You can be on Entrepreneur’s cover!

''კრისტალმა'' ანა გოგუაძეს მზიურის კაფეს სესხის დარჩენილი ნაწილი დაუფარა "აი უბრალოდ გახარებული კი არ ვარ, გულწრფელად გაოგნებული ვარ"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

"ვრეკავ კრისტალში, მზიური პერიოდულად სარგებლობს მათი უპროცენტო სესხით რაც სოციალური საწარმოებისთვის აქვთ. 917 ლარი გვქონდა დარჩენილი, წინასწარ დავფარავ-თქო. დღეს მირეკავენ - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაჩუქეთ ეგ თანხა მოახმარეთ მზიურის კაფესო. აი უბრალოდ გახარებული კი არ ვარ, გულწრფელად გაოგნებული ვარ ამ კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობით. ახალ წელს 5000 ლარი რო გვაჩუქეს, 4-ანი გაზქურა ვიყიდეთ, შიდა მაგიდები შეცვცვალეთ, ახლა კიდე ეს....... მადლობა არის ძალიან ბანალური იმასთან შედარებით რაც თქვენ გაგვიკეთეთ.

Crystal • კრისტალი ჩვენი პატარა სანაყინეს გახსნაზე გელით. ყველაფრისთვის დიდი მადლობა ყველა ჩვენი თანამშრომლის სახელით." - ცოტა ხნის წინ გაგვიზიარა ქართველმა ანტრეპრენერმა ანა გოგუაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ეს სასიამოვნო ამბავი.

ანა გოგუაძის „წარმოუდგენელი" პროექტი

„შენობა, რომელშიც ამჟამად „მზიურის კაფე" ფუნქციონირებს, ნანგრევებად იყო ქცეული. 2015 წელს საქართველოში სოციალური საწარმო ახალი ხილი იყო. მეგობარმა ამიხსნა, რას ნიშნავდა ეს ტერმინი. ასე გამიჩნდა იდეა, ამ ნანგრევებში კაფე გაკეთებულიყო, რომელიც „მზიურს" თავდაპირველ ფუნქციას დაუბრუნებდა. თუმცა ყველა მეუბნებოდა, რომ ვერ იმუშავებდა, 3 თვეში დაიხურებოდა".

როდესაც ანა გოგუაძის იდეას აღმსრულებელი არ გამოუჩნდა, გადაწყვიტა, ნაბიჯი თავად გადაედგა. „მზის ფესტივალის" ორგანიზატორებთან ერთად საჯარო პროექტი მოამზადა, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა. ქალაქ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა. ანა გოგუაძე სოციალური საწარმოს გახსნის მიზნით ითხოვდა ნანგრევები მათთვის გადაეცათ. ვინაიდან, სოციალური საწარმოს შემოსავალი იშვიათად წვდება იჯარის ხარჯებს, იდეა კი ჩანასახშივე სოციალური იყო, ინიციატორებს სახელმწიფო სტრუქტურის ყურადღების იმედი ჰქონდათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"