8000 მოსავლის ღვინის ყუთი - სიახლის მოლოდინი

არ იცი, რა მოგივა, მაგრამ იცი, რომ ის აუცილებლად საინტერესო იქნება

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია 8000 მოსავალი ახალ პროდუქტს წარმოგვიდგენს, რომლითაც ღვინოსთან ურთიერთობასა და მისგან მიღებულ გემოვნურ გამოცდილებებს უფრო საინტერესოს ხდის. თუ რას გულისხმობს ღვინის ყუთი, ამის შესახებ Entrepreneur-ს კომპანიის თანადამფუძნებელი, ირაკლი ჩხაიძე ესაუბრა:

ღვინის ყუთი – ასე ჰქვია ჩვენს ახალ პროდუქტს, რომელიც არსობრივად გულისხმობს ღვინის ყოველთვიურ გამოწერას. გამომწერი სასურველ დროსა და ადგილას იღებს 8000 მოსავლის მიერ შერჩეულ ღვინოს მათივე შევსებული კითხვარის გათვალისწინებით. კითხვარი შეეხება მათ გემოვნურ მოლოდინსა და სურვილებს.

როგორც აღმოჩნდა, მთავარი, რასაც ღვინის ყუთით ვყიდით, არის სიახლის მოლოდინი, რადგან სასურველ ღვინოსთან ერთად, იქ ახალი აღმოჩენები ელოდებათ გამომწერებს.

8000 მოსავლის არაერთი სტუმარი ახალი ღვინის დაგემოვნებას ვერ ბედავს და მაღაზიაში ყოველი სტუმრობისას მხოლოდ ნაცნობ ღვინოს მიირთმევს. ვფიქრობთ, ამ ადამიანებმა ღვინის გასინჯვაში მეტი გაბედულება ჩვენ უნდა მოგვანდონ. ღვინის ყუთის პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი სწორედ ესაა – არ იცი, რა მოგივა, მაგრამ იცი, რომ ის აუცილებლად საინტერესო იქნება, რადგან ეს ღვინოები შენი მინიშნებების მიხედვით არის შერჩეული და ამასთან, ფარული დეგუსტაციის შედეგად მაღალი შეფასების მქონეა.

ამ პროდუქტის შექმნით, ჩვენი მიზანია, ღვინის სმის გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ.

რა არის გამოწერის საფასური და რას იღებს გამომწერი ამ ფასად?
ჩვენ რამდენიმე პაკეტი შევქმენით, რომლებიც განსხვავდებიან ღვინის ბოთლების რაოდენობით. ყველაზე იაფი 33 ლარი ღირს და მისი გამოწერის შემთხვევაში, მიიღებთ ერთ ბოთლ ღვინოს, როგორც უკვე ვთქვით, თქვენი გემოვნების გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ამასთან ერთად თქვენ გეკუთვნით:

  • მთელი თვე საიტიდან ღვინის შეძენის შემთხვევაში უფასო მიწოდების სერვისი.
  • პერსონალური სომელიეს მომსახურება, რაც გულისხმობს ნებისმიერ დროს ღვინოსთან ან 8000 მოსავალთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციას. მაგ: ხშირად ხდება, როდესაც მოვხდებით გარემოში, სადაც ღვინის დიდი არჩევანია და რთულია გადაწყვეტა, რომელი მივირთვათ. ამ შემთხვევაში, სატელეფონო ზარით, ან მიმოწერითაც შეგიძლიათ თქვენს პერსონალურ სომელიეს მიმართოთ, რომელმაც უკვე იცის თქვენი გემოვნება და დაგეხმარებათ არჩევაში.
  • ღვინო, რომელსაც გამოწერისას მიიღებთ, ყოველთვის იქნება უფრო დაბალ ფასად, ვიდრე მაღაზიაში გაიყიდება. ამ შემთხვევაში, ღვინო, რომელსაც მიიღებთ, მაღაზიაში ყოველთვის ეღირება 33 ლარზე მეტი.
  • და როგორც ზემოთ ვახსენეთ, რატომაც ჩვენს გამომწერებს მოსწონთ ეს პროდუქტი, ალბათ არის სიახლე, რომელსაც მთელი თვე ელოდებიან.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ გამოწერის შემთხვევაში, არ ყიდულობთ მხოლოდ ღვინოს. მასთან ერთად არის მთელი ამ სარგებლების ერთობლიობა.

როგორია უშუალოდ პროცესი – გამოწერიდან ღვინის მიღებამდე?
გამოწერის მსურველი 8000 მოსავლის საიტს უნდა ესტუმროს და მარტივი ონლაინოპერაციით გამოიწეროს მისთვის სასურველი ღვინის ყუთი. ამის შემდეგ ის ელექტრონულ ფოსტაზე კითხვარს მიიღებს, რომლის შევსების შემდეგაც პასუხებს ჩვენი სომელიეები გააანალიზებენ და ყუთის დაკომპლექტებასაც მასზე დაყრდნობით დაიწყებენ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ღვინის არჩევა ჩვენს მაღაზიაში ახალშემოსული ღვინოებიდან ხდება. ჩვენთან ყოველთვიურად დამოუკიდებელი დეგუსტატორების მიერ ფარული დეგუსტაციის გზით დაახლოებით 100-მდე ღვინო ისინჯება, დახლებზე კი მათგან საუკეთესო ხვდება. ყუთისთვის ღვინის შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სწორედ ამ ახალი ღვინოებიდან საუკეთესო შეფასების მქონეთ.

ღვინის გასინჯვის შემდეგ, გამომწერს მის პერსონალურ სომელიესთან საკუთარი შეფასების გაზიარება შეუძლია, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მიუახლოვდეთ მათთვის სასურველ გემოებს.

ღვინის ყუთის გაგზავნის დროს, ერთგვარ სიახლესაც ვთავაზობთ გამომწერებს 3 სხვადასხვა სტიკერის სახით.

1. „ღვინო თქვენი გემოვნებით“ – ვაკრავთ იმ ღვინოს, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია მის მოლოდინთან.

2. „წესით, მოგეწონებათ“ – ეს სტიკერი ეკვრება ღვინოს, რომელიც შესაძლოა ზუსტად არ ემთხვეოდეს მის სასურველ ჯიშს, ან პირობითად რეგიონის ღვინოს, მაგრამ ვფიქრობთ, ღვინის გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, მომხმარებელს ეს უნდა მოეწონოს და ახლის გასინჯვის საშუალებას ვაძლევთ.

3. „ეს ჩვენთვისაც ახალია“ – ეს უკვე ის ღვინოა, რომელიც ჩვენთვისაც აღმოჩენა ხდება ტექნოლოგიური, არომატული, გემოვნური თუ ჯიშური თვალსაზრისით, და გვსურს ის სხვებსაც გავუზიაროთ. ეს ადამიანები სწორედ ის ხალხია, ვისაც უპირველესად უნდა გავუზიაროთ ჩვენი აღმოჩენები.

კითხვარის შევსების დროს, გამომწერი უთითებს თარიღს, თუ რომელ რიცხვში სურს ღვინის ყუთის მიღება და ყოველთვე ავტომატურად იღებს მას მითითებულ მისამართზე. ასევე, გამომწერს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს პერსონალურ სომელიეს და გააუქმოს გამოწერა.

Latest on Entrepreneur