You can be on Entrepreneur’s cover!

ბიზნესი VS კორონავირუსი - ბიძინა გონაშვილი ბიზნესი საუბრობს კრიზისმენეჯმენტზე

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ბიძინა გონაშვილი

„წერტის" თანადამფუძნებელი

"კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს, ჩვენი კომპანია მომზადებული შეხვდა თითქმის ყველა ასპექტში. მოგეხსენებათ, სურსათის მაღაზიებზე შეზღუდვები დიდად არ გავრცელებულა, იყო ხარვეზები მომარაგების კუთხით, თუმცა ესეც საკმაოდ მარტივად მოგვარდა.

კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომობილებით და თანამშრომლების პირადი ავტომობილებით ვახდენთ თანამშრომელთა ტრანსპორტირებას. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს მიტანის სერვისი და ამ მხრივაც მომზადებული შევხვდით გაზრდილ მოთხოვნას.

დისტანციურ მუშაობაზე არ გადავსულვართ, ვინაიდან ბიზნესპროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებლად მივიჩნიეთ. უბრალოდ, გავამკაცრეთ უსაფრთხოების ზომები და სამუშაო სივრცეშიც ვცდილობთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ბევრ სხვა რეკომენდაციასთან ერთად.

უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ მიტანის სერვისის კიდევ უფრო გამართვას და მომხმარებელზე მორგებას, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოსტკორონა პერიოდში მომხმარებელი მეტნაკლებად შეიცვლის ქცევას და სურსათს გამოძახებით შეიძენს.

ცნობისთვის: მიტანის ყოველდღიური რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 15-ჯერ და მთელი გუნდი არის ჩართული, რომ მიტანა მოხდეს დროულად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ.

ვფიქრობ, ბიზნესს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია. აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს დასაქმებულების შესანარჩუნებლად, რაც მოითხოვს ბიზნესის მხრიდან მაქსიმალურ მოქნილობას, რადგან დღეს სიტუაცია არასტანდარტულია და ამის გამოცდილება არავის აქვს."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"