You can be on Entrepreneur’s cover!

''კრისტალ კონსალტინგ''-მა ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის მართვის მხარდაჭერის პროექტი დაიწყო

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრისტალ კონსალტინგი

„კრისტალ კონსალტინგ"-მა, "კრისტალის" შვილობილმა კომპანიამ, დაიწყო ტრენინგები მენტორებისთვის, რომლებიც კონსულტაციას, მენტორობას და ქოუჩინგს გაუწევენ ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალი"-ს არსებულ მსესხებლებს. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ქალ მეწარმეთა მხარდაჭერა ბიზნესის ეფექტურად მართვაში და გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების მიღწევაში. პროექტი ხორციელდება პროგრამის ფარგლებში „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (YES-Georgia), ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალი"-ს შვილობილი კომპანიის „კრისტალ კონსალტინგის" მიერ და მომდევნო 3 წლის განმავლობაში 500 ქალი მეწარმის მენტორობას გულისხმობს.

პროექტის შედეგად „კრისტალის" მომხმარებლები მიიღებენ:

  • კონსულტაციას, ასევე მენტორებისა და ქოუჩების მხარდაჭერას
  • ახალ ცოდნასა და უნარებს
  • ბიზნესის ანალიზს
  • ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას
  • ბიზნესგეგმის მონახაზს და საწყის ეტაპზე მის იმპლემენტაციას
  • წვდომას დამატებით ფინანსურ რესურსებზე.

ონლაინ რეჟიმში უკვე გაიმართა „კრისტალ კონსალტინგის" მენტორების პირველი სამუშაო შეხვედრა და ჩატარდა მენტორთა ტრენინგი. პროგრამაში ჩართულია ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი"-ს 5 მენტორი. შეხვედრაზე განიხილეს თუ რა მეთოდებით უნდა მოხდეს მეწარმეებთან მუშაობა, ასევე მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.

პროექტი ხორციელდება USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ფონდი ,,კრისტალი"-ს, ფინანსური ჩართულობის კომპანია ,,კრისტალი"-სა და „კრისტალ კონსალტინგი"-ს ერთობლივი მონაწილეობით. მომდევნო 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში მენტორობას გაუწევენ 500 ქალ მეწარმეს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი