You can be on Entrepreneur’s cover!

''საერთაშორისო აკადემია ლოგოსის'' მოსწავლეები ორმაგი დიპლომის აღებას შეძლებენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლოგოსი

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი", რომელიც მუდმივად სიახლეების შეთავაზებით გამოირჩევა, ამჯერად მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ამერიკული სკოლის ორმაგი დიპლომის პროგრამის გავლის შესაძლებლობას სთავაზობს. ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატთან ერთად, ისინი ამერიკული სკოლის დიპლომის აღებასაც შეძლებენ.

აღნიშნული პროგრამა ციფრული განათლების ინოვაციური პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები მშობლიურ სკოლაში სწავლის პარალელურად, ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან და მას ონლაინ სწავლის მეთოდით დაამთავრებენ.

დისტანციური სწავლების მეშვეობით, მოსწავლეები ამერიკულ სკოლაში (AHS – American High School) ირიცხებიან. დიპლომის მისაღებად, მათ მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით 24 კრედიტი – 18 კრედიტი „საერთაშორისო აკადემია ლოგოსში", ხოლო 6 კრედიტი AHS – American High School-ში უნდა გაიარონ.

„ორმაგი დიპლომის პროგრამის მეშვეობით, მოსწავლეები იძენენ წვდომას ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემასა და ამერიკელ პროფესორ-მასწავლებლებზე ყველგან, სადაც ინტერნეტია. „საერთაშორისო აკადემია ლოგოსში" სწავლის პარალელურად, ისინი გადიან 2 ან 3-წლიან პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ, ფლობენ როგორც ქართულ ატესტატს, ასევე ამერიკული სკოლის დიპლომს. ამერიკულ სკოლაში სწავლება სრულად ინგლისურენოვანია. ამ პროგრამის მეშვეობით, მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლობას სასწავლო პროცესისა და დროის მართვის მხრივ. ისინი ემზადებიან საზღვარგარეთ საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის და იძენენ უფრო მეტ აკადემიურ უნარს. მოსწავლეები ასევე სწავლობენ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას განათლების მიღების მიზნით, რაც დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა მთელ თანამედროვე მსოფლიოში", – გივი გუნცაძე, პროგრამის მენეჯერი.

ორმაგი დიპლომის პროგრამის ხანგრძლივობა 2 ან 3 წელია.

პროგრამის მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემო
  • სწავლა მხოლოდ ინგლისურ ენაზე
  • ახალი ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში
  • მოსწავლეთა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი
  • მეტი წვდომა ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებზე
  • მოსწავლეთა მომზადება 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის
  • მენტორის დახმარება „საერთაშორისო აკადემია ლოგოსში"
  • წვდომა ამერიკელ მასწავლებლებთან ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით

პროგრამა არის სრულად აკრედიტებული ორგანიზაცია AdvancED-ის (SACS CASI) და აღიარებული აშშ-ის განათლების დეპარტამენტის მიერ (U.S. Department of Education). მიღებული დიპლომი ნებისმიერი ამერიკული სკოლის დიპლომის იდენტურია. აღსანიშნავია, რომ ამერიკული სკოლის დიპლომის აღება დამოკიდებულია „საერთაშორისო აკადემია ლოგოსის" პროგრამით გათვალისწინებული 18 კრედიტის აღებასა და შესაბამისად, სკოლის წარმატებით დამთავრებაზე. ამერიკული დიპლომის მისაღებად, სწავლის პერიოდში მოსწავლეებს მინიმალური GPA 2.0 (4.0-დან) მოეთხოვებათ.

პროგრამაზე მიღება მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"