📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ უნდა ესაუბროთ თქვენს გუნდს პანდემიის დროს საკითხავი: როგორ დავუკავშირდეთ ერთმანეთს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

სიდჰიშ ნაირმა იცის, თუ რას ნიშნავს ცუდი კომუნიკაცია. 2001 და 2008 წლების ეკონომიკური დაღმასვლებისას, ისეთ კომპანიებში მუშაობდა, სადაც ხელმძღვანელობა დახურულ კარს მიღმა იღებდა გადაწყვეტილებებს და ამის შემდეგ, უბრალოდ გადასცემდა ინსტრუქციებს გუნდის წევრებს. „თანამშრომლები განხილვის პროცესში საერთოდ არ იღებდნენ მონაწილეობას", ‒ ამბობს ნაირი, რომელიც ამჟამად ანალიტიკური და საინფორმაციო კომპანია ThoughtSpot-ის აღმასრულებელი დირექტორია, ‒ „კატასტროფის ნამდვილი რეცეპტია, ადამიანებისთვის პირობებისა და უფლებამოსილების გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრება. სწორედ ამიტომ, COVID-19-ის კრიზისის დროს, ნაირმა სულ სხვა მიდგომა გამოიყენა თავისი 500-კაციანი გლობალური კომპანიის სამართავად. „ჩვენ რადიკალური გამჭვირვალობისა და გულწრფელობის მომხრენი ვართ", ‒ ამბობს იგი. ქვემოთ გაეცნობით, თუ როგორ ახერხებს ამას ერთი აღმასრულებელი დირექტორი თავის თანამშრომლებთან რეგულარული საუბრებით.

1. იყავით ადვილად მისაწვდომი ხელმძღვანელი

ვიდრე კომპანია შინიდან მუშაობის რეჟიმზე გადავიდოდა, ნაირი Sunnyvale-ის სათავო ოფისის კაფეში შესვენებაზე შედიოდა და იქ შემთხვევითი საუბრების შემდეგ ხშირად მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიდიოდა. „მინდა, ეს Zoom-ისა და Webex-ის სამყაროებშიც გავიმეორო", ‒ ამბობს ნაირი, ‒ „ყოველთვის, როდესაც ჩემს კალენდარში თავისუფალი დრო მაქვს, Zoom-ბმულს ვუშვებ Slack-ში და ჩვენმა თანამშრომლებმა უკვე იციან, რომ შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში იქ ვიქნები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოერთება, ეს ვირტუალურ კაფეს ჰგავს. მან ამ ვირტუალურ საუბრებს, ყავის სმისას, AMA დაარქვა, როგორც Reddit-ზეა ‒ „რაიმე მკითხე" სერიები. მაგრამ შემდეგ გადაარქვა, AMTA-თი შეცვალა, ანუ „რაიმე მკითხე, ან რაიმე მითხარი".

„ზოგჯერ ჩვენი შემოსავლების მიმართულების მთავარი აღმასრულებელიც მიერთდება და ეს ნამდვილად გვეხმარება მუშაობაში, ასევე იმ სირთულეებისა და პრობლემების გაანალიზებაში, რომელთა გადატანაც ადამიანებს კომპანიაში უხდებათ".

2. შექმენით სტრუქტურა და მიჰყევით მას

„ამ ეტაპზე უზომოდ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, რომელსაც გარკვეული სტრუქტურა აქვს", ‒ ამბობს ნაირი. ინდივიდუალური გუნდური შეკრებები კვირაში სამჯერ ტარდება, ხოლო ყველა თანამშრომლისთვის ‒ კვირაში ერთხელ, რაც აღმასრულებელთა გუნდს საშუალებას აძლევს ახალი ამბები მთელ პერსონალს რეგულარულად

3. აღიარეთ, რომ თქვენი გუნდი სტრესის ზემოქმედების ქვეშაა

„ჩვენ ვიცით, რომ სამსახური ყველაფერი არ არის, და განსაკუთრებით, როდესაც რაღაც ამგვარი ხდება მთელ მსოფლიოში. უზომოდ მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილებისთვის რაიმე კონკრეტული აზრის მიცემა, რომ ბედნიერები ვართ, ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდება, და არა იმაზე კონცენტრირება, თუ რატომ ხდება ეს ჩემს თავს", ‒ ამბობს ნაირი.

