ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა

ორივე საავადმყოფო „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" საკუთრებაშია
ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა
ფოტო: თიბისი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მრავალპროფილური, უმაღლესი სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით აღჭურვილი ფოთის ცენტრალური საავადმყოფო “ბომონდი“, ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო. ამოქმედდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მოეწყობა. ფოთის მოსახლეობა რეაბილიტირებულ გარემოში შეძლებს სრული ამბოლატორიული და სამეანო-გინეკოლოგიური სერვისის მიღებას. პირველ ეტაპზე საავადმყოფო 19 საწოლით აღიჭურვა, რამდენიმე თვეში კი საწოლების რაოდენობა 54-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაციები და კომპიუტერული რენტგენოლოგიური კვლევები ჩატარდება. აქვე იფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება და ემერჯენსი, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური ბოქსირებული  განყოფილებები. საავადმყოფო აღჭურვილი იქნება საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტით.

ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო “ბომონდი“ პირველ ეტაპზე  ინფექციური განყოფილების (ცხელების ცენტრი),  შემდგომ კი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კლინიკა აღჭურვილია 10 ბოქსირებული პალატით, 3 ინტენსიური დაკვირვების სივრცით, თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიითა  და ლაბორატორიით, რომლებიც მწვავე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.

კლინიკა „ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. თავდაპირველად „ბომონდი“ სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს აერთიანებდა, დღეს კი მრავალპროფილური, AC-ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა.

თიბისი ჯანდაცვის სექტორის N1 მხარდამჭერი ბანკია. ამ მიმართულებით თიბისის მიერ დაფინანსებული ბაზრის წილი 37.1%-ია.

Latest on Entrepreneur