You can be on Entrepreneur’s cover!

ვინ გაიზარდა? - ანნა ზაალიშვილი "აზონი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ანნა ზაალიშვილი
აზონი

"კომპანია „აზონი" ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ კომპიუტერული ტექნიკის ფართო არჩევანს, სხვადასხვა სახის მომსახურებას და პირად კორპორაციულ მენეჯერს.

კრიზისის დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლისთვის სანდო პარტნიორად დავრჩენილიყავით და არ შეგვეზღუდა მათთვის სასურველი პროდუქტის მიწოდება. აქედან გამომდინარე, კორპორაციულ შეთავაზებებს საცალო მიმართულება დავამატეთ. ვებგვერდ Azon.ge-ის მეშვეობით შევთავაზეთ ტექნიკა, რამაც მომხმარებელს შეუქმნა კომფორტი, იმ პერიოდში, როდესაც სახლიდან გასვლა არ შეგვეძლო და ყველა მსგავსი მაღაზია დაკეტილი იყო.

გუნდში დავიმატეთ ორი ახალი თანამშრომელი საცალო გაყიდვების მიმართულებით. მათი დახმარებით გავაფართოვეთ ასორტიმენტი ვებგვერდზე და ჩვენი კომუნიკაცია მომხმარებელთან უფრო მჭიდრო გახდა.

ვინაიდან ტექნოლოგიის სფეროში ყოველდღიურად უამრავი სიახლე და ინოვაციაა, ჩვენს პროდუქტზე ინტერესი არასდროს ნელდება, პირიქით − ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ახალი დაინტერესებული პირები, კომპანიები, და მუდმივად განვითარების ეტაპზე ვართ. ეს ადამიანები ჩვენ გვენდობიან და ჩვენც მუდმივად ვცდილობთ შევთავაზოთ ტექნოლოგიური სიახლეები, ახალი პროდუქტები და რაც ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი და ძლიერი მხარეა, მომსახურების მაღალი სტანდარტი და ადგილზე მიწოდების უფასო სერვისი შეკვეთის დღესვე.

უახლოესი პერიოდი ჩვენთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა. გვსურს დავიმატოთ თანამშრომლები ახალი მიმართულებისთვის. ვგეგმავთ შევიმუშავოთ მაღაზიის კონცეფცია, სადაც თითოეულ თქვენგანს შეეძლება გვესტუმროს და პირადად გამოსცადოს სასურველი პროდუქტი. კრიზისის პერიოდი ჩვენმა კომპანიამ სიახლეების დასაგეგმად გამოიყენა."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"