You can be on Entrepreneur’s cover!

საქართველოს ბანკი დამოუკიდებლობის დღეს ნოე ჟორდანიას ხმით გვილოცავს

By ანა ბიბილეიშვილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. თბილისში, გოლოვინის (ამჟამინდელი რუსთაველის) გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა.

„საქართველოს ბანკი" საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დროშის გამოფენით უკვე რამდენიმე წელია აღნიშნავს, თუმცა გარდა ამისა, წელს 26 მაისთან დაკავშირებით, ბანკმა მოსახლეობას წარუდგინა საინტერესო ვიდეო, რომელსაც ნოე ჟორდანიას მოხსენება გასდევს ხმად. იგი საუბრობს 26 მაისზე, როგორც ქვეყნის უმთავრესი ჯილდოს მოპოვებისა და გამარჯვების დღეზე: „საქართველოს ღრუბლიან ციდან 26-მა მაისმა ჩამოანათა".

ნოე ჟორდანიას მიერ გამოთქმული ფრაზები ვიდეოში თეთრ ფონად მიჰყვება როგორც საქართველოს კულტურისა თუ ეროვნულობის გამომხატველ ისტორიულ შენობებს: ეკლესია-მონასტრებს, პარლამენტს, ისე ხიდებსა თუ კედლებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით. გარდა ტექსტისა, ვიდეოში კარგად ჩანს 1918 წლის დამოუკიდებლობის ხელმოწერილი აქტი, იური როსტის 9 აპრილის ფოტო, 2008 წლის ცოცხალი ჯაჭვი, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობა, ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს აღბეჭდილი ექიმი-წყვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის ქალები, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ფოტო, ასევე სუხიშვილები-რამიშვილები.

„26 მაისს საერთაშორისო ოჯახს მიემატა ერთი ახალი წევრი, ის შევიდა ამ ოჯახში თავისუფალი, მხიარული სახით, ნათელი აზრით", − სწორედ ეს სიტყვები გვესმის „საქართველოს ბანკის" მიერ წარმოდგენილ ვიდეოში, რომელიც სააგენტო JWT Metro-მ შექმნა.

„საქართველოს ბანკი" გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!