📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქართულ სტარტაპ ''ელექსირს'' მალე ევროპაში იხილავთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის 27 ქვეყანასთან მიმდინარეობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ალბათ ყველას გსმენიათ „ელექსირის" შესახებ, თუმცა ვისაც შეხსენება გჭირდებათ, მარტივად გეტყვით, რომ იგი საქართველოს ბაზარზე ერთადერთი პროდუქტია, რომელიც გერმანიის ჰიგიენის ცენტრალური ლაბორატორიის უმაღლესი სტანდარტით EN 13727 (2012+A2:2015) და EN 14476 (2013+A2:2019) ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსს ანადგურებს.

კომპანიამ რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებას შთამბეჭდავი სიახლე წარუდგინა ‒ „ელექსირის" ეკოლოგიურად სუფთა და ბიოსადეზინფექციო საშუალებები სულ მალე ევროპის ბაზარზე გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ქართული სტარტაპის მიერ წარმოებულმა სადეზინფექციო საშუალებებმა ხუთივე ტიპის სადეზინფექციო სექტორის ავტორიზაცია გაიარა. მარეგისტრირებელმა ორგანომ (European chemicals agency) ევროპის ერთიან რეესტრში შეიტანა ყველა ტიპის სადეზინფექციო მიმართულებით:

  • PT1 ‒ ადამიანის სხეულის ჰიგიენა
  • PT2 ‒ სხვადასხვა ზედაპირისა და
  • ინვენტარის დეზინფექცია
  • PT3 ‒ ცხოველთა დეზინფექცია
  • PT4 ‒ საკვების ჰიგიენა
  • PT5 ‒ სასმელი წყლის გაუსნებოვნება

„ელექსირი" ფლობს ხარისხის საერთაშორისო ნიშანს, სურსათის უვნებლობის (ISO 22000), გარემოზე ზემოქმედების მართვის (ISO 14001) და მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატებს (ISO 9001). კომპანიაში აცხადებენ, რომ ამჟამად ისინი აქტიურად ეძებენ კვალიფიციურ დისტრიბუტორებს მთელი ევროპის მასშტაბით. წარმომადგენლების თქმით,

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ევროკავშირის 27 ქვეყანასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მათ ცენტრებთან. არსებული მინიმალური გაანგარიშებებით, შემდეგი 2 წლის განმავლობაში კომპანია ევროკავშირში 2500 ტონა „ელექსირის" ექსპორტის განხორციელებას გეგმავს. Entrepreneur-ს სიახლის შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა, პაპუნა პაპიაშვილმა მიაწოდა.

როგორც იგი ამბობს, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მისაღებად, მათ უამრავი პროცედურისა და კვლევის გავლა მოუწიათ, თუმცა საბოლოოდ მაინც მიაღწიეს დასახულ მიზანს ‒ გამხდარიყვნენ კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი პროდუქტის შემქმნელები არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ გლობალურად:

„ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კომპანიისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციის NSF-სერტიფიკაციის მოსაპოვებლად. ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი გვექნება გასავლელი, თუმცა ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს შემდეგ, ეს სერტიფიკაცია უკვე საშუალებას მოგვცემს წყლის გაუსნებოვნებისა და გაუვნებელყოფის სისტემების ინსტალაცია განვახორციელოთ მუნიციპალიტებების მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. „ელექსირი" კი პირველი ქართული კომპანია იქნება, რომელიც ამას შეძლებს", ‒ ამბობს პაპუნა პაპიაშვილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული