You can be on Entrepreneur’s cover!

მათ სჯერათ, თუ ვარსკვლავის ჩამოვარდნისას სურვილს ჩაუთქვამენ, აუცილებლად აუხდებათ კომპანია Bolt აპლიკაციაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალ კატეგორიას, "To Give"-ს ამატებს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bolt

ხშირად გაგვჩენია სურვილი დავხმარებოდით მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, თუმცა ყოველდღიურობაში ჩაფლულები ამის გაკეთებას ზოგჯერ ვერ ვახერხებთ. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს შესაძლებლობა მიგვეცა მათთვის, ვისაც ამის გაკეთების სურვილი აქვს და სულ რაღაც წამდენიმე წამში, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, გავცეთ სიყვარული ბავშვებისთვის.

კომპანია Bolt აპლიკაციაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალ კატეგორიას, "To Give"-ს ამატებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრით დაეხმარონ.

აპლიკაციაში ახალი კატეგორია 28 და 29 მაისს გამოჩნდება. მომხმარებლებს შეეძლებათ ბავშვებისთვის საჭირო და სასარგებლო ნივთების (ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები და სხვ.) გაგზავნა და ამაში Bolt-ის პარტნიორი მძღოლები დაეხმარებიან. ისინი თბილისის მასშტაბით ააგროვებენ საჩუქრებს და შემდგომ გადასცემენ თბილისის SOS ბავშვთა სოფელს. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს მომსახურება გამგზავნისთვის იქნება სრულიად უფასო.

კამპანია #Boltბავშვებისთვის მონაწილეობის მისაღებად:

  • გახსენით აპლიკაცია
  • აირჩიეთ "To Give" კატეგორია
  • თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოვა ჩვენი პარტნიორი მძღოლი და წაიღებს საჩუქრებს ბავშვებისთვის, სრულიად უფასოდ.
  • კატეგორიის გამოყენება ხელმისაწვდომი იქნება 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.
"2014 წელს როდესაც ბოლტის პირველი მგზავრობები შესრულდა თბილისში მიზანი იყო, რომ ქალაქში გადაადგილების კულტურა შეგვეცვალა და ის გამხდარიყო უსაფრთხო, კომფორტული და სწრაფი, თუმცა ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საზოგადოებისთვის სხვა მრავალი სასარგებლო საქმის გაკეთებაც შეგვიძლია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ამიტომ მომავალშიც გვექნება ბევრი სასიამოვნო სიახლე თქვენთვის."- აცხადებენ კომპანიაში.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე