''ერთად ვიზრუნოთ პატარებზე'' – ''მეიჯერელის'' საქველმოქმედო კამპანია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში „მეიჯერელ საქართველომ“ დანერგა შიდა პროგრამა – „ერთად ვიზრუნოთ პატარებზე“. აქციის ფარგლებში კომპანიაში შეიქმნა სპეციალური ფონდი, სადაც თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა ჰქონდა თავისი წვლილი შეეტანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად. აქტივობა 20 დღის განმავლობაში გაგრძელდა, ჯამური შემოწირულობა კი „მეიჯერელ საქართველოს“ მიერ გაორმაგდა. შედეგად, 22 ივნისს ბენეფიციარებს პირველადი საჭიროების ნივთები და პროდუქტები გადაეცათ.

მეიჯერელი

საქველმოქმედო აქცია მიმართული იყო ადამიანებზე, რომლებიც პანდემიის პირობებში გვერდით დგომას საჭიროებენ. აქტივობის ფარგლებში მოვიძიეთ რამდენიმე ორგანიზაცია და შემდეგ ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერეთ გადაწყვეტილებაასოციაციაანიკაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ხელს უწყობს შშმ-პირების ინკლუზიასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასოციაციაანიკას“ განხორციელებული აქვს მრავალი პროგრამა და პროექტი, რომლებიც ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შშმ-პირთა უფლებების დაცვას. ორგანიზაციას, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თავისი საოპერაციო საქმიანობის დისტანციურად გადატანა მოუწია და ბოლო 3 თვის განმავლობაში 78 ბენეფიციარი შინიდან იღებდა ყველა საჭირო დახმარებას. აქციის ფარგლებშიმეიჯერელის“ თანამშრომლების დახმარებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 78 ბავშვებისთვის მოვიძიეთ ფონდი, ასოციაციაანიკამკი გამოიკვლია ბენეფიციარების ინდივიდუალური საჭიროებები და შედეგად მათ მოთხოვნებზე მორგებული პირველადი საჭიროების ნივთებისა და პროდუქტების შეძენა და მიწოდება განხორციელდა“, –  გვიყვება „მეიჯერელ საქართველოს“ დირექტორი, ალექსანდერ მირონენკო.

კომპანიაში ამბობენ, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია #ერთად დავუდგეთ გვერდით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს. „მეიჯერელის“ თანამშრომლები ხშირად საკუთარი ინიციატივითა და სურვილით უზრუნველყოფენ მსგავსი ტიპის აქტივობებს, ისინი ჩართულნი არიან ქველმოქმედებაში და ცდილობენ დახმარების ხელი გაუწოდონ მათ, ვინც ამას საჭიროებს. პროექტის იდეაც სწორედ აქედან წამოიქმნა – ერთი დიდი გუნდი, ერთიანი ძალებით დახმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გვერდით დგომა.

„მიუხედავად ასოციაციის საქმიანობის ხანგრძლივი პერიოდისა, „ანიკა“ ბიზნესსექტორიდან არასოდეს ყოფილა ყურადღების ცენტრში. „მეიჯერელის“ მხრიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ, რომელიც ანიკას ბენეფიციართა დახმარებას ეხებოდა კრიზისის შესამსუბუქებლად, მაინც ბოლომდე ვერ ვიჯერებდით ასე, ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე, მხარდაჭერის მიღებას. თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ჩვენ დაგეგმილზე მეტი ოჯახის დახმარება შევძელით. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ მადლობის ზარებს და წერილებს მშობლებისგან“, – გვიყვება ასოციაცია „ანიკას“ დირექტორი, ირინე ინასარიძე.