You can be on Entrepreneur’s cover!

რას წაიკითხავთ Entrepreneur-ის მაისის ნომერში? ახალი ნომერი ტრადიციულად საინტერესო თემებით!

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ჟურნალ Entrepreneur-ის მაისის ნომერი გამოვიდა და, ტრადიციულად, საინტერესო თემებს გთავაზობთ საქართველოს და მსოფლიოს ანტრეპრენერული სამყაროდან:

წაიკითხეთ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორის გიორგი შარაშიძის ედითორიალი – ამ ომსაც მოვიგებთ!

ანტრეპრენერთათვის ცხადია, რომ ეს არ არის დასასრული, არამედ ეს მხოლოდ ახლის დასაწყისია. ისინი ახალი ენერგიით, ახალი იდეებით, ახალ რეალობასთან ადაპტირებულნი მეტი სასიცოცხლო ძალით ივსებიან და მიუხედავად მოულოდნელად თავსდატეხილი სტიქიისა, უარს არ ამბობენ საკუთარი ოცნებების რეალიზაციაზე.

ანტრეპრენერებს ესმით, რომ დღეს სამყარო ერთ დიდ ომშია. თუმცა მათ იციან, რომ ამ ომს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება. შესაძლოა, ეს ომი დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ გამარჯვება გარდაუვალია!

Now this is not the end. It is not even the beginning of the end. But it is, perhaps, the end of the beginning – Sir Winston Churchill.

მადლობა, სერ!

ამ ომსაც მოვიგებთ!

სტატია სრულად იხილეთ ბმულზე.

ნომრის თემა: „ბილაინის" დროული პასუხი კრიზისს

„ვიონი საქართველოს" (ბრენდი „ბილაინი") გუნდი 1.3 მილიონ კლიენტს ანჯეი მალინოვსკის ხელმძღვანელობით ემსახურება. Covid-19-ით გამოწვეული რეალობა ანტრეპრენერული ხედვების გენერალური დირექტორისა და კომპანიისთვის დაბნეულობის მიზეზი არ გამხდარა, რადგან დისტანციური მუშაობა აქ სიახლეს არ წარმოადგენს. საერთო გუნდური ძალისხმევით, გამოწვევებთან გამკლავების გამოცდილებას ანჯეი Entrepreneur-ს უზიარებს: „ნებისმიერი კრიზისის დროს, ჩვენი ლოკალური და გლობალური პრიორიტეტები თითქმის ერთნაირია: ჩვენი გუნდის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ჩვენი მომხმარებლის მუდმივი მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის მუშაობა. ეპიდემიის გავრცელებისთანავე, თანამშრომელთა უმრავლესობა ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე".

გაეცანით Entrepreneur სიახლეებს:

  • თიბისისა და VISA-ს ერთობლივი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად
  • „ელექსირი" − წყალი სიცოცხლისთვის
  • საქართველო გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმა edX-ს უერთდება
  • „საქართველოს ბანკი" − ინოვაციური პროდუქტებით სრული კომფორტისკენ

„შიკრიკი": სანდრო ლილუაშვილისა და ირაკლი ბურჭულაძის ახალი ბიზნესი

სიტყვა „შიკრიკი" ძველად ერთგვარ კურიერს წარმოადგენდა და მისი პირდაპირი მოვალეობა ერთი წერტილიდან მეორე, მიზნობრივ წერტილამდე წერილის ან გზავნილის მიტანა იყო. დღეს კი ამ სახელწოდებით საქართველოში ქართული კაპიტალით დაარსებული, საკურიერო მომსახურების კომპანია „შიკრიკი" გამოჩნდა, რომელიც სასურველი ნივთების ადგილზე მიტანას სწრაფად უზრუნველყოფს. „შიკრიკის" დამფუძნებლები სანდრო ლილუაშვილი და ირაკლი ბურჭულაძე არიან. კომპანია უკვე 30-ზე მეტ კურიერს ასაქმებს, ყოველდღიურად კი ასობით ფიზიკურ პირსა და 50 კორპორაციულ დამკვეთს ემსახურება.

ოფისში: Wayfair

Wayfair-ის ბოსტონის სათავო ოფისში ყოველი სართული საკუთარი სტილით გამოირჩევა. აქ $8.6 მილიარდად ღირებული ელექტრონული კომერციის გიგანტის მთელი პროდუქციაა წარმოდგენილი. ყოველ სართულს, ესთეტიკის მიუხედავად, ისეთი დიზაინი აქვს, რომ თანამშრომლობას უნდა შეუწყოს ხელი.

ბიზნესი VS კორონავირუსი

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი კვლავ დიდ გამოწვევად რჩება მთელი მსოფლიოსთვის. ვაგრძელებთ რუბრიკას ბიზნესი VS კორონავირუსი. ჩვენი კითხვები კვლავ იგივეა – ვინ როგორ უმკლავდება კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ გლობალურ კრიზისს? როგორ პასუხობენ ახალ გამოწვევებს?

„საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" − წარმატების 10 წელი

კერძო სკოლა „საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 2010 წელს გამოჩნდა და დღეს საიუბილეო 10 წლისთავს ზეიმობს. დღეს „ლოგოსელები" წარმატებით და დიდი დაფინანსებებით საქართველოს, ევროპისა და აშშ-ის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას.

