📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''ლოგოსი'' - ხიდი საერთაშორისო წარმატებისკენ წარმატების 10 წელი

By სალომე ქუშაშვილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლოგოსი

"საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" წელს დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სკოლა კურსდამთავრებულთა დიდი წარმატებებით გამოირჩევა. არსებობის მანძილზე „ლოგოსი" 211-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათ სწავლა სოლიდური დაფინანსებებით ევროპის, ამერიკისა და საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გააგრძელეს. ლოგოსელების რჩეული უნივერსიტეტების სია ვრცელია, მოპოვებული დაფინანსების ცალკეული თუ ჯამური რაოდენობა კი შთამბეჭდავი. მოსწავლეთა მიერ საზღვარგარეთ მიღებული საერთო გრანტის მოცულობა 6 930 700 ამერიკულ დოლარს შეადგენს, საქართველოში კი 445 500 ლარს.

კითხვაზე, თუ რა არის ასეთი მასშტაბური წარმატების საფუძველი, "ლოგოსში" გვპასუხობენ, რომ სკოლა მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურიდანვე ინდვიდუალურ მიდგომას, მზრუნველ გარემოსა და მაღალი ხარისხის აკადემიურ პროგრამას სთავაზობს. სკოლის კურიკულუმი "ლოგოსის" საავტორო საგნებსა და საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამებს მოიცავს. ეს ყველაფერი კი ლოგოსელებს იმ საჭირო უნარებს და ცოდნას აძლევს, რომლებიც მათ, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, დასახული მიზნებისა და წარმატების მიღწევაში ეხმარება. სკოლის გუნდი კი მუდმივად მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განვითარებაზე მუშაობს.

College counseling-ის ინოვიციური პროგრამა ლოგოსელებს სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრასა და შესაძლო დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება. ისეთი საავტორო საგნები, როგორებიცაა „ცხოვრებისეული უნარები", "ფილოსოფიის შესავალი" და სხვა, მოსწავლეებს ახალ, ინტერკულტურულ გარემოსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ადაპტაციაში ეხმარება. ლოგოსელები თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას მსოფლიოს ყველა კუთხეში ახერხებენ. მიღწეული შედეგები იმის დასტურია, რომ "საერთაშორისო აკედემია ლოგოსის" კურსდამთვრებულები გლობალიზებული სამყაროს გამოწვევებისთვის მზად არიან და, რომ სკოლა სწორი მიმართულებით ვითარდება.

"ლოგოსში" სწავლის მსურველთათვის რეგისტრაცია დასასრულს უახლოვდება. რეგისტირებული აპლიკანტებისთვის მისაღები გამოცდა 20 ივნისს ჩატარდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული