You can be on Entrepreneur’s cover!

ბიზნესი VS კორონავირუსი - ნათია ხაბეიშვილი ბიზნესი საუბრობს კრიზისმენეჯმენტზე

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნათია ხაბეიშვილი

PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

"მედიკამენტების მიწოდების უწყვეტობის შესანარჩუნებლად, PSP-ს სააფთიაქო ქსელი და ლოგისტიკის დეპარტამენტი აგრძელებენ მომხმარებელთა მომსახურებას, თუმცა Back-ოფისი ძირითადად დისტანციურად მუშაობს. პირველივე დღეებში კომპანიამ თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთოების უზრუნველსაყოფად აფთიაქები დამცავი მინებით, სადეზინფექციო ბარიერებით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებით აღჭურვა; ქსელი ყოველდღიურად მარაგდება ნიღბებით, ხელთათმანებით, ერთჯერადი ქუდებით, სადეზინფექციო საშუალებებით ხელის, ზედაპირებისა და იატაკისთვის; მკაცრ კონტროლზეა ყველა ღონისძიება უსაფრთხო სერვისის უზრუნველსაყოფად.

„დარჩი სახლში" კამპანიის მხარდასაჭერად, PSP-ს ონლაინაფთიაქის არეალი უსწრაფეს დროში გავზარდეთ. თბილისის გარდა, დისტანციურ მიწოდებას უკვე საქართველოს რეგიონებშიც ვახორციელებთ − 25 000 დასახელების სააფთიაქო პროდუქციის შინ მიტანის სერვისის დახვეწასა და გაფართოებაზე ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას.

ფარმაცია ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციებში უწყვეტ, გამართულ, ინოვაციურ და მოსახლეობის კეთილდღეობაზე მორგებულ სერვისს უნდა აწვდიდეს მომხმარებელს.

გავააქტიურეთ კამპანია #PSPშენიოჯახისგვერდით, რომლის მთავარი მისიაა, თითოეულ ჩვენს მომხმარებელს კვალიფიციური, სანდო ფარმაცევტული მომსახურება გავუწიოთ. ამავდროულად, კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე წვდომა."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი