You can be on Entrepreneur’s cover!

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს "მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს

By ანა ბიბილეიშვილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Majorel

„მეიჯერელი" წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სფეროში საქმიანობს. იგი 29 ქვეყანაში, 50 000-ზე მეტი თანამშრომლით, 36 ენაზე ემსახურება 500-მდე საერთაშორისო ბრენდის მომხმარებლებს.

კომპანია საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel, რომელსაც თბილისის ორ ოფისსა და ქუთაისის ერთ ოფისში უკვე 1200 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მეიჯერელი უზრუნველყოფს სერვისის აუთსორსინგს, რაც გულისხმობს მომხმარებლების დისტანციურ მომსახურებას. ჩვენი თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის და ჩეთის საშუალებით ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს სთავაზობენ. მეიჯერელ საქართველო" 7 განსხვავებულ პროექტს ახორციელებს", - აღნიშნავს კომპანიის HR- დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა რომანოვა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მთლიანად შეიცვალა მათი ყოველდღიური საქმიანობა. მარტის თვეში, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, „მეიჯერელმა" 1000 თანამშრომელი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. პროცესების შეცვლა და ახალ სტრუქტურაზე მორგება საკმაოდ რთულია, თუმცა გუნდმა აქტიური მუშაობის შედეგად, მალევე მოახდინა გარე ფაქტორებზე რეაგირება და დანერგა შინიდან მუშაობის პროცესი.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, „მეიჯერელი" კვლავ განაგრძობს დასაქმებას: აპრილის თვეში კანდიდატებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, შერჩევის და დასაქმების პროცესები სრულიად დისტანციურ რეჟიმზე გადაეწყო, რაც გულისხმობს ონლაინგასაუბრებას, ონლაინტესტირებას (საჭიროების შემთხვევაში) და ასევე დისტანციური ადაპტაციის პროცესსა და ტრენინგს. დღევანდელი მონაცემებით, ერთი თვის განმავობაში უკვე დაახლოებით 100-მდე ადამიანი დავასაქმეთ მეიჯერელში", პარალელურად, კვლავ ვაგრძელებთ ახალი პოზიციების გამოცხადებას. სამწუხაროდ, ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, კომპანიების ნაწილმა დროებით შეაჩერა სამუშაო პროცესი, შესაბამისად, ბევრი ჩვენი მოქალაქე სამუშაოს გარეშე დარჩა, ეს კი ნეგატიურად აისახა მათ ყოველდღიურობაზე. კორონავირუსის მიუხედავად, მეიჯერელმა" წარმატებით ადაპტირდ ახალ გარემოში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება", - გვიყვება კომპანიის HR-დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა რომანოვა.

„მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს. გუნდმა აპრილის თვეში დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც რუსულ და ინგლისურ ენებზე კონტენტის მართვას გულისხმობს. თანამშრომლები სოციალურ პორტალზე გავრცელებულ კონტენტს ამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში ბლოკავენ. სწორედ ამ პროექტისთვის გამოცხადდა 100-მდე ახალი ვაკანსია. ამასთან ერთად, პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს არსებული ბიზნესების ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

კითხვაზე, თუ რას აკეთებს კომპანია მსოფლიო კრიზისის დროს, თეა რომანოვა გვპასუხობს: „ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიზისს ეფექტურად ვმართავთ და ეს კომპანიის სწრაფ ადაპტაციაშიც გამოიკვეთა, რაც თითოეული თანამშრომლის თუ კლიენტის დამსახურებაა. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი მიზანია თანამშრომლების უსაფრთხოება, სამუშაო პროცესების კიდევ უფრო დახვეწა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და გუნდის ზრდა".

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"