ThoughtSpot-მა ყველა თანამშრომელს დაუფინანსა იოგასა და მედიტაციის კურსზე ხელმოწერა და მწერალ მაილ რობინსს სთხოვა, პერსონალს დალაპარაკებოდა. „ვცდილობთ ჩვენი მიდგომა ყოვლისმომცველი იყოს", ‒ აცხადებს ნაირი.

4. მიეცით თანამშრომლებს პლატფორმა დახმა

მართალია, ლიდერების გუნდთან შეხვედრებისა და იმპროვიზებული საუბრების სიხშირე გაიზარდა, მაგრამ ნაირმა იცოდა, რომ ThoughtSpot-ში საკუთარი მოსაზრების საჯაროდ გამოთქმისას ყველა ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად. ამიტომ მან და მისმა აღმასრულებელმა გუნდმა, ეს პრობლემა ინსტრუმენტით, Officevibe-ით მოაგვარეს და სთხოვეს გუნდს, ანონიმურად გამოხმაურებოდნენ. ახლა მთელ კომპანიაში ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია ვინაობის დასახელების გარეშე პრობლემებსა და საჩივრებზე საუბარი. „ჩვენ გულახდილ უკუკავშირს ვიღებთ", ‒ ამბობს იგი, ‒ „და ამ ტიპის უკუკავშირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს".

ალექსანდრა ფაინი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ ყოველდღიურად დილაობით გვაქვს ვირტუალური შეხვედრები. Google Doc-ს ჩვენი დღის განრიგით ვქმნით და ყოველი თანამშრომელი იმას ამატებს, რაც წინა დღეს გააკეთა, რის გაკეთებასაც დღეს ცდილობენ და რაღაც უშლით ხელს. მაგალითად, თუ რომელიღაც დოკუმენტს ელოდებიან ვინმესგან. ეს შესანიშნავი საშუალებაა პასუხისმგებლობის გრძნობის შესაქმნელად, და იმაში დასარწმუნებლადაც, რომ ყველამ მიიღო შხაპი და ყველა ზრუნავს საკუთარი თავის მოვლაზე. ჩემი აზრით, როდესაც ოფისს დავუბრუნდებით, ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ".

ჯოშ ნალვენი, ხმისა და გამოცდილების განყოფილების ხელმძღვანელი

„მე საკმაოდ ბევრი ვიცი კომპიუტერულ ქსელებზე ძველი სამუშაოებიდან, და იქიდანაც, რომ Dame-ში მე ვარ არაოფიციალურად საინფორმაციო ტექნოლოგიებზე პასუხისმგებელი. Ethernet-ს სხვადასხვა სიგრძის კაბელები მაქვს და ჩემი 50-ფუტიანი კაბელი იყო ნამდვილი მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი ამ კარანტინის დროს. თქვენი ინტერნეტი უფრო სწრაფი და გაცილებით საიმედოა, როდესაც როუტერთან ხართ მიერთებული".

ენტონი ფრენსისი, უფროსი ინჟინერ-ტექნიკოსი

„მე შრომის ნაყოფიერებას ვაქცევ ყურადღებას, გეგმის შესრულებისას, მაგრამ თავისუფალ დროსაც ვაძლევ თანამშრომლებს. ყოველდღიურად თითო საათი მაქვს გამოყოფილი პროფესიული განვითარებისთვის, მაგალითად, ახალი უნარების შესაძენად ან ახალი კურსის გასავლელად. ჩემი სამუშაო 6-მდე სრულადაა შევსებული და ამის შემდეგ ოჯახისთვის უნდა გამოვყო დრო, სასადილო მაგიდა უნდა მოვაწესრიგო, ვიდრე დედაჩემი შინ დაბრუნდება".

შეატყობინონ. ზოგიერთები კი, კომპანიის კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებულ სიახლეებს აშუქებენ. ერთ-ერთში ქალი-ლიდერები ფიგურირებენ, ისინი ქალების დამატებით წნეხზე ამახვილებენ ყურადღებას, განსაკუთრებით მათ პრობლემებზე, რომლებიც ოჯახებით, ბავშვებით და ახლა უკვე საშინაო სკოლებით ჟონგლირებენ. „ჩვენ სტრუქტურა შევცვალეთ, უბრალო ტრანსლაცია ნამდვილ აღმოჩენად ვაქციეთ, რათა სხვა ადამიანების გამოცდილება შიგნიდან დაგვენახა", ‒ ამბობს იგი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი