მსოფლიოში პირველი ციფრული რეცეპტების მუზეუმი ინგოროყვას ქუჩიდან

ციფრული რეცეპტების მუზეუმი მილენიუმის პროექტია, ეს იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული სივრცე
მსოფლიოში პირველი ციფრული რეცეპტების მუზეუმი ინგოროყვას ქუჩიდან
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისში, პავლე ინგოროყვას #22-ში რეცეპტების მუზეუმს წააყდებით, სადაც ძველი, თანამედროვე და ინოვაციური კერძების რეცეპტებია დაცული. აქ შესაძლებელია მნახველი გაეცნოს როგორც ხალხურ, ასევე თანამედროვე საავტორო კერძების დამზადების საიდუმლოს. COVID 19-ის პანდემიამ მუზეუმის აქამდე უკვე დაგეგმილი ციფრული ტრანსფორმაცია დააჩქარა და ასე შეიქმნა მსოფლიოში პირველი ციფრული რეცეპტების მუზეუმი. თემაზე მუზეუმის აღმასრულებელ დირექტორს, გვანცა მიქანაძეს ვესაუბრეთ.

გთხოვთ მოკლედ მოგვიყვეთ როგორ გაგიჩნდათ ამ პროექტის იდეა და რა გზა გაიარეთ მის პირველ პროტოტიპამდე?

2019 წელს გაიხსნა  რეცეპტების მუზეუმი, რომლის მიზანიც  იყო, შეგვენახა ისტორია ძველი და ახალი უკვე არსებული კულინარიული რეცეპტების. მედია საშუალებების დახმარებით ჩვენთან შემოვიდა 800-მდე ხალხური და საავტორო რეცეპტი, რომლის შენახვასაც ციფრულად ვაპირებდით. COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ კი ეს პროცესი დააჩქარა. კარანტინის პერიოდში ჩვენი ძალები  მუზეუმის ციფრულ ტრანსფორმაციას მოვახმარეთ. ფაქტიურად გამოვიდა რომ, პანდემიის დროს საქართველოში დაიბადა მსოფლიოში პირველი ციფრული რეცეპტების მუზეუმი. მუზეუმის გუნდს  მალევე შემოუერთდნენ  მსოფლიო დონის პროფესიონალები კვების მიმართულებით, რესტორნების, კერძების მოდის და ამ ინდუსტრიის როგორც ამინდის შემქმნელები, ისე კრიტიკოსები.

 რა ინოვაციურ მიდგომებს/გადაწყვეტილებებს იყენებთ აღნიშნული პროდუქტში ან სერვისში?

ციფრული რეცეპტების მუზეუმი არის მილენიუმის პროექტი. ეს იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული სივრცე. ამ მომენტში ვქმნით ისეთი ტიპის ინოვაციურ ალგორითმს, რომლის საშუალებითაც ადამიანის სოციალურ  ქცევას შევცვლით მინიმუმ 50 წლის განმავლობაში,ეს გააუმჯობესებს ადამიანთა ჯანმრთელობას,  ამ ინდუსტრიის ბიზნესებისთვის კი მომხმარებლამდე მისასვლელ უამრავ გზას დაამოკლებს. რაც შეეხება თავად ბიზნეს მოდელს, რომელიც ინოვაციურია ყველა მიმართულებით, საშუალებას მოგვცემს მუზეუმმა იარსებოს მინიმუმ 100 წლის განმავლობაში.

ეს არის სივრცე სადაც, ერთი შემწვარი კვერცხის შენეული რეცეპტი, მარადიულობას მოგიტანს.

ეს არის სივრცე სადაც, დარბაზი და საცავი დროში გამოგზაურებს.

ეს არის სივრცე სადაც, ინდივიდუალური ისტორიები დროს გაუძლებს.

ეს არის სივრცე სადაც, მსოფლიოში ყველაზე დიდ კულინარიულ ბიბლიოთეკას ალგორითმი შექმნის.

ეს არის სივრცე სადაც, 3020 წელს 2020 წელს მოღვაწე მზარეულს რეალობაში დაინახავ (VR).

ეს არის ისეთი ცოცხალი მუზეუმი, რომელიც, წარსულს აწმყოს და მომავალს ერთ ბიზნეს მოდელში აერთიანებს.

რა სირთულეებს აწყდებოდით კომპანიის განვითარების გზაზე?

თუკი სიტყვა ინოვაცია საზოგადოებისთვის რაიმეს გამარტივებას ნიშნავს, ინოვატორისთვის ეს სირთულის სინონიმია. ახლა დუღილის პროცესში ვიმყოფებით და თითოეული იდეის ნაპერწკალიც რთულ ხანძრებში გადადის. თუმცა, ჩვენი ერთ გუნდად შეკრული არმია, ყველა სირთულეს მამაცურად უმკლავდება.

გთხოვთ მოგვიყვეთ წარმატებების, აღიარებების შესახებ

ციფრული რეცეპტების მუზეუმის იდეის გაჟღერებისთანავე დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო დონეზე. სცენა დაგვვითმო TED EX-მა და მალევე შეფები პორტუგალიიდან, მექსიკიდან, ინგლისიდან, სლოვენიიდან, თურქეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან დაგვვიკავვშირდნენ, პროექტში ჩართვის მიზნით. მიშელინის ვარსკვლავიანი რესტორნები უკვე მოდიან მოლაპარაკებებზე კომერციული მიმართულებით, თუმცა რადგან პროექტს სრულყოფილების მისაღწევად არაერთი საინვესტიციო რაუნდის გავლა მოუწევს მათ ვინაობებს ჯერ ვერ დავასახელებთ.

ადგილობრივ ინდუსტრიას რაც შეეხება, კვების  საშუალო და დიდი წარმომადგენლები კომერციალიზაციის ეტაპისთვის ემზადებიან, (ასეთია კომპანია ‘’მარნეული’’, ფერმა მენდე, რძის კორპორაცია ‘’რძიასამე", კვერცხი ‘’სავანეთი’’, ჯანსაღი პროდუქტების სამზარეულო ‘’ინებე’’ და ასე შემდეგ...)

Latest on Entrepreneur