You can be on Entrepreneur’s cover!

რატომ არის ძლიერი აზროვნება წარმატებული ანტრეპრენერული კარიერის საფუძველი წარმატებულ ანტრეპრენერებს, როგორც წესი, ისეთი სიტყვებით ახასიათებენ, როგორიცაა ოპტიმისტი, გაბედული, შეუპოვარი და მტკიცე. რა უნდა ვთქვათ მზადყოფნაზე, რომელიც უბრალოდ აუცილებელია მუშაობის დასაწყებად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CDA

ხშირად ხდება ისე, რომ როდესაც ადამიანს ბიზნესის დაწყება სურს, ფიქრობს იდეით და ბიზნესგეგმით უნდა დაიწყოს. მართალია, ორივე მათგანი ანტრეპრენერობის აუცილებელი ინგრედიენტებია, მაგრამ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი რჩებათ ყურადღების მიღმა: საკუთარი აზროვნება. მწერლისა და ანტრეპრენერ იდოვუ კოიენიკანას აზრი ამის თაობაზე შემდეგია: „გონებას ძლიერი უნარი აქვს, მიიზიდოს ყველაფერი ის, რაც ჰარმონიაშია მასთან – კარგი ან ცუდი". და ეს მართლაც ასეა, თუ თქვენი ბიზნესის შექმნის გზაზე ერთ დაბრკოლებას შეეჯახეთ და ფიქრობთ, რომ ეს იმის ნიშანია, ახლავე უნდა დაყაროთ ფარ-ხმალი. სავარაუდოდ, ასეც მოიქცევით. მაგრამ თუ თქვენი აზროვნება მთლიანად შეუპოვრობასა და წარმატებაზეა მიმართული, ისევ გააგრძელებთ გზას.

ანტრეპრენერულ აზროვნებასთან დაკავშირებით, ბევრი სიტყვა ჩნდება თავში: ოპტიმისტური, შეუპოვარი, მტკიცე და ურყევი. მაგრამ მზადყოფნაზე რას იტყვით, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მუშაობა დაიწყოთ? ანტრეპრენერობას შეუძლია მთელ ჩვენს ცხოვრებას დაეუფლოს, ჩვენს ინდივიდუალობასთან დადოს გარიგება და გვაიძულოს, საკუთარ თავში ყველაფერს შევეწინააღმდეგოთ. აი, ამიტომ არის ძლიერი აზროვნება ნებისმიერი წარმატებული კომპანიის ყველაზე მძლავრი „სამშენებლო ბლოკი".

გჯერათ თუ არა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება?

ზოგიერთი საუკეთესო კომპანიის ისტორია იმიტომ დაიწყო, რომ დამფუძნებლები წარუმატებლობის გადატანის შემდეგ მიხვდნენ – წინ რაღაც უკეთესი ელოდათ. როდესაც ვერა ვანგს უარი უთხრეს Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე, მან საქორწინო კაბების საკუთარი ხაზის შექმნა გადაწყვიტა. როდესაც ოპრა ახალი ამბების წამყვანის პოზიციიდან გაათავისუფლეს, იგი თოქშოუში მიიწვიეს, და აქედან დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერა.

აზროვნების ფასეული ინსტრუმენტია რწმენა იმისა, რომ წარუმატებლობებიც კი გარკვეულ მიზნებს ემსახურება. თუ ანტრეპრენერობა და მაშინვე გამარჯვება გაქვთ გადაწყვეტილი, სავარაუდოდ, გაგიჭირდებათ პირველი დაბრკოლების შემდეგ ფეხზე წარმოდგომა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ მოყვანილ ისტორიებში დამფუძნებლებმა სრულიად გაცნობიერებული არჩევანი გააკეთეს, რათა საკუთარი ცხოვრება თავად გაეკონტროლებინათ. ვერა ვანგი არ გააკონტროლებდა იმ ფაქტს, რომ მან მთავარი რედაქტორის პოსტი ვერ მიიღო, ხოლო ოპრა ვერ გააკონტროლებდა იმას, რომ ის გაათავისუფლეს და თოქშოუში გადაიყვანეს. ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, რაც შემდეგ ეტაპზე გააკეთეს.

ივარჯიშეთ, რომ მოქნილად იაზროვნოთ, ყველაფერი გაიხსენეთ წარსულიდან – მთელი თქვენი ცხოვრების ისტორიები და მოვლენები. შეგიძლიათ თუ არა იმის დანახვა, რომ ერთმა წარუმატებლობამ ახალი შესაძლებლობა დაბადა? რაც მალე შეეგუებით ფაქტს, რომ დაბრკოლებები გარდაუვალია, მაგრამ უკან დაბრუნება ყოველთვის საჭიროა, მით მალე შეიძენთ მოქნილ აზროვნებას, რათა წარმატებულ ანტრეპრენერულ კარიერაზე იფიქროთ. ამგვარი აზროვნების მეორე მხარე ასეთი აზრები იქნებოდა: „ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა", ან რასაც ცდილობდით, „ასე არ უნდა ყოფილიყო". თქვენ თვითონ შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება, თუ რა უნდა იყოს თითოეული დაბრკოლების შემდეგ.

