You can be on Entrepreneur’s cover!

რატომ უნდა გააკეთოთ გათვლა ელექტრონული კომერციის მომავალზე ეკონომიკური გაურკვევლობის სამყაროში, ინტერნეტით ყიდვა-გაყიდვის გრძელვადიანი პერსპექტივები მართლაც შესანიშნავია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

სოციალური დისტანცირების ღონისძიებებმა და კომპანიების დახურვამ მნიშვნელოვნი გავლენა მოახდინა მომხმარებელთა ხარჯვის ჩვევებზე. მართალია, ეს პერიოდი სრულიად გაურკვეველი აღმოჩნდა ბევრისთვის, მაგრამ ელექტრონული კომერცია დადებითი მიმართულებით ვითარდებოდა.

ხარჯვის ჩვევები შეიცვალა და ნაკლებად სავარაუდოა, მოულოდნელად იგივე გახდეს, რაც ოდესღაც იყო, თუნდაც მას შემდეგ, როდესაც ყველაფერი „ნორმალურ კალაპოტს" დაუბრუნდება. ამის გამო, ზუსტად ახლა დადგა შესაფერისი დრო, მთლიანად ელექტრონულ კომერციაზე გააკეთოთ გათვლა, რადგან მას ადრინდელზე გაცილებით დიდი მომავალი აქვს.

ელექტრონული შენაძენები გააქტიურებულია

მარკეტოლოგები წლების განმავლობაში უკეთებდნენ რეკლამას ელექტრონული კომერციის ზრდას, მაგრამ მიუხედავად ამისა, სინამდვილეში, ის ყოველთვის უმცირესობაში იყო, საცალო გაყიდვების მთლიან მოცულობასთან შედარებით. Statista-ს მონაცემებით, ელექტრონული კომერციის მოცულობა გლობალური მასშტაბით მხოლოდ 14.1 პროცენტს შეადგენდა.

ტრადიციული მაღაზიების ფართომასშტაბიანმა დახურვამ მკვეთრად შეცვალა ეს სურათი. შეერთებული შტატების სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ 2020 წლის მარტისთვის, საცალო გაყიდვები წლიური გაანგარიშებით, 6.2 პროცენტით დაეცა. ზოგიერთ საცალო მაღაზიაში (მაგალითად, ტანსაცმლის), გაყიდვები 50 პროცენტზე მეტადაც კი დაეცა.

ამავე დროს, ძლიერი ელექტრონული კომერციის პლატფორმის მქონე საცალო მოვაჭრეებმა დაინახეს, რომ მათ გაყიდვებს მაღაზიებში ციფრული შესყიდვები ჩაენაცვლა. Digital Commerce 360 იუწყება, რომ Target-ის ციფრული გაყიდვები აპრილიდან 275 პროცენტით გაიზარდა, რაც მაღაზიებში გაყიდვების შემცირების მიუხედავად, ამ კომპანიას დაეხმარა 2000 წლის შემდეგ პირველად, საუკეთესო კვარტალური მონაცემები ჰქონოდა.

ეს მუდმივი ცვლილება იქნება

ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ დროებითია, მაგრამ მომხმარებელთა გამოკითხვები უჩვენებს, რომ ელექტრონული კომერციისკენ გადახრა მომავალშიც ასე დარჩება. მომხმარებლებისთვის ინტერნეტით შესყიდვები უზომოდ მოსახერხებელია და სასიამოვნო, ამიტომ უმრავლესობა შეზღუდვების გაუქმების შემდეგაც კი არ აპირებს ძველ ხარჯვით ჩვევებთან დაბრუნებას.

PYMNTS -ის მიერ ჩატარებული კლიენტების სიღრმისეული გამოკითხვა უჩვენებს, რომ „პროდუქტების ციფრულ შეძენაზე გადასულ მომხმარებელთა ნახევარზე მეტი (52 პროცენტი) ამბობს, რომ ძველ ჩვევებს აღარ დაუბრუნდებიან, რადგან უკვე იკრებს ძალებს საკვების ინტერნეტით შეკვეთა და რესტორნიდან კერძების მანქანიდან გადაუსვლელად შეძენა. ზუსტად იგივეს ამბობს ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასულ მომხმარებელთა 60 პროცენტი (სასურსათო პროდუქტების გარდა)".

რატომ ანიჭებენ ადამიანები უპირატესობას პროდუქციის ციფრულად შეძენას? სხვადასხვა შემთხვევაში, მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ საბოლოო შედეგი ერთი და იგივეა. საცალო მოვაჭრეებმა, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონული კომერციის სისტემა, შესაძლოა უახლოეს წლებში მნიშვნელოვანი შემოსავალი დაკარგონ, რადგან მყიდველთა ჩვევები სულ უფრო მეტად ხდება ორიენტირებული ციფრულ ტექნოლოგიებზე.

ინტერნეტით შეძენის არხები იზრდება

რაც მეტი ბრენდი გადადის ციფრულ სტრატეგიებზე შტორმის როგორღაც გადასატანად, მით ვერ მალავს სიხარულს ინტერნეტით შეძენის არხები. MarketWatch იუწყება, რომ Facebook-ზე გზავნილების მთლიანი რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც კორონავირუსთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვთ.


