You can be on Entrepreneur’s cover!

ბიზნესი VS კორონავირუსი - მარიამ მუნჯიშვილი როგორ ვმართოთ კრიზისი?!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მარიამ მუნჯიშვილი
„სინერჯი კაპიტალი", პარტნიორი

საწყის ეტაპზე მთავარი გამოწვევა იყო, რომ არ გავშეშებულიყავით. დავრჩენილიყავით შინ, დაგვეცვა წესები, მაგრამ გვემოქმედა როგორც შეგვეძლო, რათა უფრო იოლი ყოფილიყო უკვე შემდგომ პერიოდთან შეხვედრა.

„სინერჯიში" მოქნილი სტრუქტურა და მართვის სისტემა გვაქვს, ამიტომ სწრაფად გადავეწყვეთ საშტაბო მართვაზე. ჩვენს პორტფელურ კომპანიებშიც ეს ცვლილება დავაინიცირეთ და მთელი აქცენტი გადავიტანეთ, რომ პოსტკრიზისული პერიოდისთვის მომზადებულები ვყოფილიყავით.

ონლაინშეხვედრის ფორმატებში ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევდა არსებული რეალობიდან გამომდინარე ახალი გადაწყვეტილებების პოვნა. ამ მოდელით ცვლილებების დანერგვაც გაცილებით სწრაფად ხდება და რაც მნიშვნელოვანია, გუნდური მუშაობის გაძლიერებაც. უფრო მობილიზებულები და მიზანმიმართულები გავხდით, რომ გაგვესწრო მოვლენებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს პორტფელში კომპანიების უმეტესობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის მწარმოებლები ან სერვისის მიმწოდებლები არიან, ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტი დატვირთვით უწევდა ზოგს მუშაობა. თუმცა, ბუნებრივია გარკვეულ კომპანიებზე, პროფილიდან გამომდინარე, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია.

კიდევ უფრო გავაძლიერეთ კომუნიკაცია თანამშრომლებთან, როცა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავედით. თავდაცვის საშუალებებითა და უსაფრთხო გადაადგილებით უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფინანსურად სიმშვიდის განცდა ჰქონოდა ყველას და ვისაც დამატებითი ფინანსური ვალდებულებები აქვთ, მეტი მხარდაჭერა ეგრძნოთ კომპანიისგან. ამ პერიოდში ახალი თანამშრომლებიც ავიყვანეთ და ახლაც ვაგრძელებთ დამატებას. ამჟამად დისტანციურ რეჟიმზე განაგრძობს თანამშრომლების ნაწილი მუშაობას, მათი სურვილის შესაბამისად.

ამ პროცესებმა დააჩქარა ონლაინგაყიდვებისა და მიწოდების არხების განვითარება ჩვენს პორტფელურ კომპანიებში, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო მომხმარებლებისთვის. გამოუშვეს ახალი პროდუქტები, მათ შორის საოჯახო, ისეთი დამატებითი ბენეფიტებით, რომელიც შინ ყოფნის დროს მოწყენის საშუალებას არ მისცემდათ.

გავაძლიერეთ სინერგიული ეფექტების გამოყენება, კოლაბორაციული პროექტები როგორც ჩვენი პორტფელის კომპანიებს შორის, ისე სხვა კომპანიებთან ‒ ერთობლივი შეთავაზებები, საერთო გაყიდვის არხები. კიდევ უფრო გაძლიერებს ისეთი პროექტები, რომელსაც სხვების მონაწილეობით აკეთებ, როცა მსგავსი ინტერესი და მოტივაცია გაქვთ.

ვფიქრობთ, დღეს სწორედ მეტი ერთობლივი მუშაობა, მეტი საერთო პროექტები არის დიდი შესაძლებლობა. თუ ბიზნესები მიზანმიმართულად ეცდებიან, იპოვონ საერთო ინტერესისა და მოტივაციის მქონე კომპანიები, რომლებიც მეტ-ნაკლებად მსგავს სეგმენტზე მუშაობენ, ერთად გაცილებით მეტი კარგი რამის გაკეთებას შეძლებენ. მთავარია, არ შეწყვიტო მუშაობა. ასეთი კრიზისული სიტუაციები, პირიქით, გაიძულებს განსხვავებულად იფიქრო და სხვა შესაძლებლობები აღმოაჩინო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"