რაიმე ხომ არ გაბრკოლებთ?

რაიმე შეხედულებები ან შიშები ხომ არ გაქვთ, რომლებიც გაიძულებთ უსაფრთხოდ ითამაშოთ, ან რაიმე ხომ არ არის ისეთი, რაც ხელს გიშლით და რის გამოც თავს იკავებთ? ვიდრე ფუნდამენტური აზროვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავთ, კარგი დრო გაქვთ იმის შესაფასებლად, თუ რას შეუძლია თქვენთვის ზიანის მოყენება. ბალაზ უ. კარდოსმა, Diamond Life Blueprint-ის დამფუძნებელმა, ბოლო ხანებში მითხრა, რომ პირველი დიდი საქმე, რომელიც გააკეთა, „საკუთარი თავის დეპრესიის წყვდიადიდან გამოყვანა იყო".

როგორც მან მითხრა, „ამისთვის ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა საკუთარ თავზე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, უნდა დამემტკიცებინა, რომ მოქნილი ვიყავი და დეპრესიასთან ბრძოლა უნდა გადამეტანა, რათა იმისთვის მიმეღწია, რაც დღეს ვარ. ვიცი, რომ ყველაფერში შემიძლია გამარჯვება, რაც უნდა იყოს, და ეს დიდი ცვლილება გახლდათ ჩემს აზროვნებაში".

შინაგანი პრობლემების შეფასება ნებისმიერი ადამიანის პირადი მოვალეობაა, რადგან ანტრეპრენერობის გზა თავისთავად გულისხმობს ამ პრობლემებთან შეჯახებას. ამიტომ, უკეთესია ისინი იქამდე შეაფასოთ, ვიდრე კომპანიის დაფუძნებას დაიწყებთ. მომოიხედეთ, არის თუ არა სადმე ახლოს ქოუჩი ან კონსულტატი, რომელთანაც მუშაობაც შეგიძლიათ, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი შინაგანი პრობლემების გადალახვაში, ან ადამიანთა გუნდი მოძებნეთ, რომლებიც რეალურად დაგანახებენ მომავალს.

სქელი კანი გაქვთ?

„უარის მიღება კიდევ ერთი დაბრკოლებაა, რომელსაც აუცილებლად შეეჯახებით – იქნება ეს 36-ე უარი პოტენციური ინვესტორის მხრიდან, თუ „არ მაინტერესებს" პოტენციური საცალო მოვაჭრისგან, ან თუნდაც, პროტოტიპის დამუშავების წარუმატებელი პროცესი. ჩვენ ხშირად გვესმის ისტორია იმის თაობაზე, რომ თომას ედისონმა 10 000-ზე მეტჯერ სცადა ნათურის შექმნა, მაგრამ ამდენი წარუმატებული მცდელობის შემდეგ, დანებების ნაცვლად, მისმა გონებამ ეს 10 000 წარუმატებლობა, 10 000 გზად აქცია, რომლებიც არ ამართლებდა".

ასეთი შეუპოვრობის კიდევ ერთი ისტორია, სერ ჯეიმს დაისონს ეხება, Dyson vacuum cleaners-ის დამფუძნებელს. მან 5 000-ზე მეტი პროტოტიპი მაინც სცადა, ვიდრე თავისი კომპანიის მთავარ დიზაინს სრულყოფდა და Dyson დღესაც წარმატებული კომპანიაა.

„არა"-ზე ისე იფიქრეთ, როგორც უბრალო სიტყვაზე. და კიდევ უკეთესი, ედისონივით ან დაისონივით ათასობით ვარიანტი სცადეთ. თუ ბიზნესში მიდიხართ და ფიქრობთ, რომ ეს დიდი წვალება ან წარუმატებლობა იქნება, სავარაუდოდ, მძიმე გზა გელით. ბოლოსდაბოლოს, თქვენი აზროვნება ერთადერთია, რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ ანტრეპრენერობაში. ყველაზე კარგად დამუშავებული ბიზნესგეგმების შემთხვევაშიც კი შეეჯახებით ისეთ მომენტებს, რომლებიც თქვენს სიმტკიცესა და შეუპოვრობას შეამოწმებს. თავიდანვე იზრუნეთ მოქნილ აზროვნებაზე და ყველაფრის მიუხედავად, წარმატებას მიაღწევთ.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"