You can be on Entrepreneur’s cover!

ვინ გაიზარდა? - სერგო ავსაჯანიშვილი Sales Partner Group

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სერგო ავსაჯანიშვილი
Sales Partner Group

"მარკეტინგული კომპანია Sales Partner Group 2016 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში შედის საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული კონტაქტცენტრი KCall, ონლაინმაღაზია Shopnow.ge და საქართველოში პირველი ცენტრალიზებული სატელეფონო შეკვეთების კომპანია anda.

ამ კომპანიების ერთ სივრცეში არსებობა გვეხმარება, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოს ბაზარზე ბიზნესსექტორის განვითარებას.

მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში არაერთი ბიზნესი ახალი, სრულიად უცხო ამოცანების წინაშე დადგა და მოუწიათ სტრუქტურის სრულად შეცვლა. Sales Partner Group-ის შემთხვევაში, ეს არ ყოფილა სირთულეებთან დაკავშირებული, რადგან ჩვენმა პროგრამულმა და ტექნიკურმა უზრუნველყოფამ მოგვცა საშუალება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადავსულიყავით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

ამ პერიოდში არ გვქონდა გაჩერების უფლება, პირიქით − დატვირთვა ორმაგად მოგვემატა და სწორედ ამ დროს დაიბადა ახალი კომპანიის შექმნის იდეა ‒ anda. ვინაიდან მოსახლეობას უწევდა შინ ყოფნა და ბევრ მათგანს არ ჰქონდა აპლიკაციით სარგებლობის საშუალება სასურველი პროდუქტის შესაკვეთად, გვინდოდა მათთვის გაგვემარტივებინა ეს პროცესი.

ახალ კომპანიას ყოველთვის ახლავს ახალი რესურსის საჭიროება. ახალი თანამშრომლების რიცხვმა 30-ს მიაღწია − როგორც კურიერების, ასევე ქოლცენტრის მიმართულებით.

anda არის ცენტრალიზებული სატელეფონო შეკვეთების კომპანია, რომელსაც ზურგს უმაგრებს გამოცდილი, KCall-ის პროფესიონალთა გუნდი, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, ამიტომ anda-ში ყველა პროცესი მაქსიმალურად სწრაფი და მოქნილია.

გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა ონლაინმაღაზია Shopnow.ge-ზეც, რომელიც მაქსიმალური დატვირთვით ამუშავდა, 24 საათის განმავლობაში ასრულებს შეკვეთებს და ადამიანებს აძლევს საშუალებას, შინიდან გაუსვლელად შეუკვეთონ სასურველი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით.

დღესდღეობით, განსაკუთრებით კრიზისულ პირობებში, ისე, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია. შესაბამისად, ჩვენს მომსახურებაზე კიდევ უფრო იზრდება მოთხოვნა.

კომპანიის 4-წლიანი მრავალპროფილური გამოცდილება საშუალებას გვაძლევს სხვა კუთხით შევხედოთ და დავანახოთ ბიზნესებს პროცესების ოპტიმიზაციის აუცილებლობა. დღეს უკვე ქართული კომპანიებიც იაზრებენ აუთსორსინგის მნიშვნელობას და აუცილებლობას. შესაბამისად, 4 წლის განმავლობაში კომპანიაში დავნერგეთ არაერთი სიახლე, რაც ინოვაცია იყო ქართული ბაზრისთვის.

სამომავლოდ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ქართულ კომპანიებს, რაც საბოლოო ჯამში ბიზნესსექტორის განვითარებასა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, დატვირთვიდან გამომდინარე, ადამიანური რესურსის დაახლოებით 15-20%-ით გაზრდა იგეგმება, როგორც KCall-ის, ასევე Sales Partner Group-ის მიმართულებებით."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"