''ორიენტ ლოჯიკის'' ოფისში

გაიცანით კომპანიის გუნდი!
''ორიენტ ლოჯიკის'' ოფისში
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია „ორიენტ ლოჯიკი“ 1995 წელს დაფუძნდა და უკვე 25 წელია რაც ქართულ ბაზარზე ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაში ეხმარება. ამჟამად კომპანიაში 160-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

ივნისის თვიდან კომპანიის ცენტრალურმა ოფისმა მისამართი შეიცვალა და პრემიუმკლასის ოფისში გადავიდა. ბოჭორმის ქუჩა 18 ‒ ეს არის „ორიენტ ლოჯიკის“ ახალი ოფისის მისამართი, სადაც თანამედროვე და მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი, როგორც „ორიენტ ლოჯიკის“ თანამშრომლებისთვის, ისე პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისთვის. ახალ ოფისში რამდენიმე საკმაოდ მსხვილი სივრცეა ადგილობრივი ღონისძიებებისა და ვორქშოპების ჩასატარებლად.

„ორიენტ ლოჯიკი“ შესაძლებლობების პლატფორმაა, ახალი ოფისი კომპანიას განვითარებისა და დასახული მიზნების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

 

ნინო ნიკოლაძე / HR-ჯენერალისტი

გუნდის მთავარი პრინციპი თანასწორობა და გუნდურობაა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო ავითარებს ჩვენს ორგანიზაციულ კულტურას. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში ჩვენი ახალი სამუშაო გარემოც ძალიან დიდ წვლილს შეიტანს. ამ ეტაპზე OL აკადემიას ვაყალიბებთ, რომელშიც სხვადასხვა ტიპის ტრენინგები ჩატარდება. მჯერა, ეს ყოველივე ჩვენს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს და დიდ მოტივაციას შემატებს. სამუშაო გარემო და თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია.

ლიკა გორდაძე / მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

„ორიენტ ლოჯიკი“ შესაძლებლობების პლატფორმაა. ყოველდღიურად ჩვენს სამუშაო გარემოში ახალ შესაძლებლობებს ვხედავთ, ჩვენ ხომ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, ტექნოლოგიები კი მუდმივ განახლებაშია, რასაც სულ ახალ შესაძლებლობებამდე მივყავართ. ჩვენი ახალი ოფისიც ერთგვარი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო უკეთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. წელს „ორიენტ ლოჯიკს“ 25 წელი უსრულდება. აღნიშნული საიუბილეო თარიღის მასშტაბურ აღნიშვნას კი სწორედ ჩვენს ახალ ოფისში ვგეგმავთ.

გიორგი ქემოკლიძე / ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულების სტაჟიორი

სკოლა ახლახან დავამთავრე და პირველ კურსზე ვარ, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთ ორგანიზაციაში დავსაქმებულიყავი, რომელიც განვითარების დიდ შესაძლებლობას მომცემდა. ახალი ოფისი და ეს სამუშაო გარემო საუკეთესო საშუალებას მაძლევს, მეტი კონცენტრაცია მოვახდინო საქმეზე და პიროვნულ განვითარებაზე. „ორიენტ ლოჯიკში“ ბევრ რამეს ვსწავლობ. ეს კომპანია ჩემთვის ერთგვარი „შესაძლებლობების პლატფორმაა“ და მინდა ეს ცხოვრებისეული შესაძლებლობა კარგად გამოვიყენო.

გიორგი ტუსკია / კომერციული დირექტორი

კომპანია 30-მდე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად 25 წლის განმავლობაში უამრავი ერთობლივი ღონისძიება და სემინარი გვაქვს ჩატარებული. ჩვენს ახალ, თანამედროვე პრემიუმკლასის ოფისში შესაძლებლობა გვექნება ლოკალურად ჩავატაროთ როგორც სასწავლო სემინარები და ღონისძიებები, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მიღებები. განახლებული ოფისიდან კიდევ უფრო დიდი შემართებით ვაგრძელებთ „ორიენტ ლოჯიკის“ წარმატების ისტორიის წერას.

ლევან ახვლედიანი / გენერალური დირექტორი

ახალი ოფისის შერჩევის პერიოდში ძალიან ბევრ პარამეტრს ვაქცევდით ყურადღებას. უპირველესად, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ჩვენი თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნა, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობა, რომ საკუთარი სემინარები და სხვადასხვა ტიპის ვორკშოპები სწორედ ჩვენს ახალ ოფისში ჩაეტარებინათ. გვჯერა, ახალი ოფისი კიდევ უფრო მეტ დადებით ემოციას შეიტანს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც „ორიენტ ლოჯიკთან“ არიან დაკავშირებულები.

თემურ კალანდია / ტექნიკური დირექტორი

ჩვენი ინჟინრები ყველაზე დიდ დროს ჩვენსავე კლიენტების გადაწყვეტილებებს და საკუთარ განვითარებას უთმობენ. ჩვენთან შეგიძლია გუნდურად იმუშაო, შეგიძლია განმარტოვდე და ცალკე ოთახში შექმნა შენი სამუშაო სივრცე. ასე რომ, საუკეთესო გარემოა მუშაობისა და თვითგანვითარებისთვის.

 

შოთა ბაკურაძე / გაყიდვების დირექტორი

ჩვენთვის, როგორც ბაზრის ლიდერი IT-კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. გაყიდვების გუნდის, ექაუნთ-მენეჯერების ყოველდღიური რეჟიმი ჩვენს დამკვეთებთან მუდმივ კომუნიკაციას და საქმიან შეხვედრებს მოიცავს. „ორიენტ ლოჯიკის“ ახალი ოფისი ძალიან კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შეხვედრების ორგანიზება სწორედ ჩვენს ოფისში განვახორციელოთ, ასევე დავგეგმოთ და ჩავატაროთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება.

Latest on Entrepreneur