur -ს ნებისმიერი წამოწყებისთვის აქვს რესურსები, მაგრამ ამ სტატიაში მხოლოდ ხუთი იდეაა განხილული, რომლებიც აზრების მოკრებაში დაგეხმარებათ.

1. თქვენი, საკუთარი ბიზნესის დაწყება

თუ ბიზნესიდეა გჭირდებათ, უამრავს მოგაწვდით, მაგრამ თუ უკვე გაქვთ იდეა, უბრალოდ, ის უნდა იცოდეთ, როგორ აქციოთ რეალობად. ჩვენს სახელმძღვანელოში ბიზნესის შექმნის 12 ეტაპია განხილული, ის ყველაფერში დაგეხმარებათ − საკუთარი თავის შეფასებით დაწყებული, მარკეტინგული კვლევებითა და უკუკავშირის მიღებით დამთავრებული. შემდეგ იგი ბიზნესგეგმის დაწერაშიც დაგეხმარებათ, პირველი თანამშრომლების დაქირავებაშიც, საოფისე შენობების მოძიებაშიც და თქვენი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვაშიც.

2. თქვენი, საკუთარი ფრანჩაიზის დაწყება

აგერ უკვე ოთხი ათეული წელია, რაც ჩვენი 500 ფრანჩაიზის სია არსებობს. თქვენ შეგიძლიათ შესაძლებლობები ფასების დიაპაზონის, ინდუსტრიისა და სხვა კატეგორიების მიხედვით განიხილოთ და თქვენთვის სწორი ვარიანტი შეარჩიოთ. ფრანჩაიზის ან შესაძლოა, ლიცენზირებული მაღაზიის შერჩევის შემდეგ, მაგალითად, Starbucks-ის ან Chick-fil-A-ის ფარდის მიღმა შეხედვაში უკვე მარკ ზიბერტი დაგეხმარებათ, ავტორი წიგნისა, „ფრანჩაიზის სახელმძღვანელო: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ფრანჩაიზის ყიდვის შესახებ".

3. წიგნის დაწერა

თუ თქვენი ცოდნისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება გსურთ, ექსპერტობა ან საჯარო ორატორობა სცადეთ, ან უბრალოდ, შემოსავლის პასიური ნაკადი შექმენით. შესაძლოა, თქვენი დროის ყველაზე ფასეული გამოყენება წიგნის დაწერა იყოს. თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ცარიელი ფურცლის დანახვა ზოგიერთისთვის შესაძლოა, შიშისმომგვრელიც კი იყოს.

საინტერესოა, როგორც დამწყები ავტორი, როგორ გადალახავთ სირთულეებს და როგორ გამოაქვეყნებთ წიგნს? ჩვენი ხუთეტაპიანი სახელმძღვანელო, თავიდან ბოლომდე წიგნის დაწერას ეძღვნება. აქ ასობით რჩევას მიიღებთ. მისი ავტორები Entrepreneur-ის გუნდის წევრები და ისეთი წარმატებული ადამიანები არიან, როგორებიც ჯორჯ რ.რ. მარტინი და სტივენ კინგი გახლავან. აქ ყველაფერია ტექსტის დაწერაზე და მის რედაქტირებაზე, ეს პოზიტიური წიგნია, რომლებიც წინსვლაში მაშინაც დაგეხმარებათ, როდესაც გადაწყვეტთ, რომ თქვენი მეორე შავი მონახაზის დანახვაც აღარ გსურთ და ფარ-ხმალის დაყრას მოინდომებთ.

4. გაცილებით მეტი პასიური შემოსავლის მიღება

ბოლოსდაბოლოს, ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება. როგორც კი კრიზისი გადაივლის, ჩვენ სამსახურებსა და ოფისებს დავუბრუნდებით, და თუ შემოსავლის წყარო გჭირდებათ, რომელიც დაგეხმარებათ ხელფასს კიდევ გარკვეული თანხა დაამატოთ, შეგიძლიათ ეს დრო პასიური შემოსავლის მისაღებად გამოიყენოთ. Entrepreneur-ის კონტრიბუტორი პ.ლ. ადამსი პასიური შემოსავლის მიღების 17 გზას გამოყოფს. მათ შორისაა, ონლაინკურსის შექმნა ან აუდიოწიგნის გამოქვეყნება.

5. ვებგვერდის ან აპლიკაციის შექმნა

შესაძლოა ფიქრობთ, თუ პროგრამირება არ იცით, ვებგვერდის ან აპლიკაციის შექმნაზე არც კი უნდა იოცნებოთ, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე − ბევრი ანტრეპრენერი ამ ტიპის ტექნიკური ამოცანების დელეგირებას ამჯობინებს მათთვის, ვინც სპეციალიზებულია ამ უნარებში. ჩვენი სახელმძღვანელო დაგეხმარებათ იმის შესწავლაში, თუ როგორ უნდა შექმნათ აპლიკაცია, როდესაც პროგრამირება არ იცით. ის არასწორ წარმოდგენებსაც გაგიფანტავთ და მუშაობის დაწყებისკენაც გიბიძგებთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ ჩვენს სახელმძღვანელოს გადახედოთ ინტერნეტში ფულის გამომუშავების შესახებ, ბიზნესსტრატეგიის დასამუშავებლად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული