You can be on Entrepreneur’s cover!

საქართველოს ფოსტა განახლებულ კორპორატიულ საკურიერო სერვისს გთავაზობთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ფოსტა

საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით არის განპირობებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ელ. კომერცია მრავალი წელია მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული და საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ბიზნესია.

საქართველოს ფოსტა პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ წარმოადგინა ელექტრონული პლატფორმა „ქართული პროდუქტი მსოფლიოს". აღნიშნული სერვისი ელ. კომერციით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს ღია პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს აწარმოოს ელ. კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა.

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფოსტამ მოახდინა თავისი სერვისების სრული ადაპტაცია ელ. კომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის მიზნით დამატებითი მომსახურებები შექმნა „კორპორატიული საკურიერო სერვისის" მიმართულებით, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„კორპორატიული საკურიერო მომსახურება" გულისხმობს „Door to door delivery" მომსახურებას. სერვისი მორგებულია ონლაინ გაყიდვების მოთხოვნებზე, ამიტომ მოიცავს მომსახურების ისეთ პირობებს, რომელებიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტულ საფოსტო მიმართულებაში.

„კორპორატიული საკურიერო სერვისის" მეშვეობით, თბილისის მასშტაბით გზავნილები ადრესატს მისამართზე ბარდება შეკვეთის დღესვე, ხოლო რეგიონების მიმართულებით მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთანავე მომხმარებელს შეუძლია შეძენილი ნივთის ღირებულება გადაიხადოს ადგილზე (Cash On Delivery) როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

აღნიშნული მომსახურება შესაძლებელია ინტეგრირებული იქნას ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეკვეთის გაფორმება განხორციელდება დისტანციურად ავტომატურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში თუ ინტეგრირების შესაძლებლობა არ არის, საქართველოს ფოსტა თავად უზრუნველყოფს სამუშაო ვებ ფორმატს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესის მხრიდან მოხდება გზავნილების რეგისტრაცია. სერვისი საშუალებას იძლევა ონლაინ აკონტროლოთ თითოეული გზავნილის მდებარეობა და მათი ჩაბარება. ყოველი შეკვეთის რეგისტრაციისთანავე მომხმარებელი იღებს შეტყობინებას მისი გზავნილის მიწოდების ვადის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ მომსახურების ანალოგი დღეს ქართულ ბაზარზე არ არსებობს.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოახდინოს გზავნილის სწრაფი მიწოდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"