📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

QUICKSTART – თქვენი ბიზნესის სწრაფი ციფრული სტარტისთვის კომპანია Quick-ი და მისი გუნდი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტ Quickstart-ს იწყებენ.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

კომპანია Quick-ი და მისი გუნდი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტ Quickstart-ს იწყებენ. გლობალური ციფრული და ტექნოლოგიური ტენდენციისთვის ფეხის სათანადოდ აწყობა და სიახლეებზე მორგება, მსხვილი ბიზნესების მსგავსად, მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებსაც არანაკლებ სჭირდება. ციფრულ ოკეანეში კურსის სწორად აღებასა და მანევრირებაში მხარდასაჭერად კი Quickstart-ს შეგიძლიათ მიმართოთ.

გუნდმა პროექტისთვის 3 ტიპის მოდული შეიმუშავა. პირველი, რომელიც ჯგუფში 15-დან 20 მონაწილემდე წევრს ითვალისწინებს, ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებისა და მნიშვნელობის განხილვას მოიცავს. გაცნობას, თუ რა უახლესი ტენდენციებია ამ მიმართულებით და როგორ ეხმარება ისინი სტარტაპებსა თუ მცირე ბიზნესებს ციფრულ სამყაროში დამკვიდრებასა და განვითარებაში.

მეორე მოდული კი უკვე პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებაში მხარდაჭერას გულისხმობს. კომპანიის გუნდი მონაწილეებს იმ ციფრული სვლების სპეციფიკასა და თანმიმდევრობას დეტალურად აუხსნის, რაც მათ მიზნებთან დააახლოებს. ეს ეტაპი მინივორქშოფითა და საკუთარი კომპანიებისთვს 3-თვიანი სტრატეგიის გაწერით მთავრდება, რომლის განხორციელებაშიც ორგანიზატორები მონაწილეებს ერთგვარ მენტორობას გაუწევენ, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაში კი ეტაპობრივად დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ მეორე მოდულში მონაწილეობისთვის მსურველებს საჭიროა ჰქონდეთ გარკვეული იდეა, რათა სწორედ მათზე მორგებული სტრატეგია შეიმუშაონ. მესამე მოდულისთვის კი უკვე პირველადი პროტოტიპის ფლობაა აუცილებელი.

„ხშირად მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, თუ რამდენად ფართო შესაძლებლობებს ფლობს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და როგორ შეუძლიათ მათი გამოყენება საკუთარი მიზნებისა და ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის. Quickstart-ის მიზანია როგორც ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, ასევე მცირე ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის ეფექტური ციფრული ნაბიჯების გადადგმაში მხარდაჭერა", ‒ გვეუბნება ლუკა ხუნდაძე, Quick-ის თანადამფუძნებელი.

Quick-ი მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და ბაზარს ციფრული მარკეტინგული სერვისების მრავალფეროვანი სპექტრი შესთავაზა. დამფუძნებლებმა მიზნად სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ბრენდებისა და კომპანიებისთვის ეფექტური მხარდაჭერის გაწევა გადაწყვიტეს. დაარსებიდან წელიწადნახევრის განმავლობაში, მზარდი მოთხოვნის პარალელურად, გაიზარდა კომპანიის გუნდის წევრთა რაოდენობაც, რომელიც უკვე 13 ადამიანს შეადგენს. Quick-ი შიდა ორგანიზაციულ და გარე ვექტორულ განვითარებას პარალელურად განაგრძობს და სერვისებთან ერთად, ადამიანური რესურების მასშტაბებსაც ზრდის. გუნდმა ამ დროის განმავლობაში ბრენდების მხარდაჭერის ღირებული გამოცდილება დააგროვა და ახლა უკვე მზადაა, ის სხვებსაც გაუზიაროს.

21-ე საუკუნის თანმდევი გაციფრულების საერთაშორისო ტენდენცია და მნიშვნელობა კი, რომელიც უკვე თითქმის ყველა ინდუსტრიასა და სფეროს მოიცავს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. შესაბამისი ციფრული და ტექნოლოგიური მზადყოფნა უამრავი დიდი კომპანიისა და ადამიანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხოლო მცირე ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის გადარჩენის ტოლფასი აღმოჩნდა. საქართველოშიც არაერთი კომპანია სწორედ ციფრული და ტექნოლოგიური მზადყოფნის წყალობით დარჩა ბაზარზე და განაგრძობს ოპერირებას. ის კი, ვინც ახლა იწყებს, კარგად ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ კუთხით გამოცდილი პროფესიონალებისა და სპეციალისტებისგან სწორი რეკომენდაციების მიღება. Quickstar-ი და მისი გუნდი კი სწორედ ამ აქტუალური გამოცდილების გაზიარებასა და ციფრულ მხარდაჭერას გპირდებათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი