📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ახალგაზრდების მხარდასაჭერად ''სპარკმა'' კიდევ ერთი პლატფორმა შექმნა pre.accelerate.ge

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სპარკი

თბილისის ბიზნეს-აქსელერატორმა „სპარკი" https://pre.accelerate.ge/-ს გააქტიურებით სტუდენტური პრე-აქსელერაციის მასშტაბები გაზარდა და დამწყებ მეწარმეებს ბიზნესის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება გაუმარტივა. თუ რას გულისხმობს საერთო პრეაქსელერაცია, რომლის ფარგლებშიც სტარტაპერებს მენტორებისა და აქტიური ტრენინგების დახმარებით შესაძლებლობა ეძლევათ ბიზნესიდეები წარმატებულ საქმიანობად აქციონ, სპარკის გუნდი გვიამბობს.

რა არის ზოგადად პრეაქსელერაცია უნივერსიტეტებში და რას გულისხმობს საერთო პრეაქსელერაცია?
პრეაქსელერაციის პროგრამა გულისხმობს სტარტაპის აქსელერაციამდე პერიოდს, რომელიც მას ამზადებს აქსელერაციის ეტაპისთვის. უნივერსიტეტების პრეაქსელერაციის პროგრამა კი მოიცავს ყველა იმ სტუდენტის დახმარებას, ვისაც ბიზნესიდეა აქვს და არ იცის როგორ აქციოს იდეა რეალობად. დახმარებაში მოიაზრება მენტორინგი, კონსულტაციები, ტრენინგები, დემო-დღისთვის მომზადება და ბევრი სხვა საკითხი. ბიზნესის სფეროს სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება. ეს მათ საშუალებას აძლევს სწავლების პირველსავე ეტაპზე ჩაიხედონ, თუ რა სირთულეებისთვის უნდა იყვნენ მზად, როგორ გაუმკლავდნენ კრიზისს, მოისმინონ სხვადასხვა სტარტაპერისა თუ მსხვილი ბიზნესების ქართულ რეალობაზე მორგებული მაგალითები.

რამდენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობთ? აპირებთ თუ არა მომავალში სხვა უნივერსიტეტების ჩართვას?
ამ ეტაპზე 5 უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ და მოლაპარაკებები გრძელდება იმისათვის, რომ პროგრამას სხვა უნივერსიტეტებიც შემოუერთდნენ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს პროგრამაში ჩართული, ასე რომ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

პროცესის შესახებ მოგვიყევი. რა ეტაპებია გასავლელი იმისთვის, რომ სტუდენტებმა პრეაქსელერაციაში მიიღონ მონაწილეობა და რას უნდა ელოდონ პრეაქსელერაციისაგან?
უპირველესად, საჭიროა გამოიყენონ ახალი პლატფორმა, სადაც ნებისმიერი სტუდენტი მარტივად შეძლებს დარეგისტრირებას.

ჯამში პროცესი 6-ეტაპიანია:

პრეაქსელერაციის გავლით, სტუდენტები შეძლებენ საჭირო კონტაქტების დამყარებას და სტარტაპის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნის მიღებას. საბოლოოდ კი, აქსელერაციის ეტაპზე გადასვლას, რაც იდეის განვითარებითა და საკუთარი კომპანიის შექმნით დასრულდება.

რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ ასაკში სწორი ბიზნესხედვების ჩამოყალიბებას და სწავლების პროცესში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას დამწყები მეწარმეებისთვის თუ ინოვატორებისთვის?
ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესხედვების ადრეულ ასაკში ჩამოყალიბება და პრაქტიკული მუშაობა როგორც დამწყები მეწარმეებისთვის, ასევე ინოვატორებისთვის. სამწუხაროდ, უნივერსიტეტში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ნაკლებად არის, სტარტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა ბიზნეს-აქსელერატორი „სპარკი" აქტიურად მუშაობს ამ ნაწილში სტუდენტების მხარდასაჭერად.

რა არის სპარკის" მიზანი? ამ ახალი პლაფორმის შექმნით, რა როლს შეასრულებს სპარკი" ქართულ ეკოსისტემაში?
„სპარკის" მიზანი, pre.accelerate-ის შექმნით, არის ახალი შესაძლებლობის გაჩენა ქართულ რეალობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საგანმანათლებლო, ასევე ბიზნესსექტორისთვის. სტუდენტებს ხშირ შემთხვევაში აქვთ ძალიან კარგი იდეა, თუმცა შესაბამისი ცოდნის, გამოცდილების არქონის შემთხვევაში, იდეა პროტოტიპირების ეტაპამდეც ვერ მიდის. „სპარკი" სწორედ ამ ცოდნისა და გამოცდილების უსასყიდლოდ მიწოდებას უზრუნველყოფს, მოცემული პლატფორმით.

სპარკი" დისტანციური რეჟიმით აქტიურად აგრძელებს მუშაობას და უამრავ საჭირო სერვის სთავაზობს ბენეფიციარებს. კიდევ რას უნდა ველოდოთ?
აქვე უნდა ვახსენოთ „სპარკის" მეორე პლატფორმა − ACCELERATE.GE, სადაც ბიზნესსუბიექტებს ვეხმარებით online-ტრენინგებით, სტატიებით თუ ტუტორიალებით, პოდკასტებით და მენტორთან უფასო კონსულტაციის ჩანიშვნით. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ბიზნესსუბიექტებისთვის, რათა შეძლონ online-სერვისებთან ადაპტაცია.

„სპარკი", როგორც იცით, თბილისის მერიის, ევროკავშირისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი