მართვა კრიზისის დროს: ყველაფერი შემდეგი წესით დაახარისხეთ - ''ახლა, შემდეგ ჯერზე, ან მოგვიანებით'' იმაზე გაამახვილეთ ყურადღება, რისი გაკეთებაც დღეს არის აუცილებელი და ნუ შეგიპყრობთ ის, რისი განსაზღვრაც ხვალ არ შეგიძლიათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

კორონავირუსისგან მიღებული ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი, თუნდაც პანდემიის ადრეულ ეტაპზე ის არის, რომ ვერასოდეს შეძლებთ ყველაფრის დაგეგმვას.

თუმცა, შემდეგმა გაკვეთილმა გარკვეული იმედი უნდა ჩაგისახოთ. როდესაც მოულოდნელი კატასტროფები ხდება, უკიდურეს შემთხვევაში ის მაინც შეგიძლიათ, გაცილებით მოქნილი გახდეთ, რადგან ეს კატასტროფები აუცილებლად მოხდება.

მე ამას საკუთარი თვალებით ვხედავ, როდესღაც IBM Watson-ის მთავარი კონსტრუქტორი ვიყავი, ახლა კი უძრავი ქონების მართვის სექტორში ვარ. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ჩინოვნიკებმა პანდემიის გამო ადგილებზე დარჩენის ბრძანება გასცეს, შექმნილი ვითარება მეიჯარეებს დააწვა და კომერციული ობიექტებისადმი ინტერესი შეამცირა, რამაც გვაიძულა სერიოზულად დავფიქრებულიყავით, თუ როგორ უნდა გავმხდარიყავით უფრო მოქნილები.

აქედან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: დრო არ უნდა დავკარგოთ სამუშაოს წინასწარ დაგეგმვაზე.

ნაცვლად ამისა, კრიზისების დროს გადაწყვეტილებების მისაღებად, ერთი სისტემა დავნერგეთ: „ახლა, შემდეგ ჯერზე და მოგვიანებით". დღეს, პანდემიის მიუხედავად, ეფექტურად ვაღწევთ პროგრესს საკითხებში, რომლებსაც ვაკონტროლებთ, და სანაცვლოდ, ძვირადღირებულ დროს ვიღებთ იმ ცვლილებებისთვის მოსამზადებლად, რომლებიც შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს უახლოეს მომავალში.

და რა არის პირველი?

„დღეს, შემდეგ ჯერზე და მოგვიანებით" დროის მენეჯმენტის რთული სტრატეგია სულაც არ არის. ის უბიძგებს ადამიანებს დაუყოვნებლივ კონცენტრირდნენ გადაუდებელ საქმეებზე, თვალყური მიადევნონ იმას, რაც ხვალ უნდა გაკეთდეს და გადადონ გაუთვალისწინებელ ვითარებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, რომლებიც საკმაოდ ბევრ უცნობ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ყოველ ნაბიჯს თავისი ქვენაბიჯები აქვს. იმის დასადგენად, თუ რას მოითხოვს კომპანიის რესურსები ახლა, აღმასრულებლებმა, როგორც სამუშაო ადგილას, ისე გარეთ, ეფექტურად უნდა შეაგროვონ ინფორმაცია: რომელი თანამშრომლები ადევნებენ თვალს კლიენტებს, ინვესტორებს, მომწოდებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს კრიზისის დროს? იციან კი ხელმძღვანელებმა საზოგადოებრივი დირექტივების შესახებ, რომლებიც ყოველდღიურად იცვლება? გადიან კი პირველი რიგის თანამშრომლები საუკეთესო მომზადებას? დრო არ ითმენს, ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია.

იგივენაირად უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა, თუ რა იქნება შემდეგ. მაგრამ შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად, ლიდერებმა აუცილებლად უნდა დაამუშაონ მექანიზმები, რომელთა მიხედვითაც პრიორიტეტულად მოკლე და საშუალოვადიანი მიზნები მიიჩნევა. შეძლებენ თუ არა კომპანიების ხელმძღვანელები შიდა სტრუქტურებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ შეუფერხებლად განხორციელებას დადგენილ ვადებში? თუ მათ შეკრებები უნდა ჩაატარონ, რაც საკმაოდ შრომატევადი იქნება, მაგრამ უკეთეს გადაწყვეტილებებთან მიიყვანთ?

დაბოლოს, საკვანძო მომენტს წარმოადგენს ზოგიერთი გადაწყვეტილების გაცილებით გვიანი ვადისთვის გადადება. ეს ერთადერთი საშუალებაა, კომპანიას მაქსიმალური რეაქცია ჰქონდეს ამ მომენტისა და შემდეგი დღისთვის.

მაგრამ დაგეგმარება ცუდია?

ნორმალურ დროში, ნებისმიერ ბიზნესს თავისი გეგმა უნდა ჰქონდეს. მაგრამ ვერ დაგეგმავთ გაუთვალისწინებელ გარემოებებში, როდესაც ბიზნესკლიმატი შესაძლოა შეიცვალოს, როდესაც ახალი კანონები და წესების შემოღება გარდაუვალად მოხდება და როგორც ჩვენი ახლანდელი კრიზისის დროს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას მუდმივად ემუქრება საფრთხე და ყოველდღიურად იცვლება მოვლენები. ამ მომენტში დაგეგმარებაზე ფიქრი უბრალოდ დროის დაკარგვაა.

რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად? სწრაფ რეაგირებაზე უნდა გაამახვილოთ მთელი ყურადღება. ისე უნდა გაანაწილოთ რესურსები, რომ ეს მაშინვე დაგეხმაროთ. ამგვარად, თქვენ არ დაგეხარჯებათ დრო და ფული მოძველებული გეგმების გადახედვაში.

ეს სტრატეგია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას არ ნიშნავს. საუბარია იმაზე, რომ გადაუჭრელი საკითხები მეორე პლანზე უნდა გადავიდეს, ვიდრე ამისთვის შესაფერისი დრო არ დადგება. როგორ უნდა გაიგოთ, რომ შესაფერისი დრო დადგა? ამას აუცილებლად იგრძნობთ, თუ თვალყურს ადევნებთ, რა არის საჭირო ახლა, ყურადღებას ამახვილებთ იმაზე, რაც შემდეგ ჯერზე იქნება აუცილებელი და არ დახარჯავთ ენერგიას იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებსაც იცით, რომ შეგიძლიათ მოგვიანებით გაუმკლავდეთ.

როგორც აკეთებენ ამას მფრინავი-გამანადგურებლები

შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს კონცეპტუალური მოდელი აქვთ დანერგილი მფრინავი-გამანადგურებლებისთვის, სახელად OODA, რომელიც გულისხმობს დაკვირვებას, ორიენტირებას, გადაწყვეტილების მიღებას და მოქმედებაზე გადასვლას. ეს მოდელი თქვენც დაგეხმარებათ კრიზისების მართვაზე ფიქრის დროს. ციკლის უმთავრესი ნაბიჯი ორიენტაციაა, ანუ სისუსტეების, ძლიერი მხარეების, აკვიატებული აზრების, წინა გამოცდილების და ბოლოდროინდელი ანალიზის კატალოგიზაცია, და შემდეგ ამ მონაცემების გამოყენება მიმდინარე საკითხების გადასაჭრელად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ იცით თქვენი მისია, თქვენ და თქვენი გუნდი გულწრფელი და გამჭვირვალე ხართ ერთმანეთთან, და ზუსტად იცით, რა არის გადაუდებელი და რა არა, მაშინ ზუსტად უნდა იცოდეთ, რა არის აუცილებელი ახლა, და რის გადადება შეიძლება შემდეგისთვის.

რისკის მენეჯერები უმთავრესად ისეთ გარემოებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც უშუალოდ ახდენს გავლენას მათ კონკრეტულ ინდუსტრიაზე და ეს გასაკვირი არ არის. ფინანსური ინსტიტუციები საკრედიტო კრიზისის შემთხვევაში თავიანთ ფინანსურ ბერკეტებს აკონტროლებენ, ტექნოლოგიური კომპანიები თავის უსაფრთხოებას აძლიერებენ, რომ თავიდან აიცილონ ჰაკერული თავდასხმები. მწარმოებლები დეფიციტის შემთხვევაში სარეზერვო მიმწოდებლებს ეძებენ.

ამგვარი დაგეგმარება, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია

მაგრამ როდესაც ექსტრემალური ან უპრეცედენტო მოვლენები ხდება, ეს გეგმები არასოდეს ამართლებს, იმიტომ, რომ ისინი, როგორც წესი, ბიზნესის მხარდაჭერაზეა მიმართული, და არა მასობრივი კატასტროფის გამკლავებაზე, რომლისთვის მომზადებაც ვერავინ შეძლო. თუ ხელმძღვანელებმა იციან თავიანთი კომპანიების ორიენტაცია, მათ დაუყოვნებლივ შეუძლიათ გამოიყენონ „ახლა, შემდეგ ჯერზე და მოგვიანებით". მათ შეუძლიათ სწრაფად გამოყონ ერთმანეთისგან სასიცოცხლო და ნაკლებ მნიშვნელოვანი მოთხოვნები, და როგორღაც გადაიტანონ თავს დამტყდარი ქარიშხალი, ვიდრე ის გადაივლის.

მთავარი მიზანი ამ გაურკვევლობაში გარკვევა კი არ არის, არამედ აზროვნების გარკვეული მოდელის გამოყენებაა იმ შემთხვევებში, როდესაც ძალიან ადვილია თავის დაკარგვა. უმჯობესია, ახლავე თქვათ უარი ხუთწლიანი გეგმების დასახვაზე… და მზად იყოთ იმ სიურპრიზებისთვის, რომელსაც მომავალი მოგიტანთ და რომელთა პროგნოზირებაც შეუძლებელია.

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ლიდერობა 4.0 ანუ რა კომპეტენცია გამოარჩევს მომავლის ლიდერებს

"იყო მოტივირებული და ცნობისმოყვარე, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე იყო ჭკვიანი".- ჯეიმს ქლეარი