თუმცა, ეს მთლად კარგი ახალი ამბები არ არის, რადგან სოციალური ქსელების გიგანტი, როგორც მოსალოდნელია, ფულს დაკარგავს ტურისტული კომპანიებისგან და სხვებისგან, რომლებსაც უკან მიაქვთ თავიანთი სარეკლამო ბიუჯეტები. თუმცა, ეს სხვა ბრენდებს შეუქმნის შესაძლებლობას, ბაზარზე გავიდნენ და გაცილებით ფართო ონლაინაუდიტორიასთან გაუწიონ რეკლამა თავიანთ პროდუქტებს ან მომსახურებას.

ისტორია უჩვენებს, რომ რეცესიის დროს რეკლამის გაგრძელებამ, შესაძლოა დიდი შედეგები მოიტანოს. 1920-იანი წლების ბოლოს, Kellogg-სა და Post-ს მძაფრი კონკურენცია ჰქონდათ ერთმანეთთან საუზმის ბურღულეულის ბაზარზე, შემდეგ კი, დიდი დეპრესიის პერიოდი დადგა.

როგორც New Yorker განმარტავს, „Post-მა პროგნოზნირებადი რამ გააკეთა − ხარჯები შეზღუდა და რეკლამა შეამცირა. ამ დროს, Kellogg-მა თავისი სარეკლამო ბიუჯეტი გააორმაგა, აგრესიულად გადავიდა რადიორეკლამაზე და აქტიურად დაიწყო თავისი ახალი ბურღულეულის, Rice Krispies-ის რეკლამირება. Kellogg-ის შემოსავალი თითქმის 30 პროცენტით გაიზარდა 1933 წელს, როდესაც ეკონომიკა მკვეთრად დაეცა და მაშინ გახდა ის, რაც დღეს არის: ინდუსტრიის დომინანტური მოთამაშე".

ანტრეპრენერებს აუდიტორიამდე მიღწევის შესაძლებობას ძლიერი მარკეტინგი მისცემს ციფრულ პლატფორმებზე, სადაც ისინი ახლა ატარებენ თავიანთ დროს და ამასთან, თავის გამოჩენის შესაძლებლობასაც შეზღუდული კონკურენციის პირობებში.

რეცესიები ანტრეპრენერობას აღვივებს

Wall Street Journal -ის გამოკითხვამ გამოავლინა, რომ უმუშევრობის დონემ შეერთებულ შტატებში შესაძლოა ივნისისთვის 17 პროცენტს მიაღწიოს, რადგან კომპანიები თანამშრომლებს ათავისუფლებენ, რომ როგორღაც მოახერხონ გადარჩენა და მილიონობით ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე.

მართალია, ეს ნამდვილად პირქუშ სურათს ხატავს, მაგრამ ღირს იმის განხილვა, თუ როგორ უქმნის დამატებითი დრო და ამ ცვლილებების ზოგადი შედეგები ახალ შესაძლებლობებს ანტრეპრენერული აზროვნების მქონე ადამიანებს. ეკონომიკურ დაღმასვლებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ ბაზარზე ცვლილებების მოსახდენად. მათ ასევე შეუძლიათ ანტრეპრენერებს თავიანთი ბიზნესმოდელების ოპტიმიზაციის გზების დადგენაშიც გაუწიონ დახმარება.

დიდი რეცესიის შემდეგ, მისურის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ანტრეპრენერობის განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მოდელის მიხედვით, რომელიც რეცესიის ანალოგიური პერიოდების შემდეგ წარმოიშვა. მართალია, გაურკვეველია, ეს შესაძლებლობების შედეგი იყო თუ აუცილებლობის, მაგრამ ანტრეპრენერობის გაღვივებამ ისეთი გასაოცარი კომპანიების შექმნა გამოიწვია, რომლებიც შესაძლოა, ადრე არც არასოდეს არსებობდნენ.

გონიერი ანტრეპრენერები იკვლევენ, თუ რა შესაძლებლობები ჩნდება ამ პერიოდში და რა არის სახიფათო. თუ ისინი ამას სათანადო ყურადღებას მიაქცევენ, მომავალში კიდევ მეტი ციფრული კომპანიის გამოჩენას უნდა ველოდოთ. ყველა ცვლილების მიღება, ელექტრონული კომერციით დაწყებული და დისტანციური მუშაობით დამთავრებული, სავარაუდოდ, სერიოზულ გარდაქმნებს გამოიწვევს ბაზრებზე.

ციფრულ ტექნოლოგიებზე დამყარებული მომავლისთვის მზადება

ელექტრონული კომერციის სფეროს ანტრეპრენერები მართალია სრულად არ იყვნენ დაცულები ჯანდაცვისა და ეკონომიკური კრიზისებისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ კრიზისებმა მაინც აშკარად დააჩქარა ჩვენი გადასვლა ტრადიციული საცალო კომერციიდან ციფრულზე. თუ ამ ეტაპზე აქტიურ ინვესტირებას განახორციელებთ ელექტრონულ კომერციაში, მომავლის ბაზარზე წარმატების მისაღწევად უფრო მეტი შესაძლებლობა გექნებათ.