You can be on Entrepreneur’s cover!

რატომ უნდა ავირჩიოთ თიბისის საოპერაციო ლიზინგი ბიზნესისთვის – აქ, ახლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი ლიზინგი

ბიზნესი რთული და მრავალი კომპონენტისგან შემდგარი ორგანიზმია. იგი საჭიროებს სამუშაო ძალის ეფექტურ გადანაწილებასა და კომპეტენტურ პირებს, რომლებიც კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებლობას აიღებენ. თიბისის საოპერაციო ლიზინგი სწორედ ამ მისიას ემსახურება – ხელი შეუწყოს ბიზნესში რესურსების მინიმალური ხარჯვით მაქსიმალური კომფორტის მიღებას.

მაშინ, როდესაც ბიზნესი ფლობს რამდენიმე ავტომობილს ან სულაც ავტოპარკს, კომპანიას უჩნდება კიდევ ერთი დამატებითი საზრუნავი, თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილის მოვლა-შენახვა ხშირად მოულოდნელ შემთხვევებსა და ხარჯებს უკავშირდება, ამოცანა კიდევ უფრო კომპლექსური ხდება. გარდა ამისა, შესაძლოა კომპანიას არ ჰქონდეს რესურსი ავტომობილების ერთიანად შეძენის, თუმცა ეს უკანასკნელი ძალიან საჭირო იყოს ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის. თიბისი ლიზინგი ავტომობილების თემას თავის თავზე იღებს და ადამიანებს ამ გზით ბიზნესსაქმიანობას უმარტივებს.

სტანდარტული ფინანსური ლიზინგისგან განსხვავებით, მანქანის საოპერაციო ლიზინგით შეძენისას თქვენ მხოლოდ ავტომობილით სარგებლობთ, დანარჩენი კი საოპერაციო ლიზინგის მხარეს რჩება.

არსებობს მიზეზები, თუ რატომ უნდა აირჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის თიბისის საოპერაციო ლიზინგი:

  • ნაკლები ადმინისტრირება, მეტი თავისუფალი დრო – ავტოპარკის ან სულაც რამდენიმე ავტომობილის ფლობა კომპანიისგან დროის, ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. თქვენ გჭირდებათ პასუხისმგებელი პირი, რომელიც ტრანსპორტის მოვლა-შენახვაზე იზრუნებს, რაც ნიშნავს, რომ ეს საქმე ან რომელიმე თანამშრომელს დამატებით უნდა დაავალოთ, ან ახალი კადრის ძებნა დაიწყოთ. საოპერაციო ლიზინგით სარგებლობისას, ავტომობილზე ზრუნვა სრულად სალიზინგო კომპანიის ვალდებულებაა.
  • ნაკლები ყოველთვიური ხარჯი – წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიზნესისთვის ავტომობილების შესაძენად დაფინანსების სხვა წყარო მოიძიეთ. ასეთ დროს იხდით ყოველთვიურ გადასახადს და დამატებით, ავტომობილის შესანახად საჭირო ყველა ხარჯიც თქვენი კომპანიის დასაფარია. საოპერაციო ლიზინგის ყოველთვიური გადასახადი კი, მანქანასთან ერთად, სერვისის ფასსაც აერთიანებს, რისი დამსახურებითაც, ბიზნესი მნიშვნელოვან დანაზოგს აკეთებს.
  • ერთი ინვოისის პრინციპი – თქვენს ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გაერთიანებული გაქვთ ერთ ინვოისში, რაც თავიდან გაცილებთ ზედმეტ ქაღალდს და სატრანსპორტო ხარჯების დანაწევრებულ დოკუმენტებს.
  • მეტი კონტროლი ფინანსებზე – დადგენილი და თანაბრად გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადის დახმარებით, თქვენ უკეთ აკონტროლებთ ბიუჯეტს და ფულადი სახსრების მოძრაობას. სხვა შემთხვევაში, თქვენ არასდროს იცით წინასწარ, რა სახის ფინანსური რესურსის გაღება დაგჭირდებათ კომპანიის ავტომობილებისთვის.
  • ავტომობილის განახლება მარტივა გიფიქრიათ, რა უნდა გააკეთოთ, როდესაც კომპანიის ავტომობილები მოგიძველდებათ? უნდა განათავსოთ ისინი გასაყიდად, ივაჭროთ, რათა ამოიღოთ მაქსიმალური თანხა. შემდეგ, ახალი ავტომობილების შეძენაზე უნდა იზრუნოთ. საოპერაციო ლიზინგით სარგებლობისას, თქვენ ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ავტომობილს აბრუნებთ და შეგიძლიათ მის მაგივრად ახალი მანქანა გამოიყვანოთ. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ავტომობილების განახლებას გადაწყვეტთ, თქვენს ძველ მანქანას პირდაპირ ახლით ჩაანაცვლებთ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
  • ქონების ნაკლები გადასახადი როდესაც ლიზინგით სარგებლობთ, ავტომობილი არ არის თქვენი კომპანიის სახელზე და არც თქვენს ბუღალტრულ ბალანსზე ირიცხება, ამიტომ ძირითად შემთხვევაში, ქონების გადასახადზე ნაკლების გადახდა გიწევთ.
  • სახსრები სხვა ინვესტიციებისთვის საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა გაძლევთ შესაძლებლობას გამოიყენოთ კომპანიის ფინანსური რესურსები სხვა ინვესტიციებისთვის და კიდევ უფრო გაზარდოთ ბიზნესის ბრუნვა.
  • ავტომატურად ზრუნავ გარემოზესაოპერაციო ლიზინგით შესაძლებელია მხოლოდ ახალი ავტომობილების შეძენა, რომელთა უმრავლესობა ეკომეგობრული ან ელექტროძრავიანია. შესაბამისად, ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მომტანი მანქანებით დაკომპლექტებული ავტოპარკით თქვენს წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.

თიბისის საოპერაციო ლიზინგით სარგებლობს კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი". კომპანიის დირექტორ ლევან გიორგაძის თქმით, ისინი სერვისს საკუთარი საწვავმზიდების შესაძენად იყენებენ: „გარდა იმისა, რომ საოპერაციო ლიზინგი ძვირადღირებული ტექნიკის შესაძენად დაფინანსებას კონკურენტული პირობებით გვთავაზობს, ასევე გვაძლევს საშუალებას დავზოგოთ დრო, ფინანსები და ადამიანური რესურსი. ზოგადად, ასეთი ტიპის შესყიდვები უკავშირდება უზარმაზარ ბიუროკრატიულ პროცესს, საოპერაციო ლიზინგის შემთხვევაში კი, ჩვენ უბრალოდ ავარჩიეთ ტექნიკა, მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი და მშვიდად და წყნარად დაველოდეთ ჩვენი ტექნიკის ჩამოსვლას", ამბობს ლევან გიორგაძე.

მრავალ სხვა კომპანიასთან ერთად, საოპერაციო ლიზინგს იყენებს „აკუმენ ინთერნეშენალ საქართველო". კომპანიის დირექტორის მინდობილი პირის, გალინა სანდულის მიხედვით, ისინი უკვე 3 წელია სერვისით სარგებლობენ. ამის მიზეზი ის უპირატესობებია, რაც მათ ენიჭებათ. კერძოდ, ავტომობილის შესაბამისობა კომპანიასთან, ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა, ავტომობილის ქონების გადასახადის არარსებობა და სხვა.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ბიზნესის სატრანსპორტო საკითხი საოპერაციო ლიზინგს უნდა გადააბაროთ, გამოიყენეთ შემდეგი ლინკი: https://bit.ly/2Ye8Dwh

თიბისი ლიზინგი 2003 წელს დაარსდა და დღეის მდგომარეობით უკვე 4000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზრო წილი 70%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 300 მილიონი ლარის მოცულობის პორტფელია.

კომპანიაში დასაქმებული 100-ზე მეტი თანამშრომლის წყალობით, გუნდი სისწრაფესა და მოქნილობას ინარჩუნებს, რაც მიმზიდველს ხდის კომპანიის პროდუქტებსა და სერვისს როგორც დამწყები და მზარდი, ასევე შემდგარი მსხვილი კომპანიებისთვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"