You can be on Entrepreneur’s cover!

ბიზნესი VS კორონავირუსი - დიანა ბურდული ბიზნესი გვესაუბრება კრიზისის მართვის შესახებ!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

„კოვიდ-19" გლობალური გამოწვევაა. არ არსებობს სფერო, რომელზეც პანდემიამ გავლენა არ მოახდინა. რთულია, გავთვალოთ ხვალინდელი დღე, თუმცა ძალისხმევას არ ვიშურებთ პოტენციური რისკ-ფაქტორების აღმოსაფხვრელად და ჩვენი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. სირთულეებთან გამკლავების მთავარი ინსტრუმენტი, ჩვენს შემთხვევაში, თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთან ღია კომუნიკაციაა.

მოცემულ სიტუაციაში ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ და ამავდროულად, გარკვეული შესაძლებლობები დავინახოთ. ახლა ყველაფერი უფრო ციფრულია და ჩვენც გაცილებით მოქნილები ვხდებით. დისტანციურად მუშაობის გეგმა, რაზეც HR-სამყარო უკვე წლებია მსჯელობს, ახლა რეალობად იქცა. პროდუქტიულობის ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, როგორ ვმართოთ დისტანციური სამუშაო პროცესი, როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია ჩვენს თანამშრომლებს და შევუქმნათ სათანადო პირობები.

ვამაყობ, რომ „პაშა ბანკშიც" და „რე|ბანკშიც" სრულად შევინარჩუნეთ თანამშრომლები, შევუქმენით სამუშაო პირობები და უზრუნველვყავით უწყვეტი ფუნქციონირება. ბანკის მენეჯმენტმა მაქსიმალურად დროულად მოახდინა სიტუაციაზე რეაგირება. თანამშრომლები ვირუსისგან თავდაცვისთვის საჭირო ყველა ნივთით აღვჭურვეთ. ბექოფისის თანამშრომლებისთვის გაიწერა დისტანციურად მუშაობის გეგმა და ჯერ კიდევ სამთავრობო რეკომენდაციამდე გააქტიურდა სქემა.

ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლებით, რომლებიც გვერდით უდგანან ბანკს, განსაკუთრებით, ფრონტ-ოფისის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად ემსახურებიან ჩვენს კლიენტებს.

მე მჯერა, რომ დამსაქმებელსა და თანამშრომელს შორის ემოციური კავშირი, ჩართულობა და ლოიალობა არ იზომება სტაბილურობის პერიოდებში. სწორედ გამოწვევის დროს ჩანს ყველაზე ნათლად, რამდენად შეძლო დამსაქმებელმა, ჩამოეყალიბებინა ეს ემოციური ბმული.

ენდეთ თქვენს თანამშრომლებს, მიეცით საქმის კეთებისა და შეცდომის უფლება, უბიძგეთ ინოვაციისკენ, დააფასეთ მათი შრომა. კონცენტრირდით მიღწეულ შედეგზე და არა პროცესზე. ახლა მხოლოდ ამ გზით შეინარჩუნებთ პროდუქტიულობას და პანდემიის დასრულების შემდეგ მიიღებთ ლოიალურ თანამშრომლებს. ჩვენ ამისი გვჯერა და ყველა ნაბიჯის გადადგმისას ვხელმძღვანელობთ ამ მიდგომით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"