ახალგაზრდა მეწარმეები კორონავირუსის შესაკავებლად

ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, ფონდმა „კრისტალი" USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწია ონლაინჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19, რომლის მიზანს ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნესიდეების გენერირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

„სპარკი" − ბიზნეს-აქსელერატორი მრავალფეროვანი შეთავაზებებით

„სპარკი" ევროკავშირის თანადაფინანსებით თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დამსაქმებელთა ასოციაციის" ერთობლივი მუშაობით შეიქმნა და დამწყები თუ უკვე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„სეიფსეპტი" – ბუნებრივი კომპონენტებისგან შექმნილი სადეზინფექციო საშუალებები

ბრენდი „სეიფსეპტი" 2019 წლის დასაწყისში დაარსდა, თუმცა იდეა 2018 წელს გაჩნდა, როცა კომპანიის დამფუძნებელს მცირეწლოვანი შვილის ნივთებისთვის უნდოდა უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალების შეძენა, მაგრამ ადგილობრივ აფთიაქებსა თუ მარკეტებში მსგავსი რამ ვერ მოიძია.

კორონავირუსის კარანტინის შემდეგ, „ნეტფლიქსზე" ხელმომწერთა უდიდესი ზრდაა

ნაკადურ ვიდეოსერვისს რეკორდული − 15.77 მილიონი ფასიანი ხელმომწერი დაემატა პირველ კვარტალში, ზუსტად მაშინ, როდესაც COVID-19-მა მთელი სამყარო აიძულა, შინ დარჩენილიყვნენ.

იდეა: 15+ ბიზნესიდეა კორონავირუსის პანდემიის დროს

ტვინზე სათანადო იერიში შემოქმედებით აზროვნებაში დაგეხმარებათ და კრიზისის პირობებშიც კი ახალ იდეებს აღმოგაჩენინებთ. გაეცანით 15+ ბიზნესიდეას კორონავირუსის პანდემიის დროს. როგორც ხედავთ, შესაძლებლობა ბევრია. მთავარია მათი დანახვა, სწორად და დროულად რეალიზაცია!

როგორ უნდა მიაღწიოთ გუნდის ერთიანობას დისტანციური მუშაობისას

ახლანდელი კრიზისი გაცილებით მეტ თანამშრომელს აიძულებს დისტანციურად იმუშაონ, და ამიტომ, შესაძლოა სამუშაო ძალა უფრო მეტად შეიცვალოს უახლოეს მომავალში.

ქველმოქმედების 3 გზა ფინანსური ინვესტირების გარეშე

დიახ, თქვენც შეგიძლიათ ამ მძიმე დროში საკუთარი წვლილის შეტანა, როდესაც მილიონობით ადამიანი გადარჩენისთვის იბრძვის. სტატიიდან გაიგებთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს.

ანტრეპრენერები სერიოზულად დააზარალა კორონავირუსმა − გადარჩენის რა გზები არსებობს?

კორონავირუსის დროს მცირე ბიზნესკომპანიები ხანდაზმულებივით დაუცველები არიან. მათ შორის ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ გლობალურ ეკონომიკურ ვარდნას ვერ გადაურჩებიან. და მაინც, გადარჩენის რა გზები არსებობს?

რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადი სურათის დანახვა?

როდესაც მთის მწვერვალზე ადიხართ, სულ სხვაგვარად შეგიძლიათ იქიდან ყველაფრის დანახვა. ზოგადი სურათის დანახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის გასაცნობიერებლად, თუ რა არის შესაძლებელი ახლა და რა იქნება მომავალში.

ანტრეპრენერობა გსურთ? იმაზე გაამახვილეთ ყურადღება, რაც აზრს სძენს თქვენს ცხოვრებას

გაეცანით იმ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანებს ანტრეპრენერობისკენ უბიძგებს. აღმოჩნდა, რომ ეს არც მხოლოდ ფულია, არც წარმატება, და წარმოიდგინეთ, არც ბიზნესის წარმოება. მაშ, რა არის? – ამას სტატიიდან შეიტყობთ.

სტარტაპების დამფუძნებლებმა საკუთარ თავს არ უნდა მისცენ ფსიქიკური ჯანმრთელობის იგნორირების უფლება

მართალია, სტარტაპის შექმნას და ზრდა-განვითარებას კმაყოფილების დიდი გრძნობა მოაქვს, მაგრამ ის ამავე დროს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მიხედეთ მას!

დალაი ლამა: მხოლოდ ლოცვა არ არის საკმარისი

დალაი ლამა იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა ვებრძოლოთ კორონავირუსს ერთმანეთისთვის თანაგრძნობის გამოცხადებით: „ეს კრიზისი უჩვენებს, რომ სადაც შეგვიძლია, ყველამ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა".

როგორ უნდა შეაფასოთ და გააკონტროლოთ, ჩართულები არიან თუ არა თქვენი თანამშრომლები სამუშაოში

ყოველთვის არ არის მარტივი იმის განსაზღვრა, არიან თუ არა თანამშრომლები ჩართულნი სამუშაოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ ფიზიკურ სივრცეში არ მუშაობთ. ძნელი დასადგენია, რა ხდება კომპიუტერის ეკრანის მეორე მხარეს. თუ არც ისე ძნელია?

შეგახსენებთ, რომ ჟურნალ Entrepreneur-ის მაისის ნომრის შეძენა შეგიძლიათ Entrepreneur Shop-